კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 დანაშაული მორალის სახელით

დერიკ მიტჩელი

  იცით, რომ არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თავს ქალაქის ზნეობის სადარაჯოზე დგომას დააკისრებენ და ყველას მორალის საზღვრებს უწესებენ. მის კასელი ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.  მკაცრი, გულდახურული კაბებითა  და მამაკაცური სტილის ფეხსაცმელებით დადიოდა.
  მაგრამ ერთ დღეს ის გარდაიცვალა. მორალისტებიც  კვდებიან და ხალხმა ძალიან მოიწყინა. ამ ქალის – ანუ, მორალის დამცველის „დამსახურებებში“, მინიმუმ, თერთმეტი გაყრა, სამი თვითმკვლელობა და ის ყველა ინსტანციაში გაგზავნილ ასეულობით წერილი შედიოდა, რომლებმაც ბევრს გაუფუჭეს რეპუტაცია.
  ეს უნიკუმი, ანუ მის კასელი, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. ისეთი  ცხელი და ჩახუთული დღე იყო, მარტო ამ მიზეზითაც დაგამახსოვრდებოდა. ყველაზე მეტი გამოცოცხლება ქალაქის სამხრეთ ნაწილში იგრძნობოდა. სწორედ იქ იპოვეს პირველი გვამი.
  ქალაქი იმითაც იყო  გამორჩეული, რომ პირდაპირ ცენტრში საგიჟეთი მდებარეობდა. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა, ქალაქის მცხოვრებლები მზერას, გასაგები მიზეზების გამო,  უპირველესად,  ამ დაწესებულებისკენ მიმართავდნენ, ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა და პოლიციამაც გაარკვია, რომ საგიჟეთიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიში ავადმყოფი გაიქცა.
  გარდაცვლილი ჯო დიკსი აღმოჩნდა – უწყინარი მათხოვარი. კისერზე წინდა ჰქონდა შემოხვეული საავადმყოფოს ნიშნით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ მკვლელი გაქცეული გიჟი იყო, ისიც კი დარწმუნდა ამაში. ახალი ამბავი ქალაქს ელვის უსწრაფესად მოედო და მალევე გარეთ ვეღარავის ნახავდით. ყველა სახლში ჩაიკეტა. ქუჩაში მარტო პოლიციელები და მოხალისეების ჯგუფი დარჩა,  რომლებიც გაქცეულს ეძებდნენ.
  ნაშუადღევს ხმა გავრცელდა, რომ სავარაუდოდ, მკვლელმა ქალაქი უკვე დატოვა. ამის მერე ზოგმა ფანჯრის გაღება  გაბედა. ემელინ ლორინგი, ქარაფშუტობის ეტალონი კი, საერთოდ, ეზოში გამოვიდა და ეს წინდაუხედავი ნაბიჯი მის ცხოვრებაში ბოლო აღმოჩნდა. იგი საქათმეში გაჩეჩქვილი თავით იპოვეს. მეორე გვამის აღმოჩენის შემდეგ, მოხალისეების დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთ მოვალეობას, როგორც გასართობს ისე უყურებდნენ, აორთქლდა. ერთი იყო მათხოვრის მკვლელობა, ღამით სადღაც ნაგავსაყრელზე და მეორე – დღისით მზისით, კეთილი ქალბატონის სადისტური მოკვდინება.  
ქალაქის ყველა გასასვლელი ჩაიკეტა. მოქალაქეები შეშინებული თაგვებივით გაისუსნენ.  
  დრო გადიოდა. ქალაქი შიშმა მოიცვა. ოთხი საათისთვის მხოლოდ ტემპერატურა შეიცვალა და ქალაქის არსებობის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამიტომ მხოლოდ ერთეულებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა სახლიდან მის კასელი და ვითომც აქ არაფერიაო, ეკლესიისკენ გაემართა. სურათი მართლაც დასამახსოვრებელი იყო. თერმომეტრი ორმოც გრადუსს უჩვენებდა, ქალაქში მანიაკი დაძრწოდა, ხოლო მის კასელი, ისე იყო გამოწყობილი თითქოს მასკარადზე მიდისო. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი მინიმუმ ექვსმა მოქალაქემ დაინახა. თავიდან სკუთარ თვალებს არ დაუჯერეს, როდესაც მარტო მიმავალი ქალი დაინახეს, თუმცა როდესაც დააკვირდნენ და მის კასელი იცნეს, გაკვირვებამ გაუარათ. ისინი მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ არცერთ მანიაკს, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულს, აზრად არ მოუვიდოდა ამ ბებერ კუდიანს თავს დასხმოდა. მის კასელი ყოველდღე,  ხუთის ნახევარზე ეკლესიაში ორღანზე უკრავდა და არ აპირებდა ვიღაც მანიაკის გამო ჩვეულებისთვის ეღალატა.
  ერთ-ერთმა მოხალისემ, ჯონ პირდმა, ქალი ეკლესიამდე მიაცილა. მოგვიანებით მან აღიარა, ეკლესიაშიც შევყვებოდი, მის კასელის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყოო.
  იმავე საღამოს მის კასელმა პოლიცილებს მოუყვა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ის ეკლესიაში შევიდა. ისე რომ შუქი არ აუნთია, მეორე სართულზე ავიდა, სადაც ორღანი იდგა. შემდეგ გასავარჯიშებლად, ბახის პრელუდია დაუკრა, მერე იმ მუსიკალური ნაწარმოების დაკვრა დაიწყო, რომელიც მომავალ კვირას უნდა შეესრულებინა. დაკვრის დროს მის კასელი დროდადრო, ორღანის კიდეზე მიკრულ სარკეში იხედებოდა და  აკვირდებოდა, ქორო ან პატარძალი გასასვლელში როდის გამოდიოდა. ამით ხვდებოდა, როდის უნდა დაეწყო დაკვრა. ზოგჯერ ქალაქის  მორალისტი ამ სარკეს სხვა მიზნებისთვისაც იყენებდა – მაგალითად, რომ გაერკვია, ვინ მოვიდა ეკლესიაში და ვინ არა. რომ  შემდეგ ეს ინფორმაცია ქალაქში ზნეობის დაცემის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. იმ დღესაც მის კასელი ორღანზე უკრავდა და ჩვეულებისამებრ დრო და დრო სარკეში იყურებოდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და მოულოდნელად,  საკურთხეველთან მამაკაცი დაინახა.
  მოგვიანებით პოლიცია მივიდა დასკვნამდე, რომ გიჟი, ალბათ, ეკლესიაში სარდაფის ღია ფანჯრიდან ჩაძვრა და დაიძინა, ხოლო რამდენიმე საათში იგი ორღანის ხმამ გამოაღვიძა. ასე რომ, მის კასელი ყველაფერში თავად იყო  დამნაშავე – მჯდარიყო სახლში და ცოცხალი იქნებოდა.
  თავიდან მის კასელი ისე უკრავდა, თითქოს არაფერი ხდებოდა და სარკეს თვალს არ აშორებდა. გიჟი თავაწეული იდგა. ალბათ, მის კასელმა იფიქრა, რომ თუ დაკვრას გააგრძელებდა, გიჟი ცოტა ხანში თავად წავიდოდა. მაგრამ მანიაკმა ფეხი მოინაცვლა და ქალმა მის მარჯვენა ხელში დანა დაინახა. კასელი ფრთხილად ადგა და უხმაუროდ გაემართა მარცხენა კიბისკენ, მაგრამ როდესაც იქამდე მივიდა, კაცი უკვე მის ძირში იდგა და ელოდებოდა. მის კასელი შემობრუნდა, რათა მარჯვენა კიბისკენ წასულიყო, მაგრამ გიჟიც იმავე მხარისკენ შებრუნდა. ეს უაზრო თამაში შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. მკვლელი თითქოს ქალს არ უყურებდა, მაგრამ რომელიღაც მეექვსე გრძნობით მის ყველა ნაბიჯს ხვდებოდა. იგი დაქოქილი ავტომატივით მოძრაობდა. იმ წუთებში იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, – ყვებოდა საღმაოს მის კასელი, – ვის სინდისზეც ჩემი სისხლი იქნებოდა – საგიჟეთის უპასუხისმგებლო ექიმებზე, პოლიციელებზე. ახლა მაინც მიხვდებიან, რა გადავიტანე, ვიწრო დერეფანიც ხომ ვიღაცამ ჩახერგა.
  მოკლე, ვიწრო დერეფანი, რომელზეც მის კასელი ლაპარაკობდა, ზედა სართულიდან კიბეების გარეშე გასვლის საშუალებას იძლეოდა, თუმცა რადგან  არავინ სარგებლობდა, ბოლო რემონტის დროს კარს პანელი ააფარეს, ხოლო თავად დერეფანი საწყობად გადააქციეს. რაღაც დროის განმავლობაში მის კასელი და გიჟი ამ საშინელ თამაშში იყვნენ ჩართული, შემდეგ ქალს მხსნელი დერეფანი გაახსენდა. ბებერმა კუდიანმა, ალბათ, ისიც იფიქრა, რომ ხსნის გზა ღმერთმა მას უმწიკვლო ცხოვრების სანაცვლოდ უჩვენა. კედელთან მივიდა და რამდენიმე წუთში ის პანელი იპოვა, რომელიც კარზე იყო აფარებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიჟი იატაკს დასჩერებოდა. მის კასელმა კარი გააღო და შიგნით შევიდა. დერეფანი ციდან მოვლენილ ხსნად იქამდე მიაჩნდა, ვიდრე რაღაც მაგარს არ დაეჯახა. დაფიქრდა და გაახსენდა ის დღე, როდესაც დერეფანში ჭერამდე დაალაგეს ჰიმნების და ნოტების კრებულები. მიხვდა, რომ ხაფანგში მოყვა.
– მაშინ ლოცვა დავიწყე, – უყვებოდა კასელი პოლიციელებს, – ვლოცულობდი, რათა ღმერთს ჩემი უმწიკვლო ცხოვრება გაეხსენებინა. ჩემთვის სწრაფი სიკვდილი ეჩუქებინა და ჩემს სიკვდილში დამნაშავეებიც დაესაჯა.
როდესაც კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრ პიჟამაში გამოწყობული გიჟი გამოჩნდა, მის კასელმა შიშისგან კინაღამ გრძნობა დაკარგა. მკვლელი დანას უყურებდა, თითქოს ტკბება მისი ცქერითო. შემდეგ მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. მან უკან მიიხედა, დანა დააგდო და დერეფნიდან სასწრაფოდ გავიდა. მის კასელმა გაიგონა, როგორ დაეშვა იგი კიბეებზე და ეკლესიიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ვიღაცის ყვირილი მოისმა, მერე ისევ  ფეხის ხმა... ამის მერე მას აღარაფერი ახსოვდა...
  მანიაკი მაშინ დაიჭირეს, როდესაც წყნარად მიდიოდა მოედანზე. ხუთი წუთის შემდეგ ედ ბერნსი და ტომ ნიკოლსი ეკლესიაში შევიდნენ და მის კასელი იპოვეს. მას ორჯერ ჰქონდა დანა ჩარტყმული და ბევრი სისხლი დაეკარგა. რა თქმა უნდა, ქალი მაშინვე  საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე საათი ექიმებს კიდევ ჰქონდათ სასწაულის იმედი და ამბობდნენ,  გადარჩენის შანსი აქვსო. ამ დროს იგი გონზე მოვიდა და პოლიციელებს მოუყვა იმის შესახებ, რაც ეკლესიაში მოხდა.
  იმის თქმა არ შეიძლება, რომ პოლიციელები მკვლელის დაკავებას არ ცდილობდნენ. მათ ყველა ის ადამიანი დაჰკითხეს, ვინც მის კასელზე იყო ნაწყენი. საუბედუროდ, ასეთი ქალაქში ძალიან ბევრი იყო. მკვლელი წინდახედული აღმოჩნდა და დანიდან ანაბეჭდები წაშალა. დამნაშავის ძებნა გართულდა, რადგან თითქმის ყველა მცხოვრებს ჰქონდა შესაძლებლობა სახლიდან გამოსულიყო ან მოხალისეთა რაზმი დაეტოვებინა და რამდენიმე წუთით ეკლესიაში შესულიყო. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ბებერი კუდიანი ყოველ დღე ხუთის ნახევრიდან ექვსის ნახევრამდე ეკლესიაში მუზიცირებდა. ნამდვილად ვიღაცამ გადაწყვიტა, სიტუაციით ესარგებლა და მასთან ანგარიში გაესწორებინა. მით უფრო, თუ მაინც შეშლილ მკვლელს დაბრალდებოდა ყველაფერი. მკვლელობისთვის მოტივები საკმარისი იყო.
  ასე დაიღუპა დაუვიწყარი მის კასელი. ქალაქში, რა თქმა უნდა, მოიძებნა რამდენიმე ცინიკოსი და ფსიქოანალიტიკოსი, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ  ეს დიდებული ქალი მანიაკმა მოკლა, ხოლო მან ჩვეულებისამებრ, თავისი საძაგელი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, ყველაფერი ვიღაცისთვის დაებრალებინა.
  პოლიცია ცდილობდა,  ასეთ საუბრებში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან ისინი სამართალდამცავებს რეპუტაციას ულახავდა.  ვისაც უნდა მოეკლა ქალაქის  მთავარი „ღირსშესანიშნაობა“, იმ გიჟს თუ კიდევ ვინმე სხვას, ახლა უკვე ქალაქის ყველა მცხოვრები  ერთმანეთს სიცოცხლის ბოლომდე ეჭვის თვალით შეხედავდა. თავისი სიკვდილით მის კასელმა უნდობლობა დათესა. ეს იყო კიდეც მისგან მოსალოდნელი.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3