კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№48 კანის კიბო და მისი პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კანის ონკოლოგიური დაავადებების რამდენიმე ფორმა არსებობს, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. ესენია კანის ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი სიმსივნეები (ბაზალიომები).  კანის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ  კიბოს წარმოადგენს ბაზალიომა, შედარებით უფრო აგრესიულ ფორმას კი – კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. რა თქმა უნდა, ვხვდებით კანის ონკოლოგიური დაავადებების სხვა სახეებსაც (მაგალითად, არაეპითელური სიმსივნეები), მაგრამ ისინი შედარებით იშვიათია.
  ბაზალიომა კანის ბაზალურ-უჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნეა. კიბოს სხვა ფორმებისგან განსხვავებით, მეტასტაზებს არ იძლევა და განკურნების იმედი არსებობს. თანამედროვე მედიცინაში ბაზალიომასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდია ცნობილი. არის ხალხური საშუალებებით განკურნების შემთხვევებიც.
  ბაზალიომა ზოგჯერ მოვარდისფრო, ზოგჯერ მოწითალოა. ხშირად იკეთებს ფუფხს. დროთა განმავლობაში ეს ფუფხი განიცდის მოვარდნას, შემდეგ კი ისევ თავიდან წარმოიქმნება. ის გარეგნულად სულაც არ გამოიყურება ძალიან ცუდად და საშიშად, ძირითადად უმტკივნეულოა. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება, დიდხანს ეჭვი არც კი შეეპაროს, რომ საქმე კანის სიმსივნესთან აქვს.
ბაზალიომას განვითარების ზუსტი მექანიზმი დღემდე დაუდგენელია. მიზეზები კი შეიძლება იყოს:
* მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნა;
* კანცეროგენებთან, ქიმიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი;
* კანის ერთი და იმავე ადგილის ხშირი დაზიანება;
* დამწვრობა;
* იონიზირებული დასხივება.
კოსმეტიკური დეფექტის გარდა, დიდი პრობლემაა ის, რომ კანის ნორმალური, ჯანმრთელი საფარველი, რომელიც ადამიანის სხეულს გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან იცავს და ორგანიზმში მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებს, ბაზალიომის გამო ზიანდება. საკუთრივ ბაზალიომის უჯრედები კი აღნიშნულ ფუნქციას ვერ ასრულებენ.
 ბაზალიომა, ჩვეულებრივ, საშუალო და ხანდაზმულ (50-60 წლის და შემდგომ) ასაკში ვითარდება. თითქმის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.
ბაზალიომის სამკურნალოდ გამოიყენება ქირურგიული, ელექტროქირურგიული მოკვეთა, ახლოფოკუსური რენტგენოთერაპია, იშვიათად – კრიოთერაპია (მოყინვით მკურნალობა) და სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია. ამ პათოლოგიის მკურნალობაში დიდი ეფექტურობა აჩვენა ლაზეროთერაპიულმა მეთოდმაც.
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
* 40 წელს ზემოთ ადამიანები;
* კანის ღია ფერის მქონე ადამიანები;
* ქიმიურ წარმოებაში მომუშავეები.
პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:
* გარუჯვის დროს სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება;
* კანის დაცვა დაზიანებებისგან;
* კანის საფარის დაავადებების დროული მკურნალობა.
თუ აუცილებელი მკურნალობა დროულად არ ჩატარდება, შესაძლოა, დადგეს ლეტალური შედეგი, რაც გამოწვეული იქნება ძვლების, ყურების, თვალებისა და ტვინის გარსის დაზიანებით.
скачать dle 11.3