კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№49 როცა მამაკაცი გვამოწმებს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  იცით, როგორ იქცევა მამაკაცი, როცა კონკრეტულ ქალს ცოლად განიხილავს, ის აუცილებლად შეეცდება მის შემოწმებას. იმის მიხვედრა, რომ თქვენ შემოწმების ობიექტი გახდით, არც ისე რთულია.  გაამახვილეთ ყურადღება  და აუცილებლად შეამჩნევთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს თქვენი რჩეულის ქმედებებიდან,  რომლებიც ამას ფარდას ახდის.
* თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მამაკაცი გამოწმებთ, ნუ იჩქარებთ გაბრაზებას და გაბუტვას. შესაძლოა, თქვენი რჩეული იმიტომ კი არ აკეთებს, რომ არ გენდობათ, არამედ უნდა, დარწმუნდეს, ნამდვილად სურს თქვენთან ოჯახის შექმნა თუ არა. მოცემულ სიტუაციაში თქვენი ამოცანაა, იყოთ გულახდილი და მისი  ყოყმანის „მაჩვენებელი“ ნულამდე დაიყვანოთ. აჩვენეთ მას თქვენი საუკეთესო მხარეები.
  * შეხვედრაზე წასვლისას, თუნდაც ეს პირველად ხდებოდეს, მზად იყავით სპეციფიკური ტიპის გამოცდისათვის. თუ თქვენთან საუბრისას მამაკაცი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა ცხოვრების აზრი, გეგმები, მომავალი, ეს ნიშნავს, რომ არკვევს ნიუანსებს და პერსპექტივებს, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნოთ მისთვის საინტერესო სალაპარაკო თემა და ამომწურავად გასცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს. მამაკაცებს კონკრეტიკა უყვართ. თუ  დაკვირვებული იქნებით, საუბრიდან გამომდინარე,   თქვენც ბევრი საინტერესო რამის გაგებას და აღმოჩენას შეძლებთ.
  * არასოდეს ელაპარაკოთ და გაუმახვილოთ ყურადღება თქვენს რჩეულს, როგორი პოპულარული და მოთხოვნადი ხართ საპირისპირო სქესის ადამიანებში. ასეთმა „თვითრეკლამამ“ შეიძლება, თქვენზე წარმოდგენა შეუცვალოს. ნორმალური მამაკაცისათვის ყველაზე დასაფასებელ თვისებად ქალში ერთგულება მიიჩნევა. თქვენი მონაყოლი იმაზე,  რას აკეთებენ მამაკაცები თქვენთვის, ნამდვილად არ აღაფრთოვანებს მას.  შეეცადეთ, თქვენს პირად ცხოვრებაზე მინიმალური ინფორმაცია მიაწოდოთ.
  * უწყინარი თამაშების დროს კი ის დაგაკვირდებათ, რამდენად რეაგირებთ წაგებაზე, რამდენად დამთმობი და შემგუებელი ხართ. თუ  ძალიან აზარტული იქნებით და არაფერს დათმობთ, გააკეთებს  დასკვნას, რომ არაფერზე დაიხევთ უკან და თქვენი დათანხმება ყოველთვის რთული იქნება. იყავით თავდაჭერილი, მშვიდი, თავდაჯერებული, ანახვეთ. რომ გაწონასწორებული და პრინციპული ხართ.
  * მამაკაცებისათვის ქალების შემოწმების ყველაზე პოპულარული „ტესტი“ არის გამოცდა სიხარბეზე და მერკანტილიზმზე. ეს ყველაფერი საკმაოდ ბანალური საშუალებებით მოწმდება.  თუ  ტკბილეულს გაჩუქებთ, ნუ იჩქარებთ მის შენახვას, გაუმასპინძლდით თქვენს კავალერს. მართალია, ეს ძალიან მცირე დეტალია, მაგრამ გახსოვდეთ, ასეთ მცირე დეტალებზე სამომავლოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული.   შესაძლოა, მისი ნაჩუქარი ნივთი არ მოგეწონოთ (არ გაამართლოს თქვენი იმედები), არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ ეს. არ შეაფასოთ საჩუქარი ღირებულების მიხედვით.
  P.S. აუცილებელი რამ, რაც დაგეხმარებათ ყველა „ტესტის“ ჩაბარებაში – ეს არის  თქვენი გულახდილობა. ნებისმიერ ტყუილს  ბოლოს მაინც აეხდება ფარდა. ნუ გარისკავთ ძვირფასი ადამიანით.

გავექცეთ   შეცდომებს

  არცთუ იშვიათია სიტუაციები, როცა იდეალური ურთიერთობა, ჰარმონია და ურთიერთგაგება გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტსა და გაუთავებელ დაძაბულობაში გადადის. საქმე ისაა, რომ არიან წყვილები, რომელთაც არ შესწევთ ძალა, ბოლომდე შეინარჩუნონ ის გულახდილი ურთიერთობა, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ყალიბდება. კრიზისს წარმოქმნის ისეთი შეცდომები, რომლებიც მეტად გავრცელებულია და თითოეული ჩვენგანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად უშვებს.
  დავიწყოთ  იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არის  ჰარმონია, როცა ორივე პარტნიორი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. არ არსებობს ერთმანეთში კონკურენცია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მამაკაცებს, მომავალი მეუღლის მიმართ საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომელთა სრულ თუ არა, რაღაც ნაწილს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. ეს არ არის ტრაგედია.  პირიქით,  სრულებით ნორმალურიცაა.   მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალბატონი მამაკაცისთვის გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს. ეს ყველაფერი ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად გამაღიზიანებელია. თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, აუცილებლად მიხვალთ უარყოფით შედეგამდე.
  ქალების უმრავლესობა შეცდომას მაშინ უშვებს, როცა დამოუკიდებლად ცდილობს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების „დალაგებას“ და მათ მაგივრად იწყებენ ხოლმე აზროვნებას. ძვირფასო ქალბატონებო, არ შეიძლება, ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. ეს შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!
  წყვილის ურთიერთობა თავისუფალი უნდა იყოს ეჭვებისგან და წარსულის აჩრდილებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი იდეალური თანაცხოვრების მიღწევა.
გასაგებია, რომ გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ძალიან ახარებთ ქალბატონებს, მაგრამ სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავთ ამ თემაზე საუბარი. უკეთესი იქნება, თუ ქალბატონი კარგად შეისწავლის საკუთარ პარტნიორს და მის გრძნობებს მისივე  ქმედებებში ამოიცნობს.
მამაკაცებს არ სიამოვნებთ ის ფაქტი, როცა ქალბატონები საკუთრებად თვლიან თავიანთ პარტნიორს. ამას ისე იღებენ, როგორც კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრას, რაც  ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
დაივიწყეთ   ტოტალური კონტროლი...

скачать dle 11.3