კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 სამეთვალყურეოები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ანუ უსირცხვილოები?!
  თუკი აქამომდე ჟენევის დისკუსია ვიცოდით, სადაც პირისპირ ელაპარაკებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები, ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობის ქვეშ, აწ უკვე ჩვენებური ოპოზიცია და ხელისუფლება დაუსხდება ერთმანეთს პირისპირ ისევ საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ, დიპკორპუსის მეთვალყურეობის ქვეშ და, როგორც გვაცნობეს, ეგრეთ წოდებულ, გერმანულ მოდელსაც განვიხილავთო (მეთვალყურეები, ეტყობა, იმისთვისაა საჭირო, ერთმანეთს თავში არ წაუთაქონ).
  იმედია, არ მიწყენენ არც პოლიტიკოსები და არც მათი მხარდამჭერები, მაგრამ პირადად მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ამა თუ იმ საარჩევნო მოდელს შორის, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ (არადა, როგორც ბრძენი ოდესელი ებრაელები შეგვაგონებენ, თუ ბორდელის საქმე ცუდად მიდის, ლოგინების გადადგმა საქმეს ვერ შველის, თუ პროსტიტუტები არ შეცვალეო). მეორე მხრივ, ჩემს ამ რწმენას ქართულ პოლიტიკურ სცენაზე დატრიალებული დიდი შერიგების სცენებიც ამტკიცებს. თვით ერთმანეთის მოსისხლეებიც კი დაზავდნენ, რაც მთავარია, პრინციპების სრული იგნორირებით – პრორუსულები და პროდასავლელებიც კი ერთად ძოვენ (როგორც რუსთაველის თხა და მგელი) და თვით „შერეკილების“ ჭეშმარიტებაც კი (ისეთი რამეც არ ვაკადროთ ერთმანეთს, რომ დავმოყვრდებით, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა შეგვრცხვესო) გადაფასდა: რაც უნდა აკადრონ ერთმანეთს, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა არასდროს შერცხვებათ!

скачать dle 11.3