კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როდის მიჰყავს გიორგი ორბელაძეს სხეული სიცოცხლისთვის საშიშ კონდიციამდე და ეჭვიანობს თუ არა მისი ცოლი კატო კირვალიძეზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  „ჩემი ცოლის დაქალებს“ ახალ სეზონზე ახალი პერსონაჟები დაემატა და მათ შორის ერთ-ერთი კატოს მორიგი თაყვანისმცემელია, რომლის როლსაც გიორგი ორბელაძე ასრულებს.
  გიორგი ორბელაძე: „ჩემი ცოლის დაქალებში“ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. პროდიუსერები დამიკავშირდნენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უცებ გადაწყდა, რომ ამ როლისთვის შესაფერისი ვიყავი და მეორე დღესვე გადამიღეს ძალიან ნაჩქარევად, ისე, რომ მომზადებაც ვერ მოვასწარი. შემდეგი ერთი კვირა საქართველოში არ ვიქნებოდი და ამიტომ, იძულებულები გავხდით, უცებ ჩაგვეწერა რამდენიმე სცენა. ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანზე დავიწყე ტექსტის სწავლა. გარდა ამისა, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა. არც რეპეტიციის დრო იყო და არც საკუთარ თავზე დაკვირვების, ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი სცენებით არ ვარ კმაყოფილი. შემდეგ გამოვასწორე, რადგან საშუალება მომეცა, ჩემი თავისთვის შემეხედა და რაც არ მომწონდა, გამომესწორებინა.
– რადგან შენთვის ახალი ამპლუაა, გაგიჭირდა გადაწყვეტილების მიღება?
– პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ დამიკავშირდნენ. არ მიფიქრია, გამომივიდოდა თუ არა. ეს გმირი ჩემთან ძალიან ახლოსაა პროფესიულად. მაგრამ თვითონ პერსონაჟი – ძალიან შორს. ის ცოტა მოიდებილებს, ტიპური სპორტსმენია, რომელსაც ვარჯიშის იქით არაფერი აინტერესებს. სტერეოტიპული ტრენერია – მე ნამდვილად არ ვარ ეგეთი, მაგრამ არც მიჭირს ასეთი როლის თამაში. ჩემი პერსონაჟი ძალიან აქტიურობს კატოსთან ურთიერთობაში, ცდილობს „შეაბას“, მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი. ის ეჭვიანია, მე – არანაირად. ცოტა დაბალი IQ აქვს, მე მიმაჩნია, რომ ბევრად მაღალი მაქვს. მას ვარჯიშის გარდა სხვა ინტერესი არ აქვს, მე  მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვარ ფინანსისტი, ინსტრუქტორი, მენეჯერული საქმიანობით ვარ დაკავებული, კულტურული ღონისძიებები მიზიდავს, რაც ამ პერსონაჟთან კავშირში არაა და ასე შემდეგ.
– აქამდე უყურებდი სერიალს?
– მხოლოდ და მხოლოდ „ფეისბუქის“ საშუალებით ვნახულობდი საუკეთესო მომენტებს ან გამორჩეულ პერსონაჟებს. თავის დროზე ძალიან მომწონდა ცოტნე, კაკაჩია, „ბაბულიკების სასტავი“, თენგოც, და ვხალისობდი მათ ვიდეოებზე. თუმცა სერიალს ველოდებოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი.
– შენს გამოჩენას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
– ახლობლებისთვის საკმაოდ მოულოდნელი და სასიხარულო იყო. ნათქვამიც არ მქონდა და პირდაპირ ეკრანზე მნახეს. რაც შეეხება საზოგადოების დანარჩენი ნაწილის გამოხმაურებას, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა, პირველი არაა და არც იშვიათი. სხვადასხვა პროექტით, ჩემი კარიერით თუ სპორტული მიღწევებით ხშირად ვხდები ხოლმე განხილვის საგანი. ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია, რომელიც არც გიცნობს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ დაგიწეროს: რას ჰგავს?! რამხელა კუნთები აქვს?! საიდან მოიყვანეს? ან უინტელექტო დებილი კუნთებიანი... რამე სისულელეს დააბრეხვებენ ან დაგაბრალებენ. იმდენად ალოგიკურია მსგავსი კომენტარები, ამ სისულელეზე პასუხსაც ვერ მოსთხოვ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, შეიძლება იმიტომ, რომ წარუმატებელია ან საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია, სხვისი ლანძღვით იღებს სიამოვნებას. არასდროს ვკითხულობ ჩემი ვიდეოს ქვეშ გამოთქმულ კომენტარებს. წლების წინ პირიქით ვიქცეოდი, რაც ჩემზე ძალიან მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, არაფერს ვაშავებდი და კარგის მეტი არც საკუთარი თავისთვის გამიკეთებია და არც სხვისთვის, მაინც „ვყვებოდი“ მსგავს სისულელეებს, მოქმედებდა ჩემს ემოციებზე, ხასიათზე, ამიტომ, ახლა აღარ ვინტერესდები.
– კატოს ტიპის ქალებზე რას ფიქრობ?
– კატოსნაირი ხშირად გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა სასურველი, იდეალური მამაკაცი. მაგრამ აქვს ინტერესი და სურვილი, ეძებოს სხვადასხვა ვარიანტებში. ასეთ გოგოებს, ვერც დადებითად დავახასიათებ, ვერც – უარყოფითად. ჩემთვის ეს ბუნებრივიცაა. თუ მამაკაცს აქვს იმის საშუალება, რომ კარგად აარჩიოს, ქალსაც უნდა ჰქონდეს. არჩევის პროცესში კი, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ ეს ის პარტნიორია, ვისთან ერთადაც გაატარებს დროის დიდ პერიოდს, ვინ როგორ მოქმედებს, ეს ძალიან ინდივიდუალურია.
– ზოგისთვის პრობლემაა კატოს პარტნიორების რაოდენობა...
– ყველასთან ხომ სექსუალური ურთიერთობა არ აქვს ან ყველას ცოლად ხომ არ მიჰყვება? მაგალითად, ჩვენს პერსონაჟებს შორის მხოლოდ ფლირტია. ამიტომ კატოსთვის იმის დაბრალება, რომ ბოზია, სისულელეა. ცოტა ჩამოუყალიბებელია, მაგრამ ის, რომ საყვარელი მამაკაცის ძიებაშია და ფლირტის დონეზე, შესაძლოა, ბევრთან ჰქონდეს ურთიერთობა, ჩემთვის არანაირად არაა გაუმართლებელი.
– შენს პერსონაჟთან მიმართებაში სასიყვარულო ხაზია აქტუალური. მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს კატოზე?
– გეთანხმებით, შესაძლებელია, იეჭვიანოს, იქიდან გამომდინარე, რომ შენი ქმარი ან ცოლი ფილმში თამაშობს და თუნდაც კოცნის სხვას ან მეორე ნახევრისთვის არასასიამოვნო სხვა სცენაში იღებს მონაწილეობას. მაგრამ ჩვენთან ჯერ ისეთი არაფერი ხდება, რის გამოც შეიძლება, ჩემმა მეუღლემ იეჭვიანოს. არ მგონია, რომ ამ კუთხით ჩვენ შორის რამე პრობლემა წარმოიშვას. მეც არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ვაწყენინო და ის ამაში დარწმუნებულია.
– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი დაიწყო. გასულ სეზონზე შენ ამ პროექტის ნაწილი იყავი. თუ გულშემატკივრობ ახლა?
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად, კარგად გასახსენებელია. ჯერ ამ პროექტში მონაწილეობაა ძალიან რთული და ამას ემატებოდა ისიც, რომ მაგ პერიოდში შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი და ბოდიბილდერის მომზადება ძალიან რთულია. გარდა არანორმალური ვარჯიშისა, გიწევს თვეობით მკაცრ დიეტებზე ყოფნა და სხეულის იმ კონდიციამდე მიყვანა, რომელიც სიცოცხლისთვის უკვე საშიშია. ძალიან დიდი სტრესი მქონდა – ფიზიკური თუ ემოციური. არც სამსახური მიმიტოვებია და შესაბამისად, ძალიან სასიამოვნოდ მოსაგონართან ერთად, ურთულეს პერიოდადაც მახსენდება. ახალი სეზონის პირველ ტურს თვალი მივადევნე, ფავორიტებიც დავისახე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ დროს უკეთესი იყო.

скачать dle 11.3