კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 სეპარატისტების მჯობი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თავისუფლება ვაჟა ექიმს!

  იმის გამო, რომ ჩვენებურმა სეპარატისტებმა კარგა ხნის წინათ გადააბიჯეს საღი აზრის მიჯნას, თითქოს არცაა გასაკვირი, რომ დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ახალგორში (ოკუპანტ-სეპარატისტების მიერ ლენინგორად მონათლული, არადა თავად ეს დასახელებაა დიაგნოზი) პაციენტს უწევდა სამედიცინო დახმარებას, იმიტომაც, რომ ცხინვალის საავადმყოფოში მას ვერ დაეხმარნენ.
  რაკი ქართველმა ექიმმა არ აღიარა „საზღვრის კვეთის“ ბრალდება, მას რუსული კანონებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ხოლო, ვინაიდან თვით ომის დროსაც კი თეთრხალათიანებს არავინ ერჩის, ეს ამბავი გახმაურდა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო მოუწოდებს ამ ჩვენს ცხინვალელ სეპარატისტებს (რომლებიც გასაოცარ ტლუობას იჩენენ), დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი. სავარაუდოდ, ამიტომაც ცხინვალურმა, ეგრეთ წოდებულმა, „კა გე ბემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ნუ იტყვით და, საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას აუცილებლობად მიიჩნევს (არადა, ცხინვალელებს ჯერ ის ვერ მოუნელებიათ, რომ დაკავებულისთვის „იუჟნაია ოსეტია“ არ არსებობს).
  რადგან საერთაშორისო რეზონანსი დიდია, სულ ბოლოს სეპარატისტულმა „უშიშროებამ“ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა („რკინის მტკიცებულებად“), რითაც ვითომ „ამტკიცებს“ ექიმის დაკავების აუცილებლობას (საუბრიდან კი, რეალურად, არაფერი ირკვევა) და აი, აქ უკვე, სეპარატისტებს ვინ ჩივის, ჩვენებურ არასეპარატისტთა მიერ ზემონახსენები მიჯნის გადაკვეთის პრეცედენტიც გაჩნდა.
  მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავქალმა ივარაუდა, ქართული სპეცსამსახურები თუ მიაწოდებდენენ ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაწერს სეპარატისტების „უშიშროებასო“.
  რაც უნდა თქვა, ფაქტია, სეპარატისტების „სპეცსამსახურები“ თავიანთ ინტერესებზე მუშაობენ, აი, ზემონახსენები ქ-ნი ვის ინტერესებზე მუშაობს, ვფიქრობ, ჰამლეტის დილემის სადარი კითხვათა-კითხვაა!


скачать dle 11.3