კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რაში „დაალაგა“ დათო მესხიშვილმა ანი მაღლაკელიძე და რატომ ვერ გაიცნეს კარგად მათ ერთმანეთი ქორწინებამდე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ანი მაღლაკელიძე საზოგადოების ყურდღების ცენტრში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოექცა. მან იმ პერიოდისთვის ყველასთვის ცნობილი კლიპები შექმნა, თუმცა დღეს მას საზოგადოება ხელოვნების სულ სხვა მიმართულებით იცნობს.
  ანი მაღლაკელიძე: ტელერეჟისურის ფაკულტეტი მერაბ კოკოჩაშვილთან დავამთავრე და ტელევიზიაში ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი. შემდეგ ვთანამშრომლობდი მუსიკალურ რედაქციასთან, საიდანაც წამოვიდა მუსიკალური ვიდეოები. თუმცა, მანამდე დოკუმენტურ ფილმებსაც ვაკეთებდით. „დაკარგულ თაობას“ რომ ეძახიან, იმ პერიოდში მოგვიწია არსებობა. იმ დროს საკუთარი თავის რეალიზება ბევრმა ვერ შეძლო, მაგრამ ამას კონკრეტულად ვერავის დააბრალებდი.
– თუმცა, შენ მოახერხე, არ დაკარგულიყავი. პირიქით, ძალიან წარმატებული გოგო იყავი.
– მე კი დღემდე მგონია, რომ ის არ ვარ, ვინც შემიძლია, ვიყო. უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. მუსიკალური კლიპები დრომ მოიტანა, გამოჩდნენ მომღერლები, არხები და ასეთ კლიპებზე მოთხოვნა
გაიზარდა. დღეს ეს არავის აინტერესებს, ორიენტირი სხვა რამეზე აქვთ აღებული. საკუთარი თავის მიმართ მაქსიმალისტი ვარ. ახლა ჩემი კლიპების ნახვა არ მსიამოვნებს. რაღაცებზე მეცინება, ბევრ შეცდომას ვხედავ და ეს შეგრძნება სულ მტანჯავს. მესმის რომ თვითკმაყოფილება კარგი არაა, მაგრამ ამ დოზით თვითკრიტიკულობაც ძალიან ძნელია. მაგრამ სულ ისეთი რეალობა გვქონდა – „საბანი სადამდეც გაგწვდება, ფეხი რომ იქამდე უნდა გაშალო“, ამიტომ ფრთები ვერ გავშალე. კლიპებზე მუშაობა კარგი გამოცდილებაა, მაგრამ ძალიან კარგი სცენარები მქონდა და გული
მწყდება, რომ მისი ფილმად ქცევა ვერ შევძელი. იყო ისეთი პერიოდები, საერთოდ რომ არ იყო საქმე. სად არ მივდიოდი, რომ რამე სამსახური მეპოვა. ასეთ დროს უკვე გადარჩენაზე ფიქრობ. გული არ მწყდება, სიამაყით ვიხსენებ, მაგრამ საინტერესოა, ამ შესაძლებლობების პირობებში რომ დავბადებულიყავი, ნეტავ, რას შევძლებდი. თუმცა, ახლა საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს იმ სფეროში, რომელშიც ვარ. ბოლო პერიოდში აღარ ვწერ, ჩემში მოკვდა ის რაღაცები, რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ახლა სადოქტოროსთვის ვწერ თემას. ვსწავლობ ისევ ჩემი მიმართულებით – მხატვრობა კინოში და ისევ მერაბ კოკოჩაშვილია ჩემი ხელმძღვანელი. მინდოდა, წინ წავსულიყავი და საკუთარი თავისთვის რაღაც კიდევ შემემატებინა. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია, სულ რაღაცას ვცდილობ. თუ კი რამე გამიკეთებია, ძალიან პატარა ნაბიჯიც რომ გადამიდგამს, დაუფასებელი არაფერი დარჩენილა. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თითქოს უფლება არ მაქვს, წინ არ წავიდე და მოვეშვა.
– ხატვა რა პერიოდიდან დაიწყე?
– რაც თვალი გავახილე, მას შემდეგ სულ ვხატავ. ძალიან მინდოდა, ზუსტად ამხელა ადამიანები მყოლოდა, რამხელებიც ჩემს ნახატებშია. პატარა სათამაშოები, რომლებსაც მოეფერებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გოგო ვარ, მე და ჩემი შვილი დღემდე ვიყოფთ სათამაშოებს. ძალიან ბევრი სათამაშო მაქვს, ეს ჩემში ძალიან დიდ სიყვარულს იწვევს. სკოლაშიც ანიმაციურ პერსონაჟებს ვხატავდი. შემდეგ ხატვაზე დავდიოდი ტრისტან თეთრაძესთან. თავიდან ასანთის ღერებით ვხატავდი. სარკეზე დავხატე ჩემი პირველი შემოდგომა ასანთის ღერებით. ძალიან ცოტა ხანი მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი. მერე რეჟისურა ავირჩიე, რომელიც თავის თავში მხატვრობასაც მოიცავს და კიდევ
ძალიან ბევრ რამეს. დავდიოდი საპატრიარქოს ხატწერის გაკვეთილებზე. ბავშვების თემა დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა, მაგრამ დადებითისკენ სწრაფვა სულ იყო ჩემს ნახატებში. ატკბობს შენი ნახატებიო, მეუბნებიან ხოლმე.
– შენი პიროვნება რამდენად გამოიხატება ამ ნახატებით?
– შემოქმედი და მისი შემოქმედება, ჩემი აზრით, მთლად იდენტური არ არის. თუმცა ხშირად აკეთებენ ასოცირებას: ეტყობა, ასეთი კეთილი ხარ, ასეთი თბილი ხარო. მიხარია, ასეთი შეფასებების მოსმენა და კარგია, თუ ასეა, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. თითქოს, შენ მონაწილეობ კიდეც მათ შექმნაში და ამავდროულად, არც მონაწილეობ. შენთან ერთად, თითქოს, კიდევ ვიღაც იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. თუმცა ძალიან დიდი სიყვარულით ვხატავ და იმდენად თბილი დამოკიდებულება მაქვს ჩემი პერსონაჟებისადმი, რომ დამიჭერია თავი, როცა მათ ვუღიმი და საკუთარ თავზე მეცინება ხოლმე. ველაპარაკები, როგორც ნამდვილ ადამიანებს. ჩემს პერსონალურ გამოფენას „პატარა დიდები“ დავარქვი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი გვემატება და შეიძლება, ცოტა ვსევდიანდებით, ჩვენში ეს ბავშვი არასდროს კვდება. რომ მეუბნებიან, რამხელა სიყვარული და სითბო მოდის ამ ნახატებიდანო, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. თითქმის ყოველდღე ვხატავ, მაგრამ ისეთი დღეებიც მაქვს, როცა მგონია, რომ საერთოდ არ ვიცი ხატვა. გასხვისება არ მიჭირს, ძალიან ბევრს ვჩუქნი. მინდა, ყველას ჰქონდეს, ვისაც ასე უყვარს და უხარია მისი დანახვა. თუმცა რაღაცებზე შელევა მიჭირს, ვიცი,
რომ მათ ვეღარ გავიმეორებ. ყველაზე კარგი გამომდის, როცა ერთი ამოსუნთქვით ვხატავ.
– პლაგიატის შემთხვევებიც იყო, არა?
– იყო პლაგიატის მომენტებიც. როცა ჩემი ნახატები მაგნიტებზე გადაიტანეს. მეც ვიყიდე ჩუმად (იცინის). არ შეიძლება ასე. კითხვა მაინც უნდა დასვა, იქნებ თანახმა ვარ?! გვარი მაინც მიაწერე. ამ პატარა ქვეყანაში, მგონი, არ ღირს მსგავსი რამეების გაკეთება.
– შემოქმედების პარალელურად, ოჯახის საქმეებს როგორ ართმევ თავს?
– ჩემთვის, პირველ რიგში, ოჯახი და შვილია. ვცდილობ, მათ არ მოვაკლო ყურადღება. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმით დისკომფორტს არავის ვუქმნი. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. საქმიანი ვარ, არ შემიძლია, წამოვწვე. დიდხანს ვერ დავჯდები, სულ ვმოძრაობ. ავეჯის რესტავრაციასაც ვაკეთებ, სახლში ყველაფერი გადაკეთებული მაქვს (იცინის). ყველაფერს რომ მოვაწესრიგებ ხოლმე, მერე დავჯდები წყნარად და მთელი განწყობით ვხატავ.
– სიყვარულის ამბავი...
– მე და დათო, დაახლოებით, ექვს თვეში დავქორწინდით. ეს ყველაფერი ცხრა წლის წინ იყო. მაშინ რადიოში მიმყავდა გადაცემა. დათო სტუმრად მოვიდა. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დათო იყო ერთ-ერთი პირველი ბიჭი, რომელიც პირდაპირ ეთერში გამოვიდა და სიყვარული ამიხსნა. ძალიან რომანტიკული იყო.
– პოლიტიკოსის ცოლობა როგორი აღმოჩნდა. ზოგჯერ უსიამოვნო შეფასებების მოსმენაც გიწევს და როგორ რეაგირებ?
– დათო იმდენად მშრომელი ადამიანია, მისნაირს არავის ვიცნობ. ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. იმდენად წესიერი ადამიანია, მას მთელ ქვეყანას ვანდობდი. მგონია, რომ შესაბამისად ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, არც სათანადოდ არის დაფასებული და ამაზე ძალიან მწყდება გული. მინუსები ყველას გვაქვს, მაგრამ როცა ვიცი, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია, მასდამი გამოთქმულ კრიტიკას ვერ ვიღებ. ერთხელ იყო მსგავსი შემთხვევა ცნობილ წამყვანთან და ძალიან მეტკინა გული. სრული ბოდვა იყო. მერე შევხვდი იმ ადამიანს და ემოციები ვერ შევიკავე, როგორ შეგიძლიათ ასე ხელაღებით ადამიანისთვის ჩირქის მოცხება-მეთქი?! შეხედე, როგორ ყვარებია თავის ქმარიო. მიყვარს კიდეც და ალბათ, ყველა ნორმალურ ადამიანს იგივე განცდა ექნებოდა.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ორივე საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანები ვართ. დათო მეუბნება ხოლმე, შენ ხარ ნაჯახიო (იცინის). მაგრამ ალბათ, ინტელექტუალურად ბევრი საერთო გვაქვს. დროსთან ერთად უფრო მეტად აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, დავლაგდით. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს. მასთან მშვიდად ვარ. ჩვენი ურთიერთობა რომ დღემდე მყარად გრძელდება, ამას უფრო დათოს პლუსად ვთვლი. მე უფრო აფექტური და ემოციური ვარ. მას ბევრ რამეს ვუმადლი, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ბევრ რამეში დამალაგა და დამასტაბილურა.
– როგორი იყო თქვენი რთული პერიოდი?
– ადამიანთან რომ ცხოვრებას იწყებ, ჩემი აზრით, ყველაზე რთული ის პერიოდია. მით უმეტეს, როცა მანამდე ერთად დიდი დრო არ გაგიტარებიათ. ჩვენი ამბავი უცებ მოხდა და ერთმანეთი კარგად ვერ გავიცანით. თანაცხოვრებაში დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. მანამდელი ურთიერთობა სულ სხვა არის. მერე იწყება რეალობა და სირთულეებიც. განსაკუთრებით კრიზისული და რთული პერიოდები არ გვქონია. რაღაცებზე სულ ვკამათობთ, მაგრამ ჩხუბი და დაძაბულობა არ გვაქვს. ჩვენი შვილი წყნარ და სიყვარულით სავსე გარემოში იზრდება.

скачать dle 11.3