კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 უნდა დაიცვას თუ არა თავისი უფლებები ცოლმა ოჯახში და რატომ უშლის ხელს გენდერის საკითხები ქალს ქმართან ურთიერთობაში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  გენდერული თანასწორობა დღეს მოდური თემაა. აქტუალობას კი იმიტომ არ კარგავს, რომ მის შესახებ ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. რეალურად, გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და  თანასწორ მონაწილეობას როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.  თუმცა, რამდენად არიან ისინი დღეს თანაბარ პირობებში და რამდენადაა დაცული ქალების უფლებები, რთული სათქმელია. ზოგჯერ ეჭვიც კი შეგეპარება, რომ გენდერული თანასწორობა ნამდვილად არსებობს. გამოდგება კი ქალების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობა თანასწორობის საზომად? მთავარი ხომ ოჯახია, ის პრივატული სივრცე, სადაც ქალი და მამაკაცი ერთად ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ბევრ ქალს აუტანელ პირობებში უხდება ცხოვრება. ხშირია მათზე ძალადობის ფაქტებიც. სამწუხაროდ, იმ ქვეყანას, სადაც თითქოს ქალს უდიდეს პატივს სცემდნენ, დღეს ძველი დიდების არაფერი ეტყობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ფაქტია, რომ  მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობებში ქალის ჩართულობით გენდერულ თანასწორობაზე ვერ ვიმსჯელებთ.
  ქეთი (36 წლის): დიახ, ოჯახში ქალები არ არიან ბედნიერები. დიახ, მამაკაცები ქორწინებაში სხვანაირად იქცევიან და ცოლებსაც სულ გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა. ერთი ვითომ სახუმარო გამოთქმით დაგიმტკიცებთ, რომ  გენდერული თანასწორობა არ არსებობს.  ხომ გაგიგიათ – „ქალი ვიცი მე კუხნაში“. გგონიათ, ცოტანი არიან ისეთი მამაკაცები, რომლებიც ამაზე სერიოზულად არ ფიქრობენ? შესაძლოა, ამ სიტყვებს ბევრი, უბრალოდ, გასართობად და სახუმაროდ იყენებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს სიტყვები მართლდება და ჩვენ, ქალები გათხოვების შემდეგ ძალიან დიდ  მსხვერპლზე მივდივართ.
– საუბარია იმაზე, რომ მამაკაცები იმედს გვიცრუებენ?
– უნდა ვაღიაროთ, რომ ასეა. ფაქტია, რომ ქართველ კაცს ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება და ქალის პატივისცემასაც კარგავს. მას ქალი მხოლოდ სუფრასა და სადღეგრძელოებში ახსოვს, ხოლო ქეიფის შემდეგ მის საოჯახო საქმეებში დახმარებაზე არავინ ფიქრობს. არაფრად რომ არ მიაჩნიათ ეს საოჯახო საქმეები, სწორედ ეგ გვექცევა ხოლმე ჯოჯოხეთად, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთაც დატვირთული ვართ.  ჩვენს კაცებს ძალიან პროგრესულებად კი მოაქვთ თავი, მაგრამ ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ ჩამორჩენილი აზროვნება აქვთ. საქართველოში გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ქართველ მამაკაცებს ცოლები სამზარეულოსა და საძინებლისთვის გაჩენილი ჰგონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფულის შემოსატანადაც მათზე არანაკლები შრომა გვიწევს.  საიდან  აქვთ ჩანერგილი აზრი, რომ  ქალები მათ მოსამსახურეებად დავიბადეთ, გაუგებარია.
– რატომ, ჩვენ ხომ გვაქვს გადაწყვეტილების მიღებისა და აზრის გამოხატვის საშუალება?
– მარტო ეს არის?  ჩვენ  გარშემო უამრავი  ბედს შეგუებული და ოჯახურ რუტინას შეწირული ქალია. მეც ასეთი ვარ, მათ რიცხვში ვწერივარ. მეც ყველა სამუშაოზე თანახმა ვარ,  რომ ჩემს  შვილებს არაფერი მოაკლდეთ და ტახტზე მონებივრე ქმარსაც არაფერს ვაკლებ. საყოველთაოდ აღიარებული  პარამეტრებით, ცუდი ქმარი არ მყავს. ჩვენ შორის სულიერი, მორალური და ფიზიკური ჰარმონიაც კი  არსებობს,  მაგრამ  მაინც მიმაჩნია, რომ ვიჩაგრები. მე არ მესმის, რომ ამბობენ, როცა ქალს შვილი ეყოლება, საკუთარ ბედნიერებაზე უარი უნდა თქვასო.  მე კი ვფიქრობ, უბედური ქალი არც შვილს სჭირდება და არც ქმარს. როცა ამაზე ვლაპარაკობ, ჩემი არ ესმით.  
– ქმარს არ ესმის?
– არც ქმარს და არც ჩემს მეგობრებს. თურმე, რადგან არ ლოთობს, არ ჩხუბობს, არ მცემს, მუშაობს, ოჯახზე ზრუნავს, ეს საკმარისი ყოფილა ბედნიერებისთვის. სამსახურისა და საოჯახო საქმეებით წაქცევამდე დაღლილს საერთოდ რომ ვერ მამჩნევს და უკვირს, რატომ ვწუწუნებ, ეს მტკენს გულს. რომ ვუთხრა, ოჯახმა შემცვალა-მეთქი, ან დამცინებს, ან გაბრაზდება.
– რომ დაუკონკრეტოთ, რატომ ფიქრობთ ასე და რა მიმართულებით შეიცვალეთ?
– ვერ გაიგებს. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა. ეს მისთვის შეუღწევადი ინფორმაციაა. როგორ გავაგებინო, რას ნიშნავს, ოჯახურ რუტინას შეწირული ადამიანი. მე ეგ გენდერული საკითხებიც ძალიან მიშლის ხელს, ქმართან ურთიერთობის  დალაგებაში.  უკუღმა ესმის და თავის სასარგებლოდ იყენებს.
– როგორ?  
– ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი, ქალების ბრალია. რომ „გავიჩალიჩეთ“ გენდერული თანასწორობა და ჩვენი ნებით „ავიკიდეთ“  ტვირთი. ახლა ვწუწუნებთ და მამაკაცებს ვაბრალებთ ამას. ანუ, ჩვენ გვინდა ასე ცხოვრება. გვინდა, მამაკაცების მაგივრადაც ვაკეთოთ საქმე. ვინმემ ამიხსნას, რომელი ლოგიკით, ან კანონით  არის ქალი ვალდებული, მოუაროს ზრდასრულ მამაკაცს, დაუსრულებლად რეცხოს მისი ნაჭამი და დასვრილი თეფშები. ვინმე მაინც გიფასებდეს. აბა, ხმა ამოიღე და გააპროტესტე, ეგრევე,  „ავი  ქალისა“ და „უმადური“ ცოლის იარლიყი მოგეკერება. მე რომ ადამიანი ვარ და ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ეს მაგრად  „ჰკიდიათ“. ცოლად მოგიყვანს ქართველი კაცი და ეგრევე ავიწყდება, რომ ქალი ხარ. ყურადღება გჭირდება, სიყვარული, მზრუნველობა, დახმარება, ბოლოს და ბოლოს. ასეთი ხომ არ იყო, სანამ ცოლად გავყვებოდი? თვალებში შემომციცინებდა და აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა ჩემთვის. მაშინ ხომ კარგად ხვდებოდა, რაზე ველაპარაკებოდი. ახლა, ხშირად, საერთოდ არ მისმენს. არ აინტერესებს. რატომ შეიწუხოს თავი. ზოგჯერ სახლში ისეთი დაღლილი მოვდივარ, ფეხზე მდგარს მძინავს და კიდევ უამრავი საქმე უნდა გავაკეთო. თავი ვაიძულო, ძილი მოვიკლო და ისე. მერე, თურმე, რატომ ვერ ხარ ხასიათზე. დიახ,  ქართველი მამაკაცები (სხვა ეროვნებაზე ვერ ვისაუბრებ. მათ არ ვიცნობ) მენტალურ ტირანებად ჩამოყალიბდნენ. დიახ, ფსევდოგენდერული თანასწორობა ძალიან მიშლის ხელს ბედნიერებაში. დიახ, ჩემი ქმარი ის რაინდი აღარ არის, რომელსაც  ცოლად გავყევი და ახლა მართლა არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.

скачать dle 11.3