კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№48 იყო თუ არა სტალინი დემოკრატი და რისთვის სჭირდებოდა მას დიქტატურა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი მყარადაა მიჩნეული სასტიკ დიქტატორად, რომელიც დემოკრატიას პრინციპულად არ სცნობდა, საარქივო ისტორიული მასალები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს... პუბლიცისტი ტიმოფეი კოლცოვი წერს: „მართალია, სტალინს დიქტატორის რეპუტაცია აქვს დამკვიდრებული და მავანნი იმასაც ამბობენ, რომ ამ ადამიანს დემოკრატიაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონიაო, მაგრამ 2012 წელს პარტარქივში აღმოაჩინეს 60 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც რადიკალურად ცვლის წარმოდგენას სტალინის ანტიდემოკრატიულობაზე და სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ესაა 1952 წლის 4 მარტით დათარიღებული, სტალინის ხელით დაწერილი 200-ფურცლიანი ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტი. რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირში უნდა შექმნილიყო ნამდვილად დემოკრატიული, არჩევითი პარლამენტი და აუცილებელი არ იქნებოდა კომუნისტური პარტიის წევრობა. რადიკალურად იცვლებოდა საარჩევნო კანონი და კომპარტიის პარალელურად, არჩევითი სიების წარდგენის უფლება ექნებოდათ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მაგალითად, მწერალთა კავშირს. პროპორციულის პარალელურად, უნდა დანერგილიყო მაჟორიტარული სისტემაც და თითო საარჩევნო ოლქში ერთი კანდიდატი აერჩიათ. სტალინის აზრით, ახალი საბჭოთა პარლამენტი ათასხუთასკაციანი უნდა ყოფილიყო და საამისოდ ადგილიც შეირჩა მოსკოვში - „ლენინის გორაკებზე“. საბჭოთა ბელადმა ცნობილ არქიტექტორს, პავლე აბროსიმოვს ახალი პარლამენტის მაკეტიც დაამზადებინა. ისტორიკოსი როი მედვედევი იხსენებს: „გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში რამდენჯერმე შევხვდი საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვიაჩესლავ მოლოტოვს. პირისპირ ვისაუბრეთ და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ 1952 წელს სტალინს საკუთარი ხელით ჰქონდა შედგენილი ახალი საბჭოთა კონსტიტუცია – ის  საბჭოთა კავშირში ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებას აპირებდა. მოლოტოვი მიყვებოდა: „სტალინმა რომ თავისი იდეა გამიზიარა, იქვე ვუთხარი:
– კობა, კომპარტიის 45-წლიანი დომინირების მერე, განა საბჭოთა ადამიანი ჩასწვდება ამ სიახლეს?
სტალინს გაეცინა და მიპასუხა:
– ნუთუ დაგავიწყდა, რა დემოკრატიული ატომოსფერო სუფევდა ჯერ კიდევ რევოლუციამდე ჩვენს რიგებში და ილიჩის (ლენინი) პოლიტბიუროში? ეს სიახლე  არაა. დრომ მოიტანა და ჩვენ, უბრალოდ, კარგად მივიწყებული უნდა გავიხსენოთ. ასეა საჭირო თანამედროვე განვითარებისთვისო.
სიმართლე გითხრათ, სტალინის იმ ინიციატივას სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან პოლიტბიუროს წევრებისა და მმართველობის სხვა მაღალი ეშელონების მხარდაჭერის იმედი არ მქონდა“.
ვფიქრობ, არც მოლოტოვი მიესალმებოდა პარლამენტარიზმსა და დემოკრატიას. მხოლოდ სტალინი ხვდებოდა სიახლეების აუცილებლობას ქვეყნის განვითარებისთვის და უბრალოდ, ამის გაკეთება არ დასცალდა, რადგან ის გარდაიცვალა“.
როი მედვედევის მოსაზრებას მეც სრულიად ვეთანხმები. მხოლოდ სტალინს (ალბათ, ბერიასაც) ესმოდა დემოკრატიული გარდაქმნების აუცილებლობა საბჭოეთის განვითარებისთვის. ტყუილად როდი გააქრეს ეს დოკუმენტი ხრუშჩოვმა და კამპანიამ. სტალინს კი ჩირქი მოსცხეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ მათ უნდა გაეგრძელებინათ სტალინის ეს წამოწყება, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთება არ ისურვეს.
მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ სტალინი დიქტატორი არ იყო. რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ეს განაპირობა იმ რთულმა დრომ და არა საბჭოთა ბელადის პირადმა მისწრაფებებმა, როგორც ამას სხვა მმართველები აკეთებდნენ. პიროვნულად სტალინი დემოკრატი იყო და ამ ადამიანს რევოლუციური მოღვაწეობის დიდი სკოლა ჰქონდა გამოვლილი. იცოდა პლურალიზმის ფასი და იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ თუკი საკუთარ ხელში არ აიღებდა მთელ ძალაუფლებას, მაშინ დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ტროცკი და ძმანი მისნი ისეთ სასტიკ, სისხლიან დიქტატურას დაამყარებდნენ, რომ რევოლუციის მონაპოვარსაც დაღუპავდნენ და ქვეყანასაც. ტყუილად არ უწოდებდა ლევ ტროცკი რუსეთს ფიჩხს, რომელიც მსოფლიო რევოლუციის ხანძარში უნდა დამწვარიყო. ეს კი ზღვა სისხლსა და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფას ნიშნავდა. სტალინმა სწორედ ამისგან იხსნა კაცობრიობა და მავანთა სურვილით, მას არა მხსნელის, არამედ სისხლიანი დიქტატორის იარლიყი მიაწებეს...
სტალინის პიროვნების შეფასებისას ნიშანდობლივია უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, რომელმაც სტალინის გარდაცვალების შემდეგ თქვა: „კაცობრიობამ დაკარგა პლანეტარული პიროვნება. ადამიანი, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან იხსნა და დიდება მის სახელს...“ ძნელია, ჩერჩილის ეს სიტყვები არ გაიზიარო და უსამართლობაა, სტალინს მხოლოდ დიქტატორი უწოდო და ამის მიღმა არ დაინახო მისი ღვაწლი მსოფლიოს მასშტაბით“.

скачать dle 11.3