კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ჭეშმარიტების გზაზე

ოღონდ სამოთხეში ვიყო
ერთხელ ერთმა მეძველსტილემ  (საბერძნეთში მეძველსტილეები დღეს განხეთქილებაში მყოფნი არიან) თავდაჯერებითა და გაღიზიანებით განუცხადა მამა ეპიფანეს:
– თქვენ, ახალმესტილეები, სამოთხეში ვერ შეხვალთ!
– შევალთ! – ღიმილით მიუგო ბერმა.
– არა, ვერ შეხვალთ! – დაიჟინა მან.
– შევალთ! – გაიმეორა მამა ეპიფანემ.
– აბა, თუ თქვენ შეხვალთ, მე ასეთი სამოთხე არ მჭირდება!
– უბედური ადამიანი ყოფილხარ, – უთხრა ბერმა, – რა შენი საქმეა, ვინ ეყოლება ღმერთს სამოთხეში. მან სამოთხეში თუნდაც ნერონთან, კალიგულასა და ჰიტლერთან ერთად მამყოფოს და მორჩილებად მათი ფეხსაცმლის წმენდა დამავალოს – მე ეს სულაც არ შემაწუხებს, ოღონდ იქ წამიყვანოს და თუნდაც ყველაზე უკანასკნელი ვიყო. ერთადერთი იმის მეშინია, რომ თქვენ მეძველსტილეები, თქვენი შეზღუდულობის გამო სამოთხეს დაკარგავთ.
***
მამა ეპიფანეს ერთ-ერთი სულიერი შვილი, რომელსაც მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა, აღსარებაზე ძალიან ხშირად საუბრობდა შეცდომაზე, რომელსაც იგი ხელქვეითთა მიმართ უშვებდა. მოძღვარი დაემუქრა, თუ ის კიდევ გამოიჩენდა ამგვარ სისუსტეს, თავად დაადებდა „ეპიტიმიას“ – დასვამდა და ფეხებს დაბანდა. საუბედუროდ, ამ ადამიანმა კვლავ ჩაიდინა იგივე ცოდვა და მამა ეპიფანემაც თავისი მუქარა შეასრულა. დაბანის შემდეგ კი უთხრა:
– ვიცი, ძალიან უხერხულად გრძნობ თავს. ამიტომ, ყოველთვის, როცა ამ ცოდვას ჩაიდენ, მე ფეხებს დაგბან ხოლმე...
ეს სულიერი შვილი უკვე ვეღარ ბედავდა მსგავსი შეცდომების დაშვებას, მაგრამ ყოველთვის, როცა ხელქვეითებს ის წყობიდან გამოჰყავდათ და დაცემის ზღვარს უახლოვდებოდა, შესძახებდა ხოლმე:
– მადლობა იმას უთხარით, ვინც ფეხები დამბანა!
რა თქმა უნდა, ვერავინ ხვდებოდა, თუ რას გულისხმობდა იგი.
უპოვარება
  მამა ეპიფანე არასოდეს ყოფილა მონაზონი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ ნათელი, მონაზვნური ცნობიერება ჰქონდა. ამას იშვიათად შეხვდებით კლირიკოსებში, რომლებიც ხალხში მსახურებენ. იგი ცდილობდა, ასეთივე ცნობიერება აეღორძინებინა თავის სულიერ შვილებშიც – უქორწინებელ კლირიკოსებში. აი, ერთი მაგალითი მონაზვნური უპოვარების სათნოებისა:
  ბერის სულიერი შვილი, უქორწინებელი მღვდელი, რომელსაც ეპარქიის მქადაგებლად ყოფნის მორჩილება ჰქონდა, სრულიად ბუნებრივად თვლიდა, თუ „ყოველი შემთხვევისთვის“ თავისი ხელფასიდან ცოტაოდენ ფულს შემნახველი სალაროს ანგარიშზე გადარიცხავდა.
ერთხელ მამა ეპიფანესთან სატელეფონო საუბარში მან ახსენა ანგარიშის არსებობა, ჩანდა, რომ იგი ვერ აცნობიერებდა ამგვარი მდგომარეობის არანორმალურობას.
  მამა ეპიფანემ რომ მოისმინა შემნახველი წიგნაკის შესახებ, ძალიან აღელდა და მოსთხოვა მღვდელს, მეორე დღესვე (რაკი უკვე საღამო იყო) წასულიყო, ანგარიში დაეხურა და მთელი შენატანი მოეხსნა. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ უცხო იყო ბერის ცნობიერებისათვის ამსოფლიურზე ზრუნვა.
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და
ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“
скачать dle 11.3