კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 უპასუხო კითხვები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ანუ გამშველებლები

  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გაგვიმხილა, რომ უზომოდ ბედნიერია, რაკი ქართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს შეესწრება, მეორე მხრივ კი, მართლაც, რთულია, არ დაეთანხმო ბ-ნ ჰალცელს, როდესაც ის ამბობს, „ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ილაპარაკონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ.“
  დასავლელი დიპლომატები ისევ მწვადის შეწვისა და შამფურის არდაწვის ვერსიას ავითარებენ: „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში“.
  და, მიუხედავად იმისა, რომ მადლიერება ადამიანს ამშვენებს (რაკი გამშველებლებად გადაუდიათ თავი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს), ეჭვიც ჩნდება, რომ მორიგი დიდი გარიგებაა, იმიტომ რომ კვლავაც პასუხგაუცემელია კითხვები:
  რა დოკუმენტაციის განადგურების ნება მისცა „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ? რა დანაშაულის კვალი დაიფარა და რა მიზნით?! რატომ მოითხოვდა არასამთავრობო სექტორი სადისტური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის განადგურებას? სად არის მათი ასლები და ვინ იყენებს მათ?!



скачать dle 11.3