კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ გვთავაზობენ სიახლედ მეოცად გამონაცვალ აზროვნებას და ვისი ინტერესია სამოქალაქო დაპირისპირება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საზოგადოება ისეა გახლეჩილი – ამ თუ იმ საგარეო პოლიტიკური კურსისა, თუ ამ თუ იმ პოლიტიკური ძალის  სიყვარულისა და სიძულვილის გამო, რომ ერთხელ თოფიც ესროლეს ერთმანეთს და ახლაც ბევრი არ უკლიათ, თავ-პირი დაალეწონ. აგრესიამ უკიდურესი ფორმაც მიიღო და ბილწსიტყვაობა და წრეგადასული შეურაცხყოფა ოპონენტებისა და მათი, ვინც, უბრალოდ, სხვაგვარად ფიქრობს, ვიდრე შენ, ყოფით ამბად იქცა. გახლეჩილი საზოგადოება, ჩვეულებისამებრ, ვერ ვითარდება და იოლად სამართავიცაა, რადგან დაინტერესებულმა მხარემ ან მხარეებმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მიუქსიონ ისინი ერთმანეთს დასაგლეჯად. აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, არის თუ არა რეალურად გახლეჩილი საზოგადოება, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ძალისხმევით შექმნილი რეალობაა და რა უარყოფითი შედეგი მოიტანა და მოიტანს არსებული დაპირისპირება.
– დიდი ხანია, აკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს, რაც ხდება, დაპირისპირებას ვგულისხმობ, მოსალოდნელი იყო თუ ხელოვნურად ღვივდება და რა მიზნით?
– ნორმალურ საზოგადოებაში თოფი ვარდება, როდესაც მცირე ჯგუფს უნდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ეს მოხდა გამსახურდიას დროს. სამწუხაროდ, თვითონ „მრგვალმა მაგიდამ“ არ გაიზიარა ჩემი წინადადება მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ და ოპოზოციამ, მით უმეტეს, თავი გამოიდო, რადგან რიგგარეშე არჩევნები მათთვის ხელსაყრელი არ იყო, ერთი-ორი ნორმალურის გარდა. შანსი არ ჰქონდათ არანაირი და ყველასთვის ცხადი იყო, რომ ისევ გამსახურდიას პარტია გაიმარჯვებდა, ამიტომ ხალხის წინააღმდეგ წავიდა უმცირესობა და ასეთ დროს ხდება ხოლმე გადატრიალებები. ეს შევარდნაძის შემდგომი თეორია იყო – სახალხო აჯანყება, რაც აუხდა მას, როდესაც მართლაც სახალხო გამოსვლების შედეგად სამარცხვინოდ გააძევეს ხელისუფლებიდან. ჩვენთვისაც სამწუხარო იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ მსოფლიოში ცნობილ ფიგურას წარმოადგენდა. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ სადამ ჰუსეინმა, როდესაც მის წინააღმდეგ პირველი ომი დაიწყო, რაშიც შტატებს შევარდნაძემაც მხარი დაუჭირა, როდესაც ჰკითხეს ამაზე აზრი, თქვა, რა უნდა გითხრათ კაცზე, რომელსაც თავისი ხალხიც ვერ იტანსო. ზვიადის წინააღმდეგ რაც მოხდა, იყო ტიპური გადატრიალება, მცირერიცხოვანი ჯგუფის ნამოქმედარი. როდესაც ნახევარი ნახევარზეა, გადატრიალება არ ხდება. დააკვირდებოდით, რომ პლებისციტი არც ერთ მხარეს არ უნდა?!
– არადა პლებისციტი  ინფორმაციას მოგვაწოდებდა.
– დიახ, მაგრამ ხალხი არ აინტერესებთ. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. მაკიაველი სწორედ ახლად ჩასახული ბურჟუაზიის დროს წერდა და ამიტომ ჩვენთვის ნიშანდობლივია მისი აზრები. ის ამბობდა, მშობლების, შვილების დახოცვას პატიობენ დღეს, მაგრამ არ პატიობენ ქონების დაკარგვასო. აი, ამან იმუშავა შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ და ახლა მუშაობს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. პატარა ქვეყანაა, დიდი სიმდიდრის მფლობელი არ არის და ამიტომაა გააფთრებული ბრძოლა ძალაუფლებისთვის, თორემ რუსეთში პუტინს ჭკუა ეყო, ოლიგარქებს წაართვა ქონება და, ასე თუ ისე, გადაანაწილა მმართველ ელიტაზე, ასევე მოხდა აზერბაიჯანში. ორივენი ასხედან გაზსა და ნავთობს, ანუ მუქთა შემოსავალს, მაგრამ ამოიწურება ეს მარაგი და ამიტომ უპერსპექტივოა მათი ქვეყნებისთვის. აქ ამდენი რესურსი არ არის და ამდენად, გააფთრებული ბრძოლაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე მონოპოლიები რჩებიან წამალში, ბენზინში.
– მაჟორიტარებიც კი ერთი და იგივეები არიან შევარდნაძის პერიოდიდან.
– დიახ, ტენდერებს იგებენ, იქიდან ფულს იპარავენ. თავიანთ ხალხს ასაქმებენ. სააკაშვილს ჭკუა ჰყოფნიდა, რომ ქრთამი არ იყო ადმინისტრაციის დონეზე და სახელმწიფო დეპარტამენტიც კი, რომელიც მხარს უჭერდა „ნაციონალებს“, წერდა, რომ ელიტური კორუფცია არისო. ელიტური ჰქვია, როდესაც 50-100-150 მილიონს იპარავენ და 100 ლარზე რომ იჭერენ. მართლაც გააკეთეს ეს მათ.
– არ ვიცი, რატომ მიივიწყეს ის ამბავი, 2004 წლიდან ბიზნესმენებმა მასობრივად რომ დაიწყეს სახელმწიფოსთვის თავიანთი ქონებისა და ბიზნესის ჩუქება.
– პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ბიზნესი და კაპიტალიზმი არ არსებობს, სახელმწიფოსთან არის მიმაგრებული. ახლა „ლელო“ რომ გამოხტა, უტიფრად ამბობს, არაფრით მისარგებლიაო, ხომ დანამდვილებითაა ცნობილი, „ბორჯომი“ როგორ ჩაიგდეს ხელში.
– მეც მახსოვს, ვწერდი, 90-ანი წლების ბოლოს. ქარხნის თანამშრომლები ჩიოდნენ, დაობდნენ.
– ურეკავდნენ კომისიის წევრებს, მათ უნდა მიაკუთვნოთო და ცოცხალიცაა ერთი კაცი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ურეკავდა. ამიტომაც ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. რომ იყოს რეალური ბურჟუაზია, თუნდაც, წვრილი (ჩვენს ქვეყანაში დიდი კაპიტალისტები ვერც იქნებიან), დამოუკიდებლები იქნებოდნენ და ვიღაცას წამოაყენებენ თავიანთი ინტერესების დამცველად, როგორც ეს შტატებში ხდება.
– იქ ლობიზმი ოფიციალურია.
– არც სჭირდებათ ხოლმე, ხედავენ, რომ ამბობს რომელიღაც კანდიდატი მათთვის სასარგებლოს და უჭერენ მხარს. იარაღის, თამბაქოს კოპანიებს თავიანთი პოზიცია აქვს, სხვებს – თავიანთი. იქ, უბრალოდ, მასშტაბია გრანდიოზული. ევროპის პატარა ქვეყნებში ეს საკითხი სხვანაირად მოგვარდა, მაგალითად, შვეციაში რეალური სოციალიზმია, რასაც კომუნისტები ვითომ იბრალებდნენ და სინამდვილეში, ერთი ბანდა მართავდა საბჭოეთს. ჩვენთან ეს არ არის და ამიტომაცაა დაუსრულებელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნებს ჩაატარებს ის, ვინც არ მოეპოტინება შემოსავლის ამ წყაროებს და ჩათვლის, რომ, თუნდაც, ერთი და ორი მილიონი დიდი ფულია და ამით იცხოვრებს თვითონაც და იცხოვრებენ მისი შვილებიც და შვილთაშვილებიც და არ იქნება ღორი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, მაინცდამაინც, 50-100 მილიონი იშოვოს. აქ, თუნდაც, 10 მილიონს გადაცილებული შემოსავალი უკავშირდება სახელმწიფოს, დანაშაულს და არღვევს ბალანსს. მცირე ქვეყანა რომაა, ნებისმიერი მცირე მოძრაობა ამ ნავში წონასწორობას არღვევს. ამ წონასწორობის დარღვევის მცდელობაც ციკლურია და მუდმივი, 7-10-წლიანი ციკლებით. ამას სათავე დაუდო ამხანაგმა შევარდნაძემ, რომელსაც მარქსის „კაპიტალიც“ კი არ ჰქონდა წაკითხული, არადა, რომ გეკითხა, მარქსისტი იყო. ინტერესის გამო ვეკითხებოდი ხოლმე თავგამოდებულ პარტმუშაკებს, თუ ჰქონდათ წაკითხული.
– ძალიან საინტერესოა „კაპიტალი“.
– რაც მთავარია, მივხვდი, რომ საბჭოთა კომპარტიას არაფერი ჰქონდა საერთო მარქსთან. თუმცა ნამდვილად ჰქონდათ საერთო მენშევიკებს.
– ძალაუფლებისთვის ჭიდილი იქით, ანუ ზემოთ იყოს, მაგრამ, რაც მთავარია, საზოგადოებაშიც გამოჩნდნენ ადამიანები, არც თუ მცირე ოდენობის, ფსკერს მიღმა მყოფები, მეტყველებით, ქცევით, აზროვნებით...
– ეს გოიმობაა. გოიმობა არის რაღაც დიდის უბადრუკი მიმბაძველობის სურვილი. შენი საკუთარი რომ არ გესმის და არ გინდა, ორიგინალურსა და სიახლეში კი, რომც მოიფიქრო, არავინ აგყვება და ამიტომ ურჩევნიათ გამონაცვალი. არა მეორადი, არამედ მეოცადი გონებრივი ტანსაცმელი შემოგვთავაზონ, რაც იქ, საიდანაც გადმოაქვთ, მოკვდა. ეს იმას ჰგავს, მკვდარი ვარსკვლავების შუქი რომ მოდის ჩვენამდე, ჩვენ რასაც ვუყურებთ, იმის ნახევარი ვარსკვლავი ხომ უკვე აღარ არსებობს?! იმდენად შორს არიან, რომ გზაშია სინათლე, რომლის წყაროც უკვე აღარ არსებობს. დააკვირდით მათ კონტინგენტს – ეს არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად თავს ვერ გამოიჩენენ, ამიტომ ასე იცვამენ, ასეთ ვარცხნილობას იკეთებენ, ასე იქცევიან, ასეთ ორიენტაციას ირჩევენ, რომ რაღაცით მაინც დაიმკვიდრონ თავი. 60 დოლარად რომელიმე „ენ ჯე ოში“ ერთიანდებიან და რასაც გინდა, ხელს მოაწერენ. პატრიარქს გალანძღავენ, ეკლესიას ეცემიან, სამშობლოს ძირს გამოუთხრიან. აგერ პარტიაა, სექტა შექმნა და ამბობს, ამ სექტაში შემოდით და ჯარში არ გაგიწვევენო, „გირჩს“ ვგულისხმობ. ეს ბოლშევიზმი და არამზადობაა, ბოლშევიზმი არის გარეწრობა.
– მაგრამ თქვენ, მე თუ სწორად გავიგე, საზოგადოების გახლეჩას ვერ ხედავთ?
– არ არის გახლეჩილი. ეს არის ზედაპირზე მყოფი დაჯგუფებების ცემა-ტყეპა. ხომ ვხედავთ, რომ მასობრივი არ არის პროცესი?! არის წივილ-კივილი 300 კაცის ფარგლებში. ეს ის არ არის, რაც ხდებოდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას, თუნდაც, შევარდნაძესთან ან „ნაციონალებთან“ ბრძოლისას, როდესაც ხალხი დაირაზმა და ქუჩაში ნაბიჯს ვერ გადადგამდი, არ ეკითხათ, ვიცით, ხომ პირველ ოქტომბერს რას ვაკეთებთ?! მაგრამ, ასე თუ გააგრძელა „ოცნებამ“, ზედაპირული, მაგრამ რევოლუცია მოხდება, რომელიც ძალიანაა მონდომებული, რომ დაიმხოს თავი. თვითგანადგურების სინდრომმა შეიპყრო. არადა მას ყველაზე ნაკლებად ჰქონდა ამისი საფუძველი და იმიტომ კი არა, რომ კარგია, იმიტომ რომ ყველაზე უნდილი, ნეიტრალური ხელისუფლება იყო, რომელიც არ იწვევდა აგრესიას. უკმაყოფილებას, აგდებულ დამოკიდებულებას – კი, მაგრამ აგრესიას – არა, როგორსაც იწვევდა, ვთქვათ, ზვიადი, 5-10 პროცენტის მხრიდან, რომლებიც კარგავდნენ საბჭოთა კავშირს, მათ მასაზრდოებელ დედაღორს და მისი გოჭები იყვნენ; აგრესიას, რომელსაც იწვევდა შევარდნაძის ხელისუფლება, გათახსირებული და კორუმპირებული, იმიტომ რომ უკვე შეუძლებელი იყო ცხოვრება სიბნელეში, სიცივეში, უგზოობაში, ყაჩაღობაში; აგრესიას, რასაც იწვევდნენ „ნაციონალები“, ჩუმი საყოველთაო სიძულვილი. ამათ ეს არ ჰქონდათ, ყველაზე ნაკლებად ემუქრებოდათ, მაგრამ გინდა თუ არა, იწვევენ ხელოვნურად.

скачать dle 11.3