კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ აღმოჩნდა დავით კაკაბაძე და მისი ოჯახი საზოგადოებისთვის საშიში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

დავით კაკაბაძე და „უსათვალო სისტემა“
  დღევანდელ დღიურებს ჩვენი საამაყო მხატვრის, დავით კაკაბაძის იმ პერიოდით დავიწყებთ, როცა ის გამომგონებლის ამპლუაში გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ. ის, პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში ახლა უკვე მსოფლიო აუდიტორია იხილავს. მოკლედ... 1922 წელს დავით კაკაბაძემ გამოიგონა  უსათვალო სტერეოსისტემა. „პარიზში ყოფნისას თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად და ცოდნის გავრცელების მთავარ წყაროდ დავით კაკაბაძეს ფილმები მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ხელოვანი კინოჩვენების ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობდა  და 1923 წელს სამგანზომილებიანი კინოს ერთ-ერთ პიონერად იქცა. როგორც მხატვარი და მეცნიერი, კაკაბაძე იყო პირველი, ვინც შეიმუშავა სტერეოკინოს იდეა, რომელიც სპეციალურ სათვალეს არ საჭიროებდა. 1922 წელს მან შეთანხმება გააფორმა მ. მიულერთან და კ. კობახიძესთან „უსათვალო სტერეოსინემატოგრაფის“ გამოგონებაზე. ამ მიზნით დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „სტერეოსინემა“ თხუთმეტი აქციონერის მონაწილეობით, რომლის კაპიტალიც 225 000 ფრანკს შეადგენდა. კაკაბაძემ მოახერხა საწარმოს აშენება და გეგმის განსახორციელებლად ორი ინჟინერი იქირავა. საჭირო იყო ორი მოწყობილობის – კამერისა და პროექტორის გამოგონება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და საწარმომ გამოუშვა სარკიანი ლინზები, რომელთა წარმოებამ,  მთავარი პროექტის პარალელურად, მოგებაც მოიტანა. 1922-1925 წლებში კაკაბაძემ თავისი გამოგონება ევროპისა და ამერიკის 8 ქვეყანაში დააპატენტა. სტერეოკინოს გარდა, კაკაბაძე მუშაობდა ერთი ნათურიდან სხვადასხვა სიკაშკაშის განათების მიღებაზეც. მან გამოიგონა ელექტრონათურის განათების სიმძლავრის რეგულირების ხერხი, რაც სიკაშკაშის დონის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. პროექტის წარმატების შემთხვევაში არტისტს 180 000 ფრანკი უნდა მიეღო. „შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია მთელი დღეები მხოლოდ ხატვაში გავატაროთ“, – ეუბნებოდა ის თავის მეგობარს, ლადო გუდიაშვილს (ნ. დარჩია) თუმცა, ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა. კაკაბაძე თავის ძმას – სერგოს სწერდა, რომ უკმაყოფილო იყო ინჟინრების ნელი ტემპებით. შედეგად, საწყისი კაპიტალი პროექტის წარმატებით დასრულებამდე ამოიწურა. 1925 წლის ბოლოსთვის კაკაბაძე იძულებული იყო გაურკვეველი ვადით გადაედო სტერეოკინოს ექსპერიმენტული პროექტი. 1927 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მის საწარმოში ერთ დროს შექმნილი სარკეები, ლინზები და სხვა ოპტიკური ელემენტები მის კონსტრუქტიულ და დეკორატიულ კოლაჟებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. 1938 წელს კინოსა და ფოტოგრაფიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოსკოვში განიხილა კაკაბაძის გამოგონებები და უარი უთხრა მას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ექსპერიმენტების გაგრძელებაზე. 1942 წელს იმავე ინსტიტუტმა სემიონ ივანოვის პირველი უსარკო სტერეოსისტემის გამოგონების შესახებ განაცხადა. ივანოვის სისტემა კაკაბაძის სისტემის იდენტური იყო...

დავით კაკაბაძის იდეოლოგიით გაფუჭებული ახალი თაობა
  დავით კაკაბაძესა და მის შემოქმედებას ათეული წლებია, აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს
როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. (წყარო: „არტინფო“) დავით კაკაბაძისა და მისი მეუღლის მსგავსად, იგივე პროფესია აირჩია მათმა შვილმა – ამირ კაკაბაძემ. მან მამას ოცნება აუსრულა და მხატვარი გახდა. თუმცა იგი მაშინვე ანადგურებდა ყველა იმ ნამუშევარს, რომელზეც იტყოდნენ, რომ დავით კაკაბაძის ხელწერას ჰგავდა. ამირ კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ შეძლო მამის ჩრდილიდან გამოსვლა და ინდივიდუალური სტილის ნამუშევრების შექმნა. დავით კაკაბაძემ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს პატივს სცემდნენ, 1949 წელს მხატვარი სამხატვრო აკადემიიდან მაინც დაითხოვეს. ის წლების განმავლობაში უმუშევარი იყო, რის შედეგადაც გულის ტკივილები დასჩემდა და გულის შეტევით 1956 წელს გარდაიცვალა. მას ბრალდებად წაუყენეს, თითქოს იდეოლოგიურად აფუჭებდა მომავალ თაობებს. დავით კაკაბაძე პარიზში შვიდი წელი იმყოფებოდა და აბსტრაქტულ და კუბისტურ ნამუშევრებს ქმნიდა. მხატვრობაში ფორმალიზმის მიმდინარეობის გამო იგი ხალხის მტრად მიაჩნდათ. მხატვარი გადასახლებას გადაურჩა, რადგან მაინც გრძნობდნენ, რომ დიდ მხატვართან ჰქონდათ საქმე. მისი ოჯახისთვის აუტანელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საზოგადოებას მათი ეშინოდა, არავინ მიდიოდა, არ ურეკავდა. მხატვარს რუსთაველზე რომ დაინახავდნენ, პატივისცემის მიუხედავად, მეორე მხარეს გადადიოდნენ. ის ლადო გუდიაშვილთან მეგობრობდა, თავის მხრივ, გუდიაშვილიც არ ერიდებოდა მასთან ურთიერთობას. მხატვარი ნათესავებსაც აკითხავდა, პოლიკარპე კაკაბაძე მას ბიძაშვილად ერგებოდა. ელენე ახვლედიანს არაფრის ეშინოდა და დავით კაკაბაძესთან მეგობრობას განაგრძობდა. ელენე ახვლედიანს იმდენად არაფერი ემუქრებოდა, პეიზაჟისტი იყო, ძველ თბილისს ხატავდა. პარიზშიც იქაურ ბუნებას ხატავდა, ოღონდ, დავითთან შედარებით, რეალისტურად. ლადო გუდიაშვილიც ქალაქურ ჟანრს გადმოსცემდა. დავით კაკაბაძეს კი ბრეიგელის სტილის, ჩრდილო გერმანული გავლენა ჰქონდა. ლადო გუდიაშვილსა და ელენე ახვლედიანს, ამ ორ დიდ მხატვარს, არ ჰქონდათ მიდრეკილება, ჩამჯდარიყვნენ პიკასოს, ბრაკის, ლეჟეს ახალ მიმდინარეობებში, რაც დავითს ხელეწიფებოდა. მან კუბიზმი, სუპრიმატიზმი, აბსტრაქციონიზმი შეისწავლა, ამიტომაც დასდევდნენ.
  ლადო გუდიაშვილს ერთხელ დიდი უსიამოვნება მოუვიდა ხელისუფლებასთან, როცა ქაშუეთი მოხატა. თანაც, ისინი, კაკაბაძისგან განსხვავებით, პედაგოგები არ ყოფილან, სახლში ისხდნენ და ხატავდნენ. დავითი კი 23 წლის განმავლობაში პედაგოგობდა. როცა დავით კაკაბაძეს აკადემიიდან აგდებდნენ და სადამსჯელო კრებას მოსკოვიდან ჩამოსული კომისია ესწრებოდა, აპოლონ ქუთათელაძემ და სერგო ქობულაძემ შესთავაზეს კომისიას, ჩვენი საათების ნახევარი გადაეცით დავითს და აკადემიაში დატოვეთო. ამაზე მთელი ამბავი ატყდა, კინაღამ ისინიც გაყარეს. ასეთ მოპყრობას ხელოვანი გარეგნულად მშვიდად იღებდა, სულ იღიმებოდა. სინამდვილეში კი, მთელი მისი სული ბობოქრობდა. დავითისთვის საქართველო წმიდა ადგილი იყო, ამიტომაც დაბრუნდა, თორემ სტერეოკინოს გამოგონებაში მონაწილეობის გამო პარიზში დარჩენას სთხოვდნენ. ევროპამ და ამერიკამ  პატენტებიც მისცა. სტერეოკინოს აუცილებელ კომპონენტად მესამე განზომილება ითვლებოდა. თუ მანამდე კინოს პირველი, მეორე, მესამე პლანი სიბრტყეზე იყო, დავითმა ეს ყველაფერი შეცვალა. მას ნიუ-იორკში ჩასვლას სთავაზობდნენ, სადაც ის გამომგონებლის სტატუსით იცხოვრებდა, მაგრამ უარი განაცხადა – ჩემი ნიჭი საქართველოს უნდა
გადავცეო. მართლაც, არასოდეს დარჩენილან ქართველები ემიგრაციაში დიდხანს, სულ რელიგიაში იყვნენ ჩაძირულნი, რაც მათ სამშობლოსთან უფრო აახლოებდათ. მხატვარი ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა, რომ პოლიტიკა შორს არის ხელოვნებისგან. სტუდენტებს ურჩევდა, იდეოლოგია შინ დატოვეთ, მთავარია, საერთო იქონიოთ კლასიკურ მხატვრობასთანო. დავით კაკაბაძე პატივს სცემდა იტალიურ, გერმანულ რენესანსის სკოლებს. ცალკე შეხვედრები ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ დიდ მხატვრებთან, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ამას ოჯახშიც არ ამჟღავნებდა. საქართველოში 1927 წელს ჩამოვიდა. 1929 წელს აიძულეს, ლადო გუდიაშვილთან ერთად პერსონალური გამოფენა გაეკეთებინა. იდეოლოგიურმა მუშაკებმა უთხრეს, საფრანგეთში რომ გაგაგზავნათ მენშევიკურმა ჟორდანიას მთავრობამ, გვაჩვენეთ, რა შექმენითო. 1930 წელს მას ფორმალისტის შტამპი დაარტყეს, წლების განმავლობაში გრძნობდა, რომ ოჯახის საქმე რთულად ჰქონდა. ამიტომაც არ ამჟღავნებდა, რომ თავის დროზე ყოველ წელს პარიზულ გამოფენებში მონაწილეობდა ცნობილ მხატვრებთან ერთად. ის ამბობდა, მხატვარმა რეალისტურად ხატვა უნდა იცოდეს, ერკვეოდეს ანატომიაშიო. როგორც ფოტოგრაფი იღებს, ისე ზუსტად უნდა ხატავდესო. შემდეგ, როცა ამ რეალისტურ ნამუშევარს მისი აზროვნება, სული ემატება, ნამდვილ მხატვრად მაშინ ყალიბდებაო. დავით კაკაბაძეს რეალისტური ცოდნის საწყისები ჰქონდა, ამიტომაც შეკვეთით რუსთავის ქარხანა დახატა, შეასრულა ნამუშევარი „მადნეულის გამოღება ყაზბეგში“. მთავრობასთან მეტ კომპრომისზე არ წასულა. ფრანგული კარგად იცოდა და ითხოვდა, აღარ დავხატავ, ფრანგულს მაინც ვასწავლიო. ამაზეც უარი უთხრეს. ერევანში მეგობარი მხატვარი ჰყავდა, წერილი დაწერა, იქ ჩასვლასა და ლექციების წაკითხვას აპირებდა. თბილისიდან ხელისუფლებამ საპასუხო წერილი აფრინა და ერევანში მოღვაწეობაც აუკრძალეს. ასეთი რთული დრო დაემთხვა დავით კაკაბაძის მოღვაწეობას. მას, ამ ყველაფრის შემხედვარეს, გული სტკიოდა. ბოლოს ძლივს დადიოდა ჯოხით. 50-იან წლებში უკვე უჭირდა ფეხზე დგომა. სწორედ იმ პერიოდში ფრანგულის სწავლების ნება დართეს ჩიტაძეზე, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ მდებარეობს. იმ აღმართზე ყოველდღიურად ხელჯოხით უწევდა იმ სიმაღლეზე ასვლა, რათა მისთვის ბოლო მოეღოთ. დავით კაკაბაძის გარდაცვალების შემდეგ, მის შვილს ხშირად ხვდებოდნენ ის ადამიანები, ვინც მათ ოჯახს მტრობდა. ზოგიერთები თავს იმართლებდნენ, მძიმე დრო იყო და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდითო. საბედნიეროდ, ამირ კაკაბაძეს სამაგიეროს გადახდის სურვილი არასდროს გასჩენია. როცა დაინახავდა, იქით ერიდებოდა და ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. აკადემიაში ხუთიანზე რომ ჩააბარებდა საგანს, სამს ან ოთხს უწერდნენ, როგორც დავითის შვილს, მეტი მოგეთხოვებაო. ოჯახმა დავით კაკაბაძის ნამუშევრები შეინახა, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ გასხვისებაზე უარი თქვა, რადგან ისედაც ცოტააო. უარით ისტუმრებდნენ უცხოელ მყიდველებსაც და სოლიდურ თანხაზეც არ თანხმდებოდნენ.



скачать dle 11.3