კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ლიზა შენგელია: ყოველთვის ვცდილობ, საქმე იქამდე არ მივიყვანო, ვიღაცამ მითხრას: მომწონხარო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლიზა შენგელიამ „X ფაქტორის“ შემდეგ ბედი კიდევ ერთ მუსიკალურ შოუში „საქართველოს ვარსკვლავში“ სცადა. გარდა მუსიკისა, თავი მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა და გამოუვიდა კიდეც.
ლიზა შენგელია: მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა აქამდეც მიმიღია. მაშინ უფრო პატარა ვიყავი და იმდენის გაკეთება ვერ მოვახერხე, რამდენიც მინდოდა. ამიტომ, ვაპირებდი, რომ სხვა პროექტში მიმეღო მონაწილეობა. „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსია იმის მისაღწევად, რაც სამომავლო გეგმაში მაქვს. სხვათა შორის, ქასთინგამდე საერთოდ არ მოვმზადებულვარ. სახლში ვიწექი სიცხიანი და შემთხვევით გავიგე, რომ ქასთინგის ბოლო დღე იყო. დავრეგისტრირდი და მივედი. მითხრეს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ. ერთი კვირა რომ გავიდა და არ გამოჩნდნენ, ვიფიქრე, რომ არ გამოვიდა. მაგრამ მერე დამირეკეს და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომეცა.
– „X ფაქტორზე“ შენს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკა გვარამია „დააჩოქე“. ახლა რა მოლოდინი გქონდა?
–  არ მინდა, რომ მიზანს ყველაფრის ფასად მივაღწიო. მთავარია, რასაც გავაკეთებ, სასიამოვნო საყურებელი და მოსასმენი იყოს. თუ პროექტის დატოვება მომიწევს, გული დამწყდება, მაგრამ ვეცდები, ჩემი აქ ყოფნა დასამახსოვრებელი იყოს.
– შენი ამერიკული წარმატების შესახებ მომიყევი...
– დაახლოებით, ორი წლის წინ, ზაფხულში ვიყავი წასული ამერიკაში ოლიმპიადაზე. მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მასში საკუთარი პროექტებით მონაწილეობა ნებისმიერი საგნით, რითაც დაინტერესებულები არიან. მე გავაგზავნე ჩემი ნამღერი და ამერიკაში მიმიწვიეს კონკურსში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჯგუფთან ერთად ჩავედი და ჩემი სიმღერით პირველი ადგილი ავიღე. კონკურსს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რამდენიმე მათგანმა შემომთავაზა მათ უნივერსიტეტში სწავლა, სრული დაფინანსებით. თუმცა, მაშინ მასწავლებელი, რომელიც იქ გამომყვა, არ იყო დაინტერესებული ამ ყველაფრით. თავისი მიზნებით იყო იქ წამოსული – ამერიკაში დარჩა. მოკლედ, თავისი საქმე გაიკეთა და ბავშვებმა დაჯილდოებაზე მისვლა ვეღარ მოვახერხეთ. შესაბამისად, ჩემი დაფინანსება ვერ ავიღე. მიუხედავად ამისა, მათ ყველაფერი სწორად გაიგეს და მითხრეს, რომ ჩასვლას თუ მოვახერხებ, ეს ყველაფერი აღმიდგება. ამ ზაფხულს ვაპირებ წასვლას. უარს ნამდვილად არ ვიტყვი. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, სწავლას ნიუ-იორკის რომელიმე უნივერსიტეტში გავაგრძელებ.
– ცოტა ხნის წინ, მუსიკის პარალელურად, მსახიობის ამპლუაც მოირგე.
– სერიალში „დიდი შესვენება“ შემთხვევით მოვხვდი. მეგობარმა მომნიშნა პოსტზე, სადაც ეწერა თუ როგორ გოგოს ეძებდნენ კონკრეტული როლისთვის. როცა დამიკავშირდნენ, ქასთინგზე მობრძანდითო, მე არაფერი ვიცოდი. ჩემს პერსონაჟს – მაშოს, დადებით პერსონაჟად ნამდვილად ვერ აღიქვამდი, მაგრამ მერე გამოსწორდა. მე აბსოლუტურად განსხვავებული ვარ მისგან და თავიდან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა. გამიხარდა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა.
– ცნობილი რომ ხდება, ზოგს თავში უვარდება, ზოგი – პირიქით, ითრგუნება. შენზე როგორი გავლენა მოახდინა ამან?
– არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ. უცბად რომ თვითონ აღმოვჩნდი ამ ამპლუაში, ანუ ვიღაც რომ თავს ჩემს „ფანს“ უწოდებს, ჩემთვის ძალიან გამაოგნებელი იყო. გამიკვირდა, როცა მივხვდი, შეიძლება, ვიღაც მაიდეალებდეს-მეთქი. ეს ძალიან სასიამოვნოცაა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, ცნობილი ვარ და ვიღაცაზე მაღლა ვდგავარ-მეთქი. როცა ადამიანები პირველად მხედავენ, ჰგონიათ, რომ მაშოსავით „სწერვა“ ვარ. მაგრამ ვინც ახლოს მიცნობს, ყველა მეუბნება, რომ მისგან ძალიან განვსხვავდები. თუმცა, ვიცი, რომ ყველას ვერ მოვეწონები და ვეყვარები. არც მაქვს ამის ამბიცია.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მთელ დროს საკუთარი მიზნის მისაღწევად შრომაში ან მეგობრებთან ერთად ვატარებ. შეყვარებული არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც არავინ მომწონს.
– თაყვანისმცემლებს რაც შეეხებათ?
– ვცდილობ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ყოფილა შემთხვევა, მე მეგობრულად შემიხედავს ადამიანისთვის და მისგან სხვა დამოკიდებულება მიგრძნია. ასეთ დროს ვცდილობ, მივახვედრო, რომ მე მის მიმართ ინტერესი არ მაქვს.
– რთულია შენთვის თავის მოწონება?
– მე თვითონ არ ვარ ჯერ დაინტერესებული (იცინის). არა მგონია, რამე კონკრეტული თვისება ან გარეგნობა იყოს ჩემთვის თავის მოწონების ინდიკატორი. რეალურად, არასდროს მიფიქრია, როგორი ბიჭები მომწონს. შეიძლება, ადამიანი გარეგნულად ისეთი იყოს, როგორიც შენ გინდოდა ან წარმოგედგინა, მაგრამ თქვენი დამოკიდებულებები საერთოდ არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. გარეგნობას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ლამაზი ბევრია, მაგრამ ყველას ვერ გაუგებ.
– როგორ იქცევი, როცა ხვდები, რომ გეპრანჭებიან?
– ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს (იცინის). ყოველთვის ვცდილობ, საქმე იქამდე არ მივიყვანო, რომ ვიღაცამ მითხრას, მომწონხარო. თუ ვინმეს ჩემ მიმართ რამე ინტერესი შევატყვე, ყველანაირად ვცდილობ, ამის თქმა გადაიფიქროს და მსგავს სიტუაციას თავი ავარიდო, თუმცა, ყოველთვის არ გამომდის. ამ ამბავში დიდი გამოცდილება არ მაქვს. ამ ეტაპზე მსგავსი ინტერესი ჩემთვის დროის კარგვაა. თუ ადამიანზე ვიტყვი, რომ მიყვარს, სულ უნდა მიყვარდეს. ისე არ გამოვა: „დღეს შემიყვარდა, ხვალ დავშორდი“, „დღეს მომწონხარ, ხვალ კარგად იყავი“. ეს არაა ჩემთვის მისაღები. ახლა რომ ურთიერთობა დავიწყო, პერსპექტივა არ ექნება, რადგან სხვა ინტერესები მაქვს. თან, ჩემს ასაკში ეს ყველაფერი არც ისე სახარბიელოა, მით უმეტეს, რომ ამერიკაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზული ნაბიჯი იქნება ჩემი მხრიდან.

скачать dle 11.3