კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მეტაბოლური პრობლემების მოსაწესრიგებელი და წონაში ადვილად დასაკლები დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ამ დიეტით შესაძლებელია არა მხოლოდ წონაში დაკლება და მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესება, არამედ დიდი ხნის განმავლობაში დაკლებული წონის შენარჩუნებაც თუ, რა თქმა უნდა, კვებას გააკონტროლებთ. მნიშვნელოვანია, მარილის, შაქრის, ალკოჰოლის შეზღუდვა და დღის განმავლობაში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყლის დალევა. დიეტის დაცვა დასაშვებია წელიწადში ორჯერ.
პირველი დღე
საუზმე: უშაქრო შავი ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 2 მოხარშული კვერცხი, მოშუშული ბროკოლი  მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი.
მეორე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ცალი ორცხობილა.
ლანჩი: მოხარშული თევზი, მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის (კიტრი, ბოლოკი, სალათის ფურცლები, პომიდორი) სალათა.
სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი ორცხობილა.
ლანჩი: მცენარეულ ზეთში შემწვარი 1 ცალი ყაბაყი და 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეოთხე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 3 ცალი მოხარშული ან უმი სტაფილო, 15 გრამი ყველი.
სადილი: ხილის ასორტი (მსხლის, ყურძნისა და ბანანის გარდა).
მეხუთე დღე
საუზმე: 1 ცალი გახეხილი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
ლანჩი: მოხარშული თევზი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
სადილი: ნებისმიერი ხილი ბანანისა და ყურძნის გარდა.
მეექვსე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 200 გრამი მოხარშული, კანგაცლილი ქათმის ხორცი, სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა.
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს სალათა მცენარეულ ზეთთან ერთად.
მეშვიდე დღე
საუზმე: უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ცალი ორცხობილა.
ლანჩი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ან კანგაცლილი ქათმის ხორცი, ხილი.
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს, ბოლოკისა და ჭარხლის სალათა მცენარეული ზეთითა და სალათის ფურცლებით.

скачать dle 11.3