კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№49 რატომ ასაღებენ ხატმებრძოლეობასა და დეზერტირობას ეროვნულ ღირებულებებად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თითქოს ის არ გვეყოფოდა, პოლიტიკური პროცესი რომ უთავბოლოა და პოლიტიკოსები ხან ვის აწყდებიან და ხან – ვის, ოღონდაც სამომავლოდ სკამები გაინაღდონ და ხელისუფლების ნაგლეჯები (იმის მომსწრენიც კი გავხდით, რომ ჯაშუშობაში ბრალმდებლები და ბრალდებულებიც კი დამეგობრდნენ, ისევე, როგორც პრორუსი და პროდასავლელები), რომ უფრო შორსაც წავიდა პროცესი: „გირჩი“ მაქარაშვილი ლამისაა ეროვნულ გმირად შეირიცხოს (აქვე შეგახსენებთ, ეს ის მაქარაშვილია, რომელიც პირდაპირ ეთერში მარიხუანას ეწეოდა და შემდეგ ამბობდა, ჩემი იდეალი ქაქუცა ჩოლოყაშვილიაო), ხოლო ახალქართული ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელებად ის ახალგაზრდები, რომლებიც სასამართლოში ჯერ „ბიძინას რაო...“ (ავბედითი „ბადრის რა“ პერიფრაზი) ყვიროდნენ, შემდეგ კი - „შავლეგოს“ მღეროდნენ (ქაქუცასა და „შავლეგოს“ ამ ამბავში ჩართვა ბადებს ეჭვს, რომ მიზანი გაუფასურების მცდელობაა ერთისაც და მეორისაც). მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ეროვნული ღირებულებების ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლების მექანიზმსა და მიზნებზე.
– გასაგებია, ვისაც, რა გაუხარდება, იმას იმღერებს და იმაზე იტყვის, მომწონსო, მაგრამ უნებლიე და სპონტანურია, თუ შეგნებულად ხდება ეროვნული იდეის დისკრედიტაცია?
– ეს ყოველივე შეგნებულად კეთდება, რომ გარკვეულმა პროცესებმა გამოიწვიოს ბუნებრივი ბრძოლის ასოციაცია, რათა საზოგადოება შეცდეს და ის ატრიბუტიკა, რომელიც აღმაფრენად ახლდა ჯანსაღ ეროვნულ მოძრაობას, გადმოიტანონ, თითქოს დღესაც იგივე ხდება. თვითონაც გრძნობენ და იციან, რომ ეს ხელოვნურია, რადგან დღეს იდგმება პოლიტიკური სპექტაკლები და არ არის რეალური ბრძოლა. ეს არის ბრძოლის იმიტაცია, რომლის სცენარიც წინასწარაა დაწერილი. მას ხან კარგად ასრულებენ, ხან – ცუდად. საჭიროა ამ ხელოვნურობის გადაფარვა და, შესაბამისად, თავიანთი თავის გაიგივებას ცდილობენ იმ ჯანსაღ პროცესთან და ძალებთან. რაც, ბუნებრივია, ერთი მხრივ, იწვევს თავის დროზე არსებული ეროვნული იდეის გაუფასურებასა და დავიწყებას და, მეორე მხრივ, გარეგნული ეფექტებით ამ სახით საკუთარ თავს სთავაზობენ საზოგადოებას. „შავლეგო“ ბუნებრივად, გენეტიკურად უკავშირდებოდა ეროვნულ მოძრაობას. სიმღერა, რომელიც შეწირულ შალვა ახალციხელზე შეიქმნა, გაიგივდა მერაბ კოსტავაზე, ასეთივე შეწირულ, უკომპრომისო მებრძოლზე და როდესაც „შავლეგოს“ ვმღეროდით, არა მარტო შალვა ახალციხელს ვგულისხმობდით, არამედ მერაბ კოსტავასაც. მერაბ კოსტავას გენეტიკურ-პოლიტიკური კავშირი ჰქონდა შალვა ახალციხელთან, იმიტომ რომ ის მეცამეტე საუკუნეში, ეს კი მეოცე საუკუნეში იყო ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და თავიანთი მედეგობით გადაარჩინეს ქვეყანა. იმიტომ კი არ დაუწერეს ეს ლექსი, რომ კარგი მებრძოლი იყო შალვა ახალციხელი, არამედ იმიტომ, რომ ტყვედჩავარდნილმა შეძლო, გამხდარიყო ქრისტიანობისა და ეროვნულობის სიმბოლო. სწორედ ამით დაფასდა და მანამდე თუ მხოლოდ მხედარსა და მებრძოლს ხედავდნენ მასში, შემდგომ დაინახეს მისი პიროვნება და ამიტომ ქართველი 7 საუკუნის განმავლობაში მღეროდა ამ სიმღერას. მეოცე საუკუნეში იგივე ჩაიდინა მერაბ კოსტავამ და მაშინ ის ხალხი, ვინც ამ სიმღერას მღეროდა, მზად იყვნენ, ტანკებს შეცვივნოდნენ მუხლუხოებში და რეალურად გაეწირათ თავი.
  მაგალითად, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილი მარო მაყაშვილის ფოტოსურათიანი მაისურით გამოდის, ეს, ერთი მხრივ, სასაცილოცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეურაცხმყოფელი. თუ მარო მაყაშვილს ოდნავ მაინც სცემ პატივს, მაშინ მარო მაყაშვილის გზის გამგრძელებელი მარიამ ბაღდავაძეც, მძიმე ავადმყოფი, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი, უნდა გახსოვდეს. წმიდა მამები ამბობენ ასეთ რამეს: ბოლოს შერაცხულ წმიდანს თუ გაჰყვები, პირველ წმიდანებთან მიგიყვანსო. მამა გაბრიელმა იცოდა თქმა, საქართველოში წმიდანების უწყვეტი ჯაჭვიაო. ეს რომ გამწყდარიყო, ქვეყანა საქართველო აღარ იარსებებდა. სწორედ ესაა პრობლემა, მათ უნდათ, რომ ამ ძველი ისტორიით გადაფარონ თავიანთი არასწორი ბრძოლა.
– მათ რა უნდათ, ჩანს და გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა შედეგს მოგვიტანს ეს შეუსაბამო ჩანაცვლება ნამდვილის ფსევდოთი?
– მათ შეიძლება, შინაგანი, ემოციური კავშირი არ აქვთ საქართველოსთან და გული არ უძგერთ საქართველოს ძარღვით, მაგრამ იციან, რომ ეს ტექნოლოგიურად მუშაობს. მათ სურთ, რომ ის ადამიანები გამოიყენონ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის,  უბრალოდ, ერთი რამ არ იციან – ის შეწირული ადამიანები, ღვთის ნებით, ვერავის გამოაყენებინებენ თავს, თუ ეს ორგანული არ იქნა. სწორედ იმიტომ გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ, რომ ასეთი კავშირი არსებობდა. გახსოვთ, როდესაც თავის დროზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი გამოვიტანეთ, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი გვლანძღავდა და ჩვენს კომპრომატად იყენებდნენ, ბანდიტის სურათი გამოიტანესო. თვეები დასჭირდა, დაგვერმუნებინა საზოგადოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირული კაცი იყო. და დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი მთაწმინდაზე განისვენებს, სადაც მისი ბუნებრივი განსასვენებელია. დღეს თავიანთი არასწორი ქმედებების გადასაფარად სჭირდებათ ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, თორემ, თუ მას პატივს სცემ, მაშინ მისი ცხოვრების წესით იცხოვრე. როგორ შეიძლება, ქეთევან დედოფალზე ლაპარაკობდე და ეკლესიას ლანძღავდე?!
– შესაძლოა, ქეთევან დედოფლის პერიოდში ეკლესიაში იმაზე მეტი პრობლემა იყო, ვიდრე დღესაა.
– ყველა ეტაპზეა ეს პრობლემა. თამარის დროს საქართველოს სახელმწიფოში არ იყო პრობლემები?! დავითის დროს, რუის-ურბნისის კრების ჩანაწერში მამათმავლობაზე რომ წერია, ესე იგი, იყო პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებს ებრძოდნენ, აგვარებდნენ. რომ არ ყოფილიყო პრობლემა, ჰაერიდან ხომ არ მოუტანიათ ის მუხლი?! ასევე იყო ქეთევანის დროს, სხვა პერიოდებშიც. იყო პატრიარქებთან დაპირისპირების შემთხვევები, რამდენიმეჯერ პატრიარქები გადადგნენ კიდეც. ზოგჯერ ვიცით მიზეზები, ზოგჯერ – არა. მაგალითად, დემეტრე თავდადებულის წინააღმდეგ ამხედრებული პატრიარქი, რომელმაც დემეტრე არასწორ საქციელში ამხილა, გადადგა, მაგრამ მეორე პატრიარქმა დემეტრე დალოცა და შენთან ერთად მოვდივარო, უთხრა. გვახსოვს ანტონ პირველისა და ზაქარია გაბაშვილის დაპირისპირება, რასაც იდეოლოგიური, დოგმატური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ უცდომელი ეკლესიაა მხოლოდ და არა – მისი რომელიმე წევრი. ჩვენ იმით განვსხვავდებით, თუნდაც, კათოლიციზმისგან, რომ ჩვენთან თვით პატრიარქიც არ არის უცდომელი. მთავარია, რომ ამ ხალხს მივყავართ უფლისკენ. ჩვენ აღვნიშნავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს. რამ მოიტანა ეს თავგანწირვა?! როდესაც დადგა მომენტი და, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ჩამოიშალა სამეფო ხელისუფლება, ელიტამ ვეღარ შეასრულა თავისი ფუნქცია, მოქალაქეებმა აიღეს თავიანთ თავზე ეს ფუნქცია და ქვეყნის დაცვის ასეთი გზა მოძებნეს: 100 000 კაცი შეეწირა. ის კი არ თქვეს, სარდალმა მიმატოვა და ამიტომ ჩემს თავს მივხედავო?!
– უცნაურია, ხან „შავლეგოს“ მღერიან, ხან – ხატებს შეურაცხყოფენ, ხან ჯარში არ მიდიან და რწმენას იცვლიან, ხან ეკლესიას ლანძღავენ, მერე რა, რომ რწმენა შეიცვალა, მაინც შენებურად აუგე წესიო.
– სწორედ ესაა პრობლემა, ვერ მოუნელებიათ, იმიტომ რომ ისინი, თავიანთი სულისკვეთებით, ბოლშევიკების შთამომავლები არიან, მათ გენეტიკური კავშირი ბოლშევიკებთან აქვთ. არ მინდა, პიროვნებებს შევეხო, მაგრამ ამ აქტივისტების უმეტესი ნაწილი სწორედ ბოლშევიკების ოჯახებიდანაა. ბევრი მათგანი, რომლებიც დღეს გამოდიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დროშით, ყველამ ვიცით, რომ „კა გე ბეშნიკების“ ოჯახებიდანაა. თვითონ, რა, არ იციან?! ხორციელი ნათესაობა კიდევ მეორეხარისხოვანია, რაც მთავარია, სულიერი კავშირი აქვთ ბოლშევიკებთან და ამიტომ ბოლშევიკური თავხედობით, ცინიზმით იღებენ იმას, რაც სხვას ეკუთვნის და ამით უნდათ, რომ დაამცირონ სხვა. ამ დროს კი ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები იზღუდებიან იმის გამო, რომ, რაკი ახლა „შავლეგო“ იგივდება ვიღაცასთან, მე რომ ხვალ აქცია ჩავატარო, უნდა ვიმღერო თუ არა „შავლეგო“?! ძალიან ნიშანდობლივია ერთი გარემოება: „ნაცმოძრაობა“ თვითონ კი არ მოუწოდებს ხალხს, მე მივდივარ წინ და მომყევითო, არამედ ახალგაზრდა, სამოქალაქო აქტივისტებს ეფარება, „სირცხვილია“, „გამოდი“, უცნაური სახელები ჰქვიათ. არადა ჩვენ პოლიტიკური საქმიანობა დავიწყეთ სწორედ წინაპართა პატივისცემით, დაღუპულ გმირთა სასაფლაოებზე მივდიოდით. ხელისუფლება გვარბევდა. მათ იცოდნენ, რომ უნდა გაეწყვიტათ ეს კავშირი, მათ იცოდნენ, რომ იმ გმირი ადამიანების სახელები, თავისთავად, ძალას გვმატებდა და ეშინოდათ, რომ ეს ძაფი თოკად არ ქცეულიყო და შემდეგ ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. დღეს პირიქით ხდება, უნდათ, რომ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი სიწმიდეები გასვარონ და ხალხს დაავიწყონ. ხშირად წერენ სოციალურ ქსელებში, რომ აი, შაჰ-აბასის მერე საქართველოს „ნაციონალების“ მსგავსი მტერი არ ჰყოლიაო. შენ, კაი დედმამიშვილო, ბოლშევიკები რატომ გამორიცხე?! რატომ ხდება, რომ, მაინცდამაინც, 7 ნოემბერს დაარბიეს აქცია და გაჩნდა აზრი, რომ ასე ხალხი არ დაურბევიათ რევოლუციონერებსაც. ან რატომ გათამაშდა სისხლიანი დრამა 26 მაისს?! ეს ხომ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ 26 მაისი დაგვავიწყონ. ოფიციალურადაა დასვენების დღე გიორგობა, მაგრამ ხელისუფლებას არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია, რატომ გაქვს მაშინ უქმე?! თავის დროზე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვეღარ ცვლი, მაგრამ გინდა, რომ არ შეიმჩნიო, მედიას კი 23 ნოემბერს გაახსენდა იმის გამო, თუ რატომ არ გაუგზავნა საპატრიარქომ შეწყალების წერილი პრეზიდენტს. აბსურდია, ჯერ ერთი, რა იცი, გააგზავნა თუ არა და, მეორე, პრეზიდენტს მორატორიუმი აქვს შეწყალებაზე გამოცხადებული და რა შუაშია საპატრიარქო?! მაგრამ ჩემი წმიდა დღე უნდა შეურაცხყონ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მოსულა საზეიმო ლიტურგიაზე. აქ არ არის ლაპარაკი რწმენაზე, ეს სახელმწიფო დღესასწაულია და ამას სჭირდება შესაბამისი აღნიშვნა. ამ ხალხს სძულს ეს დღეები, იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვთ არც 26 მაისთან, არც გიორგობასთან. როდესაც ეს დღესასწაულები დგინდებოდა, ისინი მეორე მხარეს იდგნენ.
– გარდა იმისა, რომ ასოციაციის გამოწვევა უნდათ ეროვნულობასთან, მომხრეების გასაზრდელად, სხვა რა მიზანი იკვეთება კიდევ?
– რომ როგორმე ჩაცხრეს ის მუხტი, რაც იყო გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს, როგორმე ის სიყვარული ჩაკლან, რაც იმ პერიოდში იყო, როგორმე მოახერხონ ისე, რომ საზოგადოება დააცილონ პოლიტიკურ ძალებს და ხელოვნური ორპოლუსიანი სივრცის შექმნით მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

скачать dle 11.3