კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რა განსხვავება იყო თამარისა და რუსუდანის მმართველობებს შორის და რა შეცდომების გამო დამარცხდა ჩვენი ქვეყანა

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

  თამარ მეფის დროს სამეფოში გამართულად მუშაობდა ყველა უწყება. ძალიან ბრძენი იყო მეფეთა მეფე თამარი. მისი ქმარიც,  დავით სოსლანი, ძალიან გონიერი ადამიანი გახლდათ და ყველანაირად ეხმარებოდა თავის მეფე-მეუღლეს.
  თამარ მეფის დროს ქვეყნის სახელმწიფო უწყებას ხელმძღვანელობდა ზაქარია მხარგრძელი. მაგრამ, რეალურად, დიდი ბრძოლების დროს, ჯარს მეთაურობდა დავით სოსლანი, რომელიც ძალიან ნიჭიერი სარდალი ყოფილა.
  1202 წელს იკონიის სულთანმა რუქნადინმა თავხედური წერილი მოსწერა ჩვენს წმიდა თამარ მეფეს და მოსთხოვა დამორჩილება. ქართული სახელმწიფოს დაზვერვას არ გამოჰპარვია რუქნადინის საომარი სამზადისი. ამას გარდა, ქართველებმა ხერხი იხმარეს. სულთნის ელჩი არ გაუშვეს უკან, ჩაკეტეს საზღვარი და გზები, შეაჩერეს ქარავნებისა და ვაჭართა მიმოსვლა, რათა სულთანს არ მისვლოდა ინფორმაცია ქართველთა საომარი მზადების შესახებ.
  ქართველთა ჯარი სასწრაფოდ შეიკრიბა ჯავახეთში. ქართული სახელმწიფოს ეკონომიკაც გამართული იყო და უცებ მოამზადეს ჯარისთვის საკვები.
თვითონ თამარიც ჩავიდა ჯავახეთში.
  თამარმა ვარძიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ცრემლებით შეავედრა ღმერთს დავით სოსლანი, ქართველთა ჯარი, სეფე დროშა და გაგზავნა საომრად. ფეხშიშველი და თვალცრემლიანი მეფეთ-მეფე ოძრხეს წავიდა სალოცავად და სამარხულოდ.
ქართველთა ჯარი ბასიანს მიადგა, იქ იყო დაბანაკებული რუქნადინი თავისი ლაშქრით.
  ქართველები რომ მიუახლოვდნენ რუქნადინის ბანაკს, მიავლინეს კიდეც მისი ელჩი, რომელსაც თან ჰქონდა ჩვენი მეფის წერილი:
„შენ დიდძალ ოქროსა და მრავალრიცხოვან მხედრობას ხარ მინდობილი, მე კი – უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ჯვრის ძალას. წავიკითხე ღვთის განმარისხებელი შენი  წერილი... შენ თაყვანისცემას ითხოვ? წარმოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“
  ჩვენი წინაპრები მოულოდნელად მიადგნენ თურქებს და შეუტიეს. ჩვენს ჯარს  დავით სოსლანი სარდლობდა. მან ჯარი სამ ნაწილად გაყო. წინამბრძოლები იყვნენ ზაქარია მხარგრძელი – ამირსპასალარი, შალვა მანდატურთუხუცესი და მისი ძმა ივანე ახალციხელი, ჭიაბერი და სხვა თორელები. მუსლიმანებმა ქართველთა მოულოდნელი შეტევის გამო, მიატოვეს სადგომები და გამაგრებულ ადგილებს შეეფარნენ. თურქთა ამ ნაწილებს უკანა ეშელონი წამოეშველა. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ივანე მხარგრძელ-მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხვა მეთაურებს.
დანარჩენმა ქართველებმა ეს რომ იხილეს, დავით სოსლანის ბრძანებით, ჩამოქვეითდნენ, რათა თავად ქართველთა ცხენებს არ დაეზიანებინათ ქვეითი თანამებრძოლები. დადგა კრიტიკული მომენტი. ამ დროს დავით სოსლანმა ხერხი იხმარა, თურქთა წინააღმდეგ დატოვა ჩამოქვეითებული ქართველები. მან და ზაქარია მხარგრძელმა, ცხენოსანი მოლაშქრეებით, შემოუარეს მაჰმადიანების ჯარს და დავით სოსლანი მარცხნიდან, ხოლო ზაქარია მხარგრძელი მარჯვნიდან, მოულოდნელად ეკვეთნენ მტრის ფლანგებს.  
  სოსლანის გეგმამ წარმატება მოიტანა, უცებ რუქნადინის ჯარი  აირია, გაიფანტა და გაიქცა...
... გავიდა დრო, ტახტზე ავიდა რუსუდანი. ქალი სარდალი ვერ იქნებოდა. სიბრძნეც არ მიამადლა ღმერთმა. ქმარიც უქნარა, სუსტი ნებისყოფის ჰყავდა, რუმის სულტნის, აზრუმის მფლობელის თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინი. სამხედრო უწყება მთლიანად მოხუცებული ამირსპასალარისა და ათაბაგის, ივანე მხარგრძელის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც ძალაუფლება უკვე მთავარ ვაზირზე, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელზე მეტი ჰქონდა.
ჩვენს მოსაზღვრე რეგიონს მონღოლები დაეპატრონნენ. ხორეზმის შაჰი, ჯალალედინი ერანისკენ გამოექცათ თავისი ჯარის ნაწილებით და ახალ ძალებსაც მოუყარა თავი. ქართული სახელმწიფოს მესვეურებს ისიც კი ვერ გაუგიათ, თუ ვინ იყვნენ მონღოლები. ჯერ ქრისტიანები ეგონათ ისინი. მათი ჯარის მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილი კი, რომელიც ლაშას შეებრძოლა, მონღოლების მთლიან ლაშქრად წარმოიდგინეს.
ერთი მაჰმადიანური ცნობით, საქართველოზე შეტევის წინ ჯალალედინს რუსუდანისთვის გამოუგზავნია წერილი და დამორჩილება მოუთხოვია. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: „ჯალალედინმა საქართველოს მთავრობისაგან მედიდურობით სავსე, დამცინავი პასუხი მიიღო: მამა შენი შენზე ძლიერი იყო და რაც მას მონღოლებისაგან დაემართა, შენც კარგად იცი. იგივე მონღოლები ჩვენც შეგვებრძოლნენ, მაგრამ მიზანმიუღწევლივ გაგვეცალნენ და გაიქცნენო.“
ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ივანე მხარგრძელსა და რუსუდან მეფეს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა ხდებოდა მეზობელ რეგიონში, ვინ იყვნენ მონღოლები და რა ძალა შეიძლება ჰქონოდათ მათ. ასევე, თუნდაც მონღოლებისგან დამარცხებულ ჯალალედინს რამხელა ლაშქარი შეიძლება ჰყოლოდა. ამიტომ, არც დრო გაწელეს, არც ხერხი იხმარეს, თამარის მსგავსად, არც ივანე მხარგრძელის უწყება მოემზადა ჯეროვნად, არც ვასალების ჯარი გამოიძახა, არც დაქირავებული ყივჩაღები მოიხმო და არც ქართული ჯარის მთელი კონტინგენტი დაახვედრა წინ ჯალალედინს. იმდენად სწრაფად მოქმედებდა ჯალალედინი და იმდენად გაუმართავად ჩვენი სამეფო კარი, რომ მთლიანი შესაძლო ძალების მოკრება ვერც შეძლეს.
  როცა ორი ჯარი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ივანე მხარგრძელი შიშმა შეიპყრო ჯალალედინის ჯარის მრავალრცხოვნობის გამო. კარგა ხანს არც ერთი მხარე არ იწყებდა ბრძოლას. ბოლოს ჯალალედინმა დაძრა თავისი ნაწილები და ჩვენს მეწინავეებს, შალვა და ივანე ახალციხელის მესხებს შეუტია. ივანე მხარგრძელის ძირითადი ნაწილები უომრად იდგნენ. უყურებდნენ მხარგრძელის გვერდით მდგომ მედროშეს, რომელსაც სეფე დროშა ეკავა. თუ სეფე დროშა წინ წავიდოდა, ეს იქნებოდა ნიშანი შეტევაზე გადასვლისა.
  ამასობაში მესხებს გააფთრებული უტევდნენ ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ნაწილები. შალვა ახალციხელმა რამდენჯერმე მაცნე გაუგზავნა ივანე მხარგრძელს და დახმარება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. ვეღარ გაუძლეს მესხებმა და უკანდახევა დაიწყეს. ეს რომ ქართველთა სარდლობამ დაინახა, მოატრიალეს სეფე დროშა და უკანდახევა დაიწყეს, ამის გამო ძირითადმა ნაწილებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან.
  ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის მიერ შევიწროვებული ივანე ახალციხელი, მესხების ნაწილთან ერთად, კლდის ძირს შეეფარა. კლდეს ზვავი მოსწყდა და ივანე და არაერთი მესხი იმსხვერპლა.
  შალვა ალყაში მოაქციეს მაჰმადიანებმა და დაატყვევეს.
ჩვენი ჯარის ნაწილი უცნობ ხეობაში დაიბნა და ქარაფებიდან ქვებთან ერთად ჩაშვავდა უფსკრულში.

скачать dle 11.3