კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ფაქიზი აღმოსავლეთი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მარიონეტი ხურდა?!

  ახლო აღმოსავლეთში მოვლენები უცნაურად ვითარდება: აშშ-მა გავდივართო, რამაც ქურთების გულისწყრომა გამოიწვია და თითქოს რფ-თურქეთსა და ირანს კარტბლანში მიეცათ საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად და რეგიონში ფეხის მოსაკიდებლად.
  ამასობაში, როგორც მოგახსენეთ, ერდოღანი ტრამპს შეხვდა და ისევ ჩაიხლართა მტერ-მოყვარე, პარალელურად კი, ირანში მასობრივი არეულობები დაიწყო, სხვათა შორის, ბენზინზე ფასის რამდენიმე თეთრით გაზრდის გამო (რაც, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ საბაბია, ანუ ნაპერწკალი), იმდენად მძაფრი, რომ ათეულობით ქალაქში შეიარაღებული დაპირისპირებებია. დაღუპულები ორივე მხრიდან არიან: ირანის ხელისუფლებამ ზოგიერთ ქალაქში მძიმე ტექნიკაც კი შეიყვანა. ამას გარდა, იარაღს მოჰკიდა ხელი ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ქალაქში პარტიზანული ომის გამოცდილება ჯერ კიდევ შაჰის დროიდან მოსდევთ.
  და სანამ ირანის ხელისუფლება შიდა არეულობას ახშობს, ისრაელის ავიაციამ დაბომბა ირანელთა სირიაში განლაგებული სამხედრო ბაზები (რუსებს ყურიც არ შეუბერტყავთ მოკავშირის დასახმარებლად). ხოლო, რაკი ბუნტი გარე მხარდაჭერის გარეშე ვერ იფეთქებს ხოლმე (ასეთია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გეოპოლიტიკის ლოგიკა და გამოცდილება), არ იქნება ურიგო, თუკი ჩვენც დავფიქრდებით, სახელდობრ, ჩვენ რა როლი მოგვაკუთვნეს მორიგ დრამაში?! იმედი მაქვს - არა მარიონეტი ხურდის.


скачать dle 11.3