კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ დაამარცხა სტალინმა ამერიკელები ანტარქტიდისთვის ბრძოლაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინი რომ გიგანტური პროექტების ინიციატორი და განმხორციელებელი იყო, არავისთვისაა საიდუმლო და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა, არსებობს ერთი პროექტი, რომელიც სტალინის უდიდესი სტრატეგიული შორსმჭვრეტელობის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს, მაგრამ დღესაც კი ისტორიკოსთა მხოლოდ ვიწრო წრისთვისაა ცნობილი... პროფესორი ანდრეი ბოლოტნიკოვი წერს: „სტალინს რომ უდიდესი სტრატეგიული ხედვა ჰქონდა, ამაზე მისი, ეგრეთ წოდებული, „ანტარქტიდული“ პროექტი მეტყველებს, რომლის განხორციელებაც საბჭოთა ბელადმა 1946 წლის მიწურულს დაიწყო და საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსნებდა: „თეირანის კონფერენციიდან ახალი დაბრუნებული ვიყავით. ერთ დღეს სტალინმა მიხმო და მკითხა:
– რას ფიქრობ, ომი რომ დასრულდება და ჰიტლერს მიწასთან გავასწორებთ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რა უნდა იყოს?
– ამაზე ხომ უკვე მოელაპარაკე ჩერჩილსა და რუზველტს, – ზოგადად ვუპასუხე სტალინს, თუმცა მისი კითხვის არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდი და არ მინდოდა, რომ მას ეს შეემჩნია.
სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ ჩემი ეს ხრიკი გამოჰპარვოდა. მას გაეცინა და მითხრა:
– ჯერ ერთი, ჩვენ ყველაფერზე არ მოვლაპარაკებულვართ, მაგრამ მხოლოდ ომისშემდგომ მოწყობას არ ვგულისხმობ.
– აბა, რას, კობა? – გამიკვირდა მე.
– სწრაფ და ეფექტურ განვითარებას, რასაც ჯერ დანგრეული ქვეყნის აღდგენა უნდა უძღოდეს წინ, ამას კი დიდი ფინანსურ-ენერგეტიკული რესურსები სჭირდება და ეს მაქვს მხედველობაში, – დამიზუსტა სტალინმა და დაამატა, – თუმცა მე, უფრო შორეული პერსპექტივის გეზზე გელაპარაკები.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია და ვუთხარი:
– ბოდიში, კობა, მაგრამ ვერაფერს მივხვდი და კიდევ უფრო მეტად დავიბენი.
– გეტყობა, – მიპასუხა სტალინმა და განმიმარტა, – ჩვენ რომ უდიდესი რეზერვები გვაქვს, ყველამ ვიცით, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ. ჩვენ ანტარქტიდაზეც უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი.
– ანტარქტიდაზე? – ვთქვი გაოცებულმა.
– სწორედაც რომ, ანტარქტიდაზე. წინასწარი მონაცემებით, იქ ყველა ენერგომატარებლის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების უდიდესი მარაგია, ფინანსებიცა და ენერგორესურსებიც. სწორედ ამას ვგულისხმობ და ამაზე ზრუნვა უახლოეს მომავალში უნდა დავიწყოთო.
სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ კიდევ 1943 წლის მიწურული იყო და გაგანია ომი მძვინვარებდა. მართალია ჰიტლერი უკან იხევდა, მაგრამ გამარჯვება მოსაპოვებელი იყო. ამიტომ მე ჰიტლერის დამარცხებაზე ვიყავი ორიენტირებული. სტალინი კი გაცილებით შორს იყურებოდა...“
1943 წლის დეკემბერში, ანუ როდესაც სტალინმა მოლოტოვს „ანტარქტიდული გეგმა“ გაუმხილა, საბჭოთა ბელადს უკვე ჰქონდა პირველადი მონაცემები ამ კონტინენტზე. საქმე კი ის იყო, რომ 1943 წლის აგვისტო-ოქტომბერში სტალინის საიდუმლო ბრძანებით, ზესაიდუმლო ვითარებაში, ანტარქტიდაზე საბჭოთა მეცნიერთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ გამოიკვლიეს რამდენიმე მონაკვეთი და ბელადს დაუდეს მონაცემები, რომ იქ (ანტარქტიდაზე) მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 80 პროცენტი იყო. აგრეთვე, ყველა ენერგომატარებლის – ნავთობი, ქვანახშირი, გაზი 65 პროცენტზე მეტი და ოქროს, პლატინის, ალმასისა და სხვა ძვირფასი ქვების მსოფლიო მარაგის 70 პროცენტზე მეტი. 1944 წლის დასაწყისში, სტალინის მონაწილეობით, შემუშავდა ზესაიდუმლო პროექტი „ანტარქტიდა“, რომელიც ეტაპებად იყო დაყოფილი. იქ ჯერ საბჭოური დასახლებები უნდა აღმოცენებულიყო და შემდეგ დაწყებულიყო იქაურობის გამოკვლევა. დასახლებებს კი დაიცავდა, ეგრეთ წოდებული, „ანტარქტიდული არმია“. ამ სამხედრო შენაერთის ფორმირება მყისვე დაიწყო და სულ მალე, 20 ათასი კარგად შეიარაღებული საბჭოთა ჯარისკაცი უკვე ანტარქტიდის ყინულებზე გადიოდა  წვრთნებს. შემდეგ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო სამრეწველო-ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობა და მესამე ეტაპი კი  ანტარქტიდული რესურსების გადმოქაჩვის პროცესს მოიცავდა. იმ დროს, როდესაც საბჭოთა არმია და მისი მოკავშირეები ჰიტლერს ანადგურებდნენ, ანტარქტიდაში საწყისი სამუშაოები გაცხოველებული ტემპებით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ამერიკულმა დაზვერვამ მხოლოდ 1946 წლის დასაწყისში შეიტყო და შეერთებული შტატები თეთრი კონტინენტისკენ გაიქაჩა. თუმცა, იქ უკვე ვლადიმირ ვორონინის ფლოტილია იდგა. ფლოტილიაში შედიოდნენ ყინულმჭრელები, სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები, რომელთა ზუსტი შემადგენლობა დღემდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტარქტიდისკენ „გაჭრილ“ დიდ ამერიკულ სამხედრო სამეცნიერო ძალებს შეტაკება მოუვიდათ იქ დისლოცირებულ საბჭოელებთან. მიუხედავად ატომური მონოპოლიისა, ამერიკელებმა უკან დაიხიეს. სამშობლოში დანაკლისით დაბრუნდნენ და ამის აფიშირება არ მოუხდენიათ. თუმცა, ტრუმენს თავისი პირადი წარმომადგენელი გაუგზავნია სტალინთან. ანტარქტიდის ათვისების წილში შესვლა მოუთხოვია, მაგრამ უარი მიუღია. როგორც ზოგიერთი განსაჯაროებული დოკუმენტიდან ვიგებთ, 1947-1954 წლებში საბჭოეთი ანტარქტიდიდან საკმაოდ დიდ სიმდიდრეს ეზიდებოდა, რომლის მოპოვებაც შედარებით იოლი იყო. თუმცა, შემდგომ ხრუშჩოვს ამერიკელები მოელაპარაკნენ, რის შედეგადაც ეს ქმედება შეწყდა, ანტარქტიდა „არავის მიწად“ გამოაცხადა და შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა. ანტარქტიდის პროექტი, ისევე როგორც სხვა სტალინური პროექტები, სწორედ, ხრუშჩოვმა ჩააფლავა“...

скачать dle 11.3