კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომაა ცივ დღეებში თმის შემოკლება აუცილებელი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზამთრის პერიოდში ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლა ასუსტებს და აუარესებს თმის ღერების მდგომარეობას. ამიტომ ზამთრის ცივი დღეების დადგომასთან ერთად, მოვლის განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა არა მხოლოდ კანს, არამედ თმასაც სჭირდება. ცივ სეზონზე თმა დამუხტული და ულამაზოდ გაფუებული ხდება. ეს ყველაფერი ტენიანობის ნაკლებობის ბრალია, რაც ცივ სეზონზე ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, დაბანის შემდეგ, თმაზე ათი წუთით პირსახოცი შემოიხვიეთ.
  ზამთარში სველი თმის დავარცხნა არ არის რეკომენდებული. უმჯობესია,  გაშრობა დააცადოთ და შემდეგ მსხვილკბილებიანი სავარცხლით დაივარცხნოთ. ტალღოვანი თმის შემთხვევაში კი, სჯობს, ხარისხიანი სპრეი ან ისეთი კონდიციონერი გამოიყენოთ, რომელიც ჩამობანას არ ითხოვს და შემდეგ, თმა ხელით მარტივად მოიწესრიგოთ, უბრალოდ, მისცეთ მიმართულება და ფორმა.
  ცივ ამინდში თმის მოვლის საშუალებებს აუცილებლად უნდა დაამატოთ ზეთი ან სპეციალური შრატი. კარგია, ქოქოსის, არგანის ან ნუშის ზეთი – ისინი თმის ზედაპირზე დამცავ ბარიერს ქმნიან. დამატებითი დაცვისთვის, შამპუნის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ბალზამი ან თმის კონდიციონერი. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში და ოფისში არსებული გათბობის სისტემები თმას და კანს ტენიანობას აკარგვინებენ, რაც მის გამოშრობას იწვევს.
  თმის მოვლის საშუალება გლიცერინს შეიცავს, რაც თმის დატენიანებას უწყობს ხელს და კარგი ეფექტი აქვს დაზიანებული თმის აღდგენაშიც. ის შამპუნი, რომელიც ზაფხულში მოგწონდათ, შეიძლება, ზამთრის გამომშრალ და დაზიანებულ თმას საერთოდ არ მოუხდეს, ამიტომ შამპუნი სეზონურად უნდა ცვალოთ. უმჯობესია, თუ ზამთარში მშრალი და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს გამოიყენებთ. ცივ ამინდში ძალიან კარგია კონციდიონერი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება.
  თმის გაშრობა და მტვრევა ღერების ბოლოებიდან იწყება. ამიტომ უმჯობესია თუ ზამთრის პერიოდში თმის სიგრძეს ექვს კვირაში ერთხელ რამდენიმე სანტიმეტრით მაინც შეიმოკლებთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ თავის კანს: გაიკეთეთ ნიღბები ზეითუნის, ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთისგან – ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთი, შეიზილეთ თავის კანში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით კი შამპუნით ჩამოიბანეთ და კარგად გაიშრეთ. მშრალი თმის კიდევ ერთი პრობლემა დამუხტვაა, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური საშუალებები – შამპუნები, კონდიციონერები, სპეციალური შრატები. ცივ სეზონზე ატარეთ ქუდი, რომ თმა და თავის კანი, სიცივისა და ქარის ზემოქმედებისგან დაიცვათ. არასოდეს გახვიდეთ გარეთ ნესტიანი თმით. დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას და თმა უსიცოცხლო, უფერული და მტვრევადი ხდება.
  შეღებვა ასუსტებს თმას, ამიტომ მოერიდეთ ზამთარში რეგულარულად  თმის შეღებვას. შეგიძლიათ, თმა შეიღებოთ ბუნებრივი საღებავი საშუალებით, მაგალითად, ინით, ანუ ხნით. მელირებასა და სხვადასხვა ქიმიურ ექსპერიმენტებს კი, საერთოდ, მოერიდეთ. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბიო-ლამინირებითა და თმის გასწორებით კარატინის გამოყენებით. ეს პროცედურა დადებითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, მას უფრო რბილსა და ჯანმრთელს ხდის.
скачать dle 11.3