კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რისთვის შეიქმნა რეალურად ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და რა რეაქციებს ელოდებოდნენ მსახიობები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი ანა ჯავახიშვილი, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა როლით იცნობს, ამჯერად ყურადღების ცენტრში ახალი ფილმით  –  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – მოექცა. ამ ფილმმა საერთაშორისო მასშტაბით ძალიან დადებითი გამოხმაურება და არაერთი პრიზი დაიმსახურა, თუმცა დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველოში.
  ანა ჯავახიშვილი: მთელი ჯგუფი ფილმის გადაღების დაწყებამდე წელიწად-ნახევრით ადრე შევხვდით ერთმანეთს. გვქონდა რეპეტიციები, გადავიღეთ რამდენიმე სცენის საცდელი ვარიანტი და შევთანხმდით, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, დაახლოებით ერთ წელიწადში შევიკრიბებოდეთ. გავიარე ქასთინგი, დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ამიყვანეს. დაახლოებით, ორი თვე გვქონდა რეპეტიციები ცეკვისა და სცენარის გასავლელად და შემდეგ დავიწყეთ გადაღებები.
– ბევრი რამ ითქვა ამ ფილმთან დაკავშირებით, მათ შორის ისიც, რომ მსახიობებმა არც იცოდნენ გეი თემატიკის შესახებ და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენო.
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი სისულელეა. წელიწად-ნახევრით ადრე გავიგეთ, რა თემატიკაზე იქნებოდა ფილმი. ყველას გვინდოდა, რომ ამ ფილმით ჩვენი სათქმელი გვეთქვა და ძალიან კარგად ვიცოდით, რას ვაკეთებდით. გვიხაროდა, რომ ამ ფილმში ვიღებდით მონაწილეობას. ეს იყო ჩვენი შანსი, რაღაც ახალი სიტყვა გვეთქვა. შეუძლებელია, ფილმში ითამაშო, როცა რაღაც არ იცი – ყველამ ყველაფერი კარგად ვიცოდით.
– შესაძლოა, მთლად ასეთ რეაქციასაც არ ელოდი, მაგრამ როცა გაიგე, ამ ფილმის თემატიკა, ალბათ, დაახლოებით წარმოიდგინე, რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მას. გქონდა შიში – როგორ მიიღებდა მას საზოგადოება?
– თავიდან უფრო მუშაობის პროცესში ვიყავით ჩართულები. ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნებოდა ხალხს. როცა ყველაფერი დამთავრდა და „კანის“ კინოფესტივალიდან ძალიან დიდი წარმატებით ჩამოვედით, მერე დავიწყეთ გაცნობიერება და ფიქრი, რა შეიძლება, მოჰყოლოდა ამას საქართველოში. მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მივიღეთ. დაახლოებით ერთ დღეში გაიყიდა ექვსი ათასი ბილეთი. დღესაც უამრავი შეტყობინება მომდის, მადლობა ამ ფილმისთვისო. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით, რომ ორაზროვანი რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ ამისთვის მეც მზად ვიყავი, ბიჭებიც და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. რეალურად იმიტომ შეიქმნა ეს ფილმი, რომ ზოგ-ზოგიერთის აზრი შეცვლილიყო და ჩაკეტილები არ ვყოფილიყავით. ამიტომ, რაღაც დონეზე ველოდით საწინააღმდეგო რეაქციას.
– მაგრამ ამ დოზით?
– არა, მაგრამ არც გვქონდა ამაზე ფიქრის დრო. ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყო ფესტივალები და ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, ახალი სასიხარულო ამბავი არ გაგვეგო ფესტივალიდან, ან ახალ ქვეყანას არ ეყიდა ფილმი – დაახლოებით, ორმოცმა ქვეყანამ შეისყიდა. შესაბამისად, საქმეებში ვიყავით ჩართულები და ამ თემაზე არც გვიფიქრია. მაგრამ ეს დღე დადგა და ამ რეალობას შევეჯახეთ, რამაც, რა თქმა უნდა, დაგვაფიქრა, რადგან ამ დოზით ნამდვილად არ ველოდით.
– ვინც ასე აკრიტიკებს ფილმს, ალბათ, მასზე მუშაობის პროცესიც საშინელებად წარმოუდგენიათ. როგორი იყო რეალურად ეს ყველაფერი?
– ამ ფილმის გადაღებებზე ყველამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მე და ლევან გელბახიანი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, სკოლიდან ერთად მოვდივართ. დანარჩენები, როგორც გითხარით, გადაღებების დაწყებამდე წელიწად-ნახევრით ადრე გავიცანი და ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ეს არ იყო გადაღების პროცესი, სადაც გრძნობ, რომ „სამსახურში ხარ“. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და ერთმანეთისთვის მართლა ოჯახის წევრებივით გავხდით. ამ ფილმმა ყველა გაგვზარდა შინაგანად, რაც ძალიან მიხარია. მნიშვნელოვანია, როცა შენს პერსონაჟს განვითარება აქვს. მან სწორი გზა მოძებნა და ვფიქრობ, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. სცენარის წაკითხვამდე ბევრს არ გვქონდა ასეთი აზრი მოვლენების განვითარების შესახებ. გვეგონა, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა და ასე რომ დალაგდა, მივხვდით, რომ ჩემი გმირი – მარი არ იყო უბრალოდ გაბრაზებული გოგო, რომელიც სტერეოტიპულად იქცევა. ის გაცილებით ღრმა პერსონაჟია.
– ლევან გელბახიანისთვის პირველი როლი იყო...
– კი, ლევანისთვის პირველი როლი იყო. ორივე საბალეტო სკოლაში დავდიოდით. ლევანი ბავშვობიდანვე თამაშობდა თეატრში, სპექტაკლებსა და რეკლამებში მონაწილეობდა. ყოველთვის ძალიან ემოციური იყო, არაჩვეულებრივი პლასტიკა აქვს. სკოლაში ერთად დავდიოდით, ჩემზე ერთი წლით პატარაა. მთელი ბავშვობა ვმეგობრობდით. მე ვფიქრობ, რომ ლევანი ამ ფილმისთვის ნამდვილად აღმოჩენაა. ვერც წარმომიდგენია სხვა ადამიანი ამ როლზე. იმდენად პროფესიონალურად და კარგად შეასრულა, რომ სარაევოს ფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო აიღო, ახლა მინსკის ფესტივალზე აიღო იგივე ჯილდო. შესაბამისად, ჩემი მისდამი შეფასება არაა მეგობრული დამოკიდებულებით განპირობებული, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ მართლა სასწაულად შეასრულა ეს როლი.
  ფილმს ძალიან მდიდარი საფესტივალო ცხოვრება აქვს. ახლაც ბიჭები ლოს-ანჯელესში არიან წინასაოსკარო კამპანიის ფარგლებში. მე კი ფილმს ვილნიუსში, „ევროპული ფილმის ფესტივალზე“ წარვადგენ. დაიწყო კანის კინოფესტივალით და ამას მოჰყვა ლონდონი, ციურიხი, პარიზი, სტოკჰოლმი, თურქეთი. ყველგან ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. დაახლოებით ოთხი თვეა, ბიჭები თბილისში არ ჩამოსულან, იმიტომ, რომ მთელი ევროპა მოიარეს ფესტივალებით. ამ მხრივ, ძალიან განებივრებულები ვართ. კანის კინოფესტივალზე, ჩვენების დამთავრების შემდეგ, თხუთმეტი წუთი ოვაციები არ წყდებოდა. ასეთ გრანდიოზულ ფესტივალზე ძალიან მარტივია, შენი ფილმით დაიკარგო. იმდენი კარგი ფილმია, რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა. ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა, რომ ჩვენს ფილმს ასეთი შეფასება მოჰყვა.  ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოთქვეს აზრი, რომ ეს ფილმი არ იყო მხოლოდ გეი სიყვარულზე. საერთოდ, ცუდია, „გეი სიყვარულის“ თქმა რომ მიწევს. ჩვენ ხომ არ ვუსვამთ ხაზს გოგოსა და ბიჭის სიყვარულს?! რეალურად, ეს ფილმი არის სიყვარულზე, თავისუფლებაზე, მეგობრობაზე, საქართველოზე. ახლაც, ვილნიუსში ფილმის ჩვენებას ძალიან დიდი ოვაციები მოჰყვა. პირადად ჩემთან მოვიდნენ და მილოცავდნენ. რაღაც სხვას, ქართულ სულს ნახულობენ ამ ფილმში. ძალიან გახარებული ვარ და კარგია, თუ ასე გააგრძელებს მსოფლიოს მოვლას.
– სოციალურ ქსელსა და კინოთეატრებში ჩვენების დროს ქუჩაში საოცარი ამბები ხდებოდა. რეალურად, ვინმეს ნეგატიური დამოკიდებულება გამოუხატავს შენი მისამართით?
–  იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. როცა რამე ხდება, კარგი თუ ცუდი, არ ვაქცევ ყურადღებას. არ შეიძლება არცერთის გულთან ახლოს მიტანა. შექება შესაძლოა, „თავში აგივარდეს“, რაც ძალიან ცუდია და ნეგატივისგან  კი ისე დითრგუნო, აღარაფრის გაგება აღარ მოგინდეს. ქუჩაში ვინც მცნობს, ძალიან დიდი სიხარულით მხვდება, შენ ის გოგო არ ხარო?!
– ლუკა თარხან-მოურავის შეფასება მაინტერესებს. რადგან ისიც მსახიობია და თან, შენი შეყვარებული.
– პრემიერაზე ერთად ვიყავით. მითხრა, ძალიან კარგად ითამაშეო და ფილმიც ძალიან მოეწონა, კმაყოფილია. ახლა ორივე ვთამაშობთ „იმედზე“ სერიალში „მისამართის გარეშე“. წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს. ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა ყველაფერი ერთად ხდება.

скачать dle 11.3