კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-48(987)

  ეს „სახალისო“ ამბავი კი იმით დამთავრდა, რომ ჩემმა მეზობელმა ბიჭმა, რომელიც პოლიციაში მუშაობდა და კარგად იცნობდა ჟანასნაირი და ჯონდოსნაირი ტიპების ფსიქოლოგიას, თავის უფროსს განყოფილებაში დააბარებინა ორივე და, ქალბატონი ჟანა, რომელიც მეძავი აღმოჩნდა, ორ წუთში გამოტყდა:
– ერთი ჩემი დაქალი რამდენიმე თვის წინ მაგ ტიპის (ანუ ჩემი) ნაშა იყო და მერე დაშორდნენ. ჩვენ (ანუ მეძავები) ხშირად ვუწყობთ ასეთ შანტაჟებს კაცებს. ხან გამოგვდის, ხან არ გამოგვდის, მაგრამ, ზოგიერთი დებილი წამოეგება ხოლმე ანკესს ან ცოლის შიშით, ან სხვა მიზეზით და რაღაც თანხას იხდის ხოლმე. ხოდა, ჩვენც მეტი რა გვინდა. აი, სულ ეს იყო, უფროსო. ეს ჯონდო კი არაფერ შუაშია. უფულო ბიჭია, სოფლიდან ჩამოვიდა და ჩემთან ცხოვრობს. თან ცოტა ქირას მიხდის, თან ცოტა ყურადღებას მაქცევს. მითხრა, მოგეხმარები და ფული გავიყოთო. ახლა კი გაგვიშვი, უფროსო. ჩემი გარიკა სახლში მარტოა, თან ორსულად ვარ და დავიღალე.
იმ თავისი დაქალის, ანუ ვითომდა ჩემი ერთ-ერთი ნაშის სახელი და გვარი კი ვერაფრით ვერ ათქმევინეს. მერე მე თვითონ ვთხოვე ჩემს მეზობელ პოლიციელს, გაეშვა.
***
  ყველაზე მძიმედ გასახსენებელი და ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო ისტორია ჩემს ეგრეთ წოდებულ „გრაჟდანსკაია ჟენას“ უკავშირდება. სხვათა შორის, შვილი იმანაც გამიჩინა (ბიჭი) და ჩემი ოთხი შვილიდან შედარებით უკეთესი ურთიერთობა სწორედ მასთან მაქვს. ისიც მირეკავს ხოლმე ფულის სათხოვნელად, მაგრამ დანარჩენ და-ძმაზე არ ეჭვიანობს და არ მამუნათებს, იმათ მეტი რატომ მიეციო (ვისზე რისი მიმცემი ვარ!). ისედაც უფრო შეგნებული ბიჭია, თან ძალიან ნიჭიერი – სერიოზულად კარგ ლექსებს და მუსიკას წერს, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება, მაგრამ ამის იქით ვერასდროს წავედი – არც ფიზიკურად და არც მატერიალურად არასდროს დავხმარებივარ, მხოლოდ ერთი რამით შემოვიფარგლები – ეზოში რომ გავდივარ დომინოს სათამაშოდ და ვინმე ახსენებს – ამაყი სახით ვაცხადებ: „ჩემი შვილია. სულ პატარაობიდან წერდა ლექსებს და მღეროდა“, – და ამას ისე ვამბობ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემი ამაგისა და ზრუნვის შედეგია.
  ახლა, რაც შეეხება ჩემს „სამოქალაქო ცოლს“ – ნატალის (როცა ერთმანეთი გავიცანით, ნატო ერქვა, ახლა ნატალი ჰქვია): პირველად თანამედროვე მხატვრების გამოფენაზე ვნახე, მეგობარ ბიჭთან ერთად იყო. გოგო მაშინვე მომეწონა, მაგრამ საშინლად არ მომეწონა იმ ბიჭის დამოკიდებულება თავისი თანმხლები გოგონას მიმართ – ისე ექცეოდა, თითქოს რაღაცას აყვედრიდა, თითქოს ვიღაცის ან რაღაცის ხათრით იყო მის გვერდით; არადა, ჭკუა რომ ჰქონოდა, ასეთი გოგოს კავალრობა უნდა გახარებოდა და უნდა ეამაყა ამით (თუმცა, ვისზე რას ვამბობ ჩემი იდიოტი თავის პატრონი!).
  ერთი სიტყვით, ის ტიპი არ მომეწონა, სამაგიეროდ, ისე მომეწონა ის გოგო, რომ გამოფენიდან ჩუმად უკან გავყევი და გავიგე, სად ცხოვრობდა. მეორე დილით სადარბაზოსთან დავხვდი, გავეცანი და საღამოს პაემანზე დავპატიჟე. ჯერ თავი შეიკავა (მივხვდი, იმ ბიჭის გამო მითხრა მორიდებული უარი), მაგრამ, როცა თვალი ავუხილე რეალობაზე და პირდაპირ ვუთხარი – ის ტიპი შენი ღირსი და შესაფერისი არ არის, დამიჯერე. შევხვდეთ საღამოს-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა შეხვედრაზე. აქვე უნდა გამოვტყდე, რომ თვალის მოკვრისთანავე დაუძლეველი ხორციელი ლტოლვა ვიგრძენი მის მიმართ. არცერთი ცოლის, არცერთი ქალის მიმართ ასეთი რამ  არ განმიცდია, შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი საკმაოდ მოზრდილი დეკოლტეც იყო, საიდანაც მაცდურად გამოიყურებოდა ასევე საკმაოდ მოზრდილი და ფუმფულა მკერდი, მაგრამ მარტო ამასაც არ უნდა აღვეგზნე, რადგან უამრავი დიდი და მოშიშვლებული მკერდი მინახავს, რომელთა პატრონებიც ძალიან ლამაზი ქალები იყვნენ, მაგრამ ასეთი დაუოკებელი და მძაფრი სურვილი ამ ყველაფრის დაუფლებისა არასდროს განმიცდია. არ ვიცი, რა მეტაკა. ეს ისეთი ძლიერი მიზიდულობა (როგორც ახლა ამბობენ – ქიმია) იყო, რომ მეშინოდა, შუა საუბრის დროს არ ვცემოდი ხალხით სავსე ქუჩაში და იქ არ ჩამედინა რამე უბედურება. ძლივს დავიოკე თავი და იმითღა შემოვიფარგლე, რომ როცა საღამოს კუს ტბაზე გასეირნებაზე თანხმობა მითხრა, ჯერ ორივე ხელი დავუკოცნე, მერე ლოყაზე საკოცნელად გავიწიე, მაგრამ მოულოდნელად, ჩემდაუნებურად, პირდაპირ ტუჩებზე ვეძგერე. უფრო კი იმან გამახელა, რომ ნატალიმ ჯერ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ დამნებდა და კოცნითვე მიპასუხა, თან ისე ვნებიანად ამოიკვნესა, რომ კინაღამ იქვე მივაწვინე. წელს ქვევით ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა, სიცოცხლე თუ არა, კაცობა ნამდვილად დავკარგე-მეთქი. ძლივს გამოვებდღვენით ერთმანეთს. ასეთი განცდა არცერთ ქალთან (არც მანამდე და არც შემდეგ) პირველი ღამითაც კი არ მქონია.
  ის დღე სახლში გავატარე, ტახტზე წამოწოლილმა. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. საღამოს დადგომას ველოდებოდი. როგორც იქნა, დადგა ნანატრი 7 საათი და ჩვენ საბაგირო გზით ავედით კუს ტბაზე. ხალხი არც ისე ბევრი იყო. ჩვენ ტბის ნაპირას ვისეირნეთ ცოტა ხანს, მერე კი ისე მოვახერხე, რომ ტყისკენ წავსულიყავით. ნატალი ჯერ შეკრთა, მაგრამ მე ისე გულითადად და შინაურულად ვუყვებოდი რაღაცას, რომ მომენდო და უპრობლემოდ გამომყვა. ტყე დიდი არ იყო, მაგრამ ხალხის ხმა შუაგულამდე არ აღწევდა. ცოტა ხანს კიდევ ვიბოდიალეთ, მე ისევ რაღაც სისულელეს ვყვებოდი, ნატალი იცინოდა და ვერ ხვდებოდა, რა პირუტყვი მიჰყვებოდა გვერდით. ნატამ უცებ აღმოაჩინა, რომ შებინდებულიყო და უკან დაბრუნება მომთხოვა, მაგრამ მე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, გული ამოვარდნაზე მქონდა და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. უცებ რაღაც ჩიტმა დაიჩხავლა, ნატალი შეკრთა და უნებურად მკერდზე მომეხუტა. სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი: მხეცივით ვეცი, ტანსაცმელი შემოვახიე და მიწაზე დავაგდე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ნატა ტირილით მევედრებოდა რაღაცას, მე კი უარესად დაუნდობელი ვხდებოდი და შეშლილივით ვუმეორებდი ერთსა და იმავე ფრაზას:
– გაჩუმდი და დამიჯერე, ნახე, როგორ მოგეწონება... გაჩუმდი და დამიჯერე...
  მერე მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მოხდა კიდევ უარესი – მე მოვიქეცი ისე, როგორც არ მოიქცეოდა მთელ დედამიწაზე ყველაზე უარესი ნაძირალა: ყურადღება არ მივაქციე ტანსაცმელშემოხეულ, დაკაწრულ, დასისხლიანებულ, სველი მიწით დასვრილ პატარა გოგოს, რომელიც მენდო და რომელსაც მე ასე ჩავაფურთხე სულში (არა მარტო მას, არამედ საკუთარ თავსაც), ავდექი, ტანსაცმელი გავისწორე და, ისე, რომ ნატალისთვის ზედაც აღარ შემიხედავს (მე ის უკვე აღარც მაღელვებდა და აღარც მაინტერესებდა, მის მიმართ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუგებარი სიძულვილი დამეუფლა), ტყიდან გამოვედი და ისევ საბაგიროთი დავბრუნდი ქალაქში. არ დაიჯერებთ და, იმ ღამეს მკვდარივით მეძინა. მეორე დილით ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს შხამიანი სოკო მქონდა ნაჭამი. მხოლოდ დილას გავაცნობიერე, რომ ნატა ქალწული იყო, მე ის გავაუპატიურე და მარტოდმარტო მივატოვე ტყეში ღამით. სასწრაფოდ წამოვხტი. ცელოფნის პარკში ჩემი ძველი ჯინსის შარვალი და მაისური ჩავჩურთე და ტაქსით გავვარდი კუს ტბაზე, მთელი ის ტყვე ფეხით შემოვიარე, მაგრამ ჩემი წუხანდელი „გმირობის“ კვალსაც კი ვერ მივაგენი. ტანსაცმლიანი პარკი შორს მოვისროლე და მთელი ხმით ავღრიალდი. კიდევ კარგი, არავის გაუგონია, თორემ, ალბათ, საგიჟეთში წამიყვანდნენ.
  სახლში ფეხით დავბრუნდი, თან გზადაგზა თვალებს ვაცეცებდი, ეგებ სადმე დავინახო-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რას მოვიმოქმედებდი, რომ დამენახა. ან ის როგორ მოიქცეოდა, შესაძლოა, მილიციაში დავებეზღებინე (მაშინ მილიცია იყო). არაფერს დავეძებდი, ოღონდ ცოცხალი დამენახა, მაგრამ ნატალი ვეღარ ვიპოვე. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში პრესას და საინფორმაციოს არ ვტოვებდი – სადმე ხომ არ აცხადებენ, რომ კუს ტბაში გოგონას დამხრჩვალი გვამი იპოვეს. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დავწყნარდი – რადგან არსად გამოუცხადებიათ, დავრწმუნდი, რომ ცოცხალი გადარჩა და არც თავი მოუკლავს, თუმცა, არ ვიცოდი, სად იმალებოდა. ან, იქნებ, სულაც არ იმალებოდა, უბრალოდ, შოკიდან და ისტერიული მდგომარეობიდან გამოდიოდა. არ ვიცი, ოჯახს გაუმხილა თუ არა თავისი უბედურება; ალბათ, არა, თორემ, ნამდვილად მომძებნიდნენ. მთელი ეს ორი კვირა მისი  სადარბაზოს სიახლოვეს ვიყავი ჩასაფრებული და ვუთვალთვალებდი, მაგრამ ერთხელაც არ გამოსულა. გვარიც არ ვიცოდი, რომ ვინმეს მეშვეობით გამეგო მისი მდგომარეობა.
როგორც კი დავრწმუნდი, რომ გადარჩა, ნელ-ნელა დავმშვიდდი, სინდისის ქენჯნაც შემიმცირდა და ჩვეულებრივი ცხოვრება განვაგრძე. ნატალი უკვე ძალიან იშვიათად მახსენდებოდა, ბოლოს კი თითქმის დამავიწყდა.
  რამდენიმე წელი ისე გავიდა, რომ ნატალი არც სადმე შემხვედრია და არც არაფერი გამიგია მასზე. ამასობაში შემდეგი ცოლი შევირთე, გავეყარე და კიდევ მომდევნო ცოლის შესართავად ვემზადებოდი (ცოლების შერთვა და გაყრა უკვე ქრონიკულში მქონდა გადასული), რომ, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში ნატალი დავინახე. კარგად გამოიყურებოდა. ვიღაც ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. მე ჩემი მორიგი საცოლე მახლდა, მაგრამ ნატოს დანახვაზე გონება დამიბნელდა, ისე მომინდა მასთან ყოფნა. ძალიან შემეშინდა, რადგან მივხვდი, იგივე მემართებოდა, რაც მისი პირველად დანახვისას დამემართა, მაგრამ ვიცოდი, ვერც ახლა მოვერეოდი თავს. სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე, საცოლე ლამის ძალით შევტენე მანქანაში და ვუთხარი, სახლში წასულიყო და იქ დამლოდებოდა, მე კი სირბილით გავემართე ნატოსკენ, რომ თვალიდან არ დამკარგვოდა.
– სად გარბიხარ! – მრისხანედ მიყვირა ტაქსიდან საცოლემ და, როგორც ჩანს, თვალი გააყოლა ჩემს დაძაბულ მზერას. დაეჭვებულ ქალს ვერ მოატყუებ, მაშინვე მიხვდა, რომ სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა. სულ რამდენიმე მეტრში გააჩერებინა მძღოლს ტაქსი, დამეწია, მკლავში ხელი ჩამავლო და ისეთი ძალით მიმატრიალა თავისკენ, კინაღამ ასფალტზე გავიშხლართე. მერე, სანამ ხმას ამოვიღებდი, მომიქნია ხელი და ისეთი ძალით გამაწნა სილა, ნამდვილად დავინახე ჩემი თვალებიდან გამოფრენილი ნაპერწკლები. ხელის დაჭერა მოვუნდომე, მაგრამ ვერ მოვასწარი – მეორედაც გამაწნა სილა, ახლა უფრო ძლიერად. ხალხმა ჩვენ გარშემო დაიწყო შეგროვება. კაცები გაოცების გამომხატველ შორისდებულებს გამოსცემდნენ, ქალები – მოწონების. ბოლოს ჩემმა საცოლემ ნიშნობის ბეჭედი წაიძრო თითიდან, პირდაპირ სახეში მომახეთქა და მთელი ძალით ორივე ხელით დამიწყო ცემა სახეში, თან გამწარებით გაჰყვიროდა:
– უნამუსო! მოღალატე! ნაძირალა! ნაგავო! – და თან მილაწუნებდა.
  მე ძლივს დავაღწიე თავი ამ გავეშებულ ქალს და უკანასკნელი მხდალივით ისე გავიქეცი იქიდან, აღარც ნატალი გამხსენებია, აღარც ბაჯაღლოს ბეჭედი, რომელიც ასფალტზე გაგორდა და ვიღაც ბიჭმა ჩაიდო ჯიბეში. მაგრამ, დავიფიცებ, რომ არცერთ მსოფლიო ვარსკვლავს არ ღირსებია სცენაზე გამოსვლისას ისეთი აპლოდისმენტრები, როგორითაც მე გამაცილა იქ შეკრებილმა (როგორც ჩანს, ქმრებისგან თუ საქმროებისგან უსაზღვროდ გულნატკენმა და დამცირებულმა) ქალთა საზოგადოებამ. თუმცა, მე კი არა, ეს ტაში, ცხადია, ჩემს საცოლეს ეკუთვნოდა, რადგან მან გაბედა, ასე საჯაროდ ეძია შური ყველა დამცირებული ქალის მაგივრად და ეს შურის საძიებელი ობიექტი ყველა დანარჩენი მამაკაცის სანაცვლოდ ვიყავი მე.
ამასობაში ნატალი თვალიდან დამეკარგა, მაგრამ, ამავე დროს, ცხოვრებიდან დამეკარგა საცოლე, თავისი, უფრო სწორად, ჩემი ბეჭდიანად. მაგრამ არც ბეჭედს ვჩიოდი, არც საცოლეს, არც ხალხის დაცინვას, ვდარდობდი მხოლოდ იმას, რომ ნატალი გავუშვი ხელიდან.
  მეორე დღიდან ისევ დავიწყე ნატალის სახლის თვალთვალი და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გამიმართლა – გაიღო სადარბაზოს კარი და გამოვიდა ქალი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევდა ჩემში; რომელმაც, თავისდაუნებურად, მხეცად, ცხოველად, პირუტყვად მაქცია. უჩუმრად გავყევი და თან ვფიქრობდი, რა მეთქვა, თუ დამინახავდა. ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მაინც მივყვებოდი. ბოლოს რაღაც ოფისში შევიდა – ეტყობა, იქ მუშაობდა. საღამომდე იმ ოფისის მოპირდაპირე სკვერში ვიჯექი და ველოდი. შენობიდან ისევ მარტო გამოვიდა. შორიდან კარგად ვხედავდი მის სახეს. რატომღაც, მეგონა, ამ რამდენიმე წლის წინანდელი საშინელების კვალს დავინახავდი, მაგრამ, არა, ნატოს აბსოლუტურად მშვიდი და შეიძლება ითქვას, ბედნიერი სახე ჰქონდა.
– დავიჯერო, ყველაფერი დაავიწყდა? – ჩავილაპარაკე ჩემთვის და, რატომღაც, უცნაური გრძნობა დამეუფლა: ვერ მივხვდი, მეწყინა ეს ამბავი თუ გამიხარდა.
ის იყო, დაძახება გადავწყვიტე, რომ თვითონ შემობრუნდა, პირდაპირ თვალებში შემომხედა და მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა:
– ახლა რაღა გინდა? – არც ცრემლი, არც ხმის შეკრთომა, არც შიში... მაგრამ მის ძალიან ლამაზ თვალებში მხოლოდ იმ მომენტში დავინახე ის დიდი ტკივილი, რომელსაც ვარანაირი დრო და ვერანაირი სინანული ვერ აშუშებს. სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ამ საოცარი თვალების დანახვისას ჩემდაუნებურად მუხლებზე დავეშვი მის წინ, თავი ჩავღუნე და ისეთი ხმით ამოვიგმინე, თვითონ გამიკვირდა:
– თუ შეგიძლია, მაპატიე, თორემ მოვკვდები! – და ამ სიტყვების წარმოთქმისას აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი.
არ ვიცი, იგრძნო ეს გულწრფელობა თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მაგრამ მოხდა ის, რასაც ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენდი: ნატალიმ ხელი ჩამკიდა და წამომაყენა, მერე ხელკავი გამიყარა და ძალიან ჩვეულებრივად მითხრა:
– წავიდეთ ჩემთან, მე ახლა მარტო ვცხოვრობ, – და წავყევი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3