კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რაშია Paradox Omega 3-ის უნიკალურობა და როგორ დაიცავს ის ჩვენს ჯანმრთელობას

  ომეგას მჟავების სარგებლიანობის შესახებ ბევრს სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას. კვლევებით  დადგენილია, რომ ომეგა 3 გამოიყენება დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.  აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, არეგულირებს კალციუმის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. ეხმარება შაკიკის, ფსორიაზის, ეგზემის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქული ასთმის, ართროზისა და სხვა მრავალი დაავადების მკურნალობაში. ომეგა 3-ს შეუძლია გაუმკლავდეს ემოციურ აშლილობას, ქრონიკულ დაღლილობას, თავისა და მენსტრუალურ ტკივილებს, თრგუნავს ალერგიულ რეაქციებს. საჭიროა ლამაზი თმებისთვის, ფრჩხილებისთვის, კარგი განწყობისთვის, დაბალანსებული კვებისთვის.
  რადგან ჩვენი საკვები რაციონი არ შეიცავს ომეგა 3-ის აუცილებელ ულუფას, საჭიროა მისი სუფთა სახით მიღება. საქართველოში უკვე იყიდება ბრიტანული წარმოების, განსხვავებული ომეგას ზეთი – „პარადოქს ომეგა 3“ – სრულიად ახალი და უნიკალური კონცეფციის.
  მაია ხონელიძე („პარადოქს ომეგა 3-ის“ ოფიციალური წარმომადგენელი ამიერავკასიაში): დავიწყოთ იმით, რომ  ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყარო გახლავთ თევზის ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით. კვების ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოზრდილი ადამიანისთვის მინიმალური დღიური დოზა წარმოადგენს 250-250 მილიგრამს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს თევზის შესაბამისი ულუფა. თანაც  მიღებული თევზი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და საკმაოდ ცხიმიანი (მაგალითად: ქაშაყი, სკუმბრია, ზუთხი), ეს ძალიან ძნელი მისაღწევია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ცხოვრების დონე დაბალია. ბევრ ადამიანს  თევზი საერთოდ არ უყვარს. ამიტომაც არსებობს ომეგა 3-ის  ცხიმოვანი მჟავების სხვა წყარო საკვები დანამატის სახით, რომელიც სწრაფად ავსებს ამ დეფიციტს. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ჩვენი სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე: ჩასახვიდან – სიცოცხლის ბოლომდე, ამიტომაც „პარადოქსმა“ შექმნა  „ომეგა“, რომელიც განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. მაგალითად, არის სპეციალურად ორსულებისთვის. ცნობილია, რომ ორსულობის დროს, „ომეგა 3-ის“ – ამ მჟავების უკმარისობის შემთხვევაში, მზარდი ნაყოფის ტვინი და ბადურა ნორმალურად ვერ ყალიბდება. უნდა აღინიშნოს ის, რომ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები არის პოლიუჯერი, გრძელჯაჭვიანი, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები და  ჩვენს ორგანიზმში არ გამომუშავდება, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვების ან საკვები დანამატის სახით.
– რით არის განსაკუთრებული ბრიტანული „პარადოქს ომეგა 3“?
– „პარადოქს ომეგა 3“  (Paradox Omega 3)  ეს არის უმაღლესი ხარისხის ომეგა 3 – საკვები დანამატი, რომელიც მიღებულია უნიკალური ფორმულის საფუძველზე. ის არის აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხო, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, თევზის გემოსა და სუნის გარეშე.  გამოირჩევა ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების უმაღლესი შემცველობით. გაჯერებულია  ბუნებრივი და ძლიერი ანტიოქსიდანტების პოლიფენოლებით. შეიცავს  ბუნებრივ D და E ვიტამინს.  „პარადოქს ომეგა 3“ იწარმოება დიდ ბრიტანეთში. მისი ფორმულის შექმნაზე მუშაობდა გამოცდილი და ცნობილი ექიმების ჯგუფი.
ჩატარდა  კლინიკური, ეპიდემიოლოგიური კვლევები ინგლისის ცნობილ ოლსტერის უნივერსიტეტში, ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ-დეპარტამენტში. მიღებული ფორმულა გახლავთ რევოლუციური და  უნიკალური. მისი მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ის ჩვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. დადასტურებულია,  რომ  „პარადოქს ომეგა 3“-ის ცხიმოვანი  მჟავები არის ტვინისა და ბადურის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისა და მხედველობის სიმახვილისთვის.
– როგორც ვიცი, ის ძალიან კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის.
– სპეციალურად შექმნილი „პარადოქს ომეგა 3 – კარდიო“ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თრომბის, ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას. ამცირებს სიკვდილიანობის რისკს უკვე განვითარებული გულის შეტევისა და ინსულტების დროს.
„პარადოქს  ომეგა 3“ აჩერებს სახსრებში ხრტილის დეგენერაციულ პროცესებს, იწვევს უკვე არსებულის სტაბილიზებას, ამცირებს ანთებით პროცესებს კუნთებსა და სახსრებში, ახდენს სხვადასხვა სიმპტომის შემცირებას. მოქმედებს კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობაზე. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
– განსაკუთრებით სჭირდებათ ის ბავშვებს...
– დიახ. მით უფრო, რომ ბავშვები ნაკლებად მიირთმევენ თევზს. პრაქტიკულად, შეუძლებელია, მივცეთ მათ ომეგას ზეთის საჭირო დოზა. მისი დეფიციტი კი ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების მიზეზი ხდება. „პარადოქს ომეგა 3-მა“ შექმნა  სპეციალური „სასკოლო ომეგა“ და „ომეგას ზეთი“ ჩვილებისთვის, კომფორტული, მარტივად მისაღები სპრეი.  ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის, ყურადღების კონცენტრაციის,  ასთმური პრობლემები, ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში, აქვთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება „პარადოქს ომეგა 3“  სთავაზობს სრულიად უნიკალურ ფორმულას,  ომეგას ზეთის დღიურ ულუფას  მხოლოდ ერთ კაფსულაში.  
  „პარადოქს ომეგა 3 – ორსულებისთვის“, ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას, მათ შორის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ბოლო დროს განაკუთრებით გაიზარდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ალცჰაიმერისა და კიბოს განვითარების რისკებს.
– რა განაპირობებს, „პარადოქს ომეგა 3-ის“  განსაკუთრებულ ხარისხს?
– აღსანიშნავია, რომ „პარადოქს ჯგუფი“ მასალად იყენებს უმაღლესი ხარისხის თევზის ზეთს, რომლის წყაროა მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში – ჩრდილოეთ არქტიკისა და სამხრეთის წყნარი ოკეანის ღრმა და სუფთა წყლებში დაჭერილი თევზები. „პარადოქს ომეგა 3-ის“ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ  მასში ომეგა 3-ის მოლეკულები არის 155 პროცენტით უფრო მდგრადი, ვიდრე სხვა პროდუქტებში, ანუ „პარადოქს ომეგა 3-ის“ მიღებით თქვენ იღებთ ახალ ომეგა 3-ს, რომლის ეფექტურობა გარანტირებულია.
– როგორც ვიცი, „პარადოქს ომეგა 3-ის“ მისაღებად ექიმის დანიშნულება საჭირო არ არის.
– „პარადოქს ომეგა 3“  აბსოლუტურად ბუნებრივი და უსაფრთხო საკვები დანამატია. ის შეიძლება მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე. ყოველ შეფუთვაზე, ყოველი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით მითითებულია რეკომენდებული დოზა.  მთავარია,  ომეგა 3-ის პროდუქტები მიიღოთ რეგულარულად, საჭირო ხანგრძლივობით და თერაპიული დოზით, რომ ეფექტურობა გარანტირებული იყოს. გახსოვდეთ, ომეგა 3  აუცილებელია ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის და  მნიშვნელოვნად  აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.
 დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 292-39-11,  599-169-110.

скачать dle 11.3