კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№49 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვინმე რომ მაწყენინებს, დიდხანს მახსოვს, მიჭირს ამის დავიწყება და ტკივილს მაყენებს. როგორ გადავეჩვიო წყენის გულში ჩადებას?
პასუხი: გახსოვდეთ, რომ უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. მრავალი ქრისტიანული სათნოებით შემკული რომ იყოს პიროვნება და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისგან შექმნილი ყოველივე ფუჭი და ამაოა. ამიტომ უნდა ამოიკვეთოს ადამიანმა გულიდან მტრობის ფესვები და ყველასთან მშვიდობა დაამყაროს.
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორ მოხდა, რომ ჯვარი, რომელიც იყო დასჯის იარაღი, ჩვენთვის სალოცავად და სიწმიდედ იქცა?
პასუხი: ამის პასუხად გაეცანით ამონარიდს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგებიდან: „ჯვარი და აღდგომა, ერთი შეხედვით, მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს?! ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი, იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა – თავი მოჰკვეთეს. ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა, ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე – დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას. უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან შეაკავშირა და შვა ერთი. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაც არის, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება“.
კითხვა: სახარებაში წერია, რომ თუ ვინმე ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ზრახვა და ქმედება თანასწორია?
პასუხი: უფალი არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს კრძლავს, არამედ სურვილებსა და ზრახვებს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. გარდა ამისა, სწორედ, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები, არ იქნებოდა ბოროტი საქმეები. მოქმედება ხომ სურვილების გამოვლინებაა. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ბოროტი სურვილების აღკვეთა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.
კითხვა: რა ვუყოთ იმ ხატს, რომელიც წესის აგების დროს მიცვალებულს თავთით ჰქონდა დასვენებული?
პასუხი: ეს ხატი ჩვეულებრივად შეინახეთ ოჯახში, ხატების კუთხეში. ამ ხატს მიცვალებულს არ ატანენ, მას მხოლოდ ჯვარი უნდა ჰქონდეს გულზე დაკიდებული.
скачать dle 11.3