კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№47 „ბითი“ – ერთ-ერთი ლიდერი საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია საქართველოში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  დღეს საქართველოს საინჟინრო სფერო ახალგაზრდა კვალიფიციური ინჟინრების ნაკლებობას განიცდის. როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა, თავისთავად, ძალიან რთული და ბევრ დეტალზე დამოკიდებული პროცესია. ჩვენ დავინტერესდით და მოვიძიეთ ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული ქართული საკონსულტაციო კომპანია, შპს „საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია ბითი“, რომელიც 2005 წლიდან საგზაო სფეროში ფართო სპექტრის საინჟინრო-საკვლევაძიებო მომსახურებას ახორციელებს. კომპანიაში გაერთიანებულია წამყვანი ინჟინრების მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგაზრდა ინჟინრების ბრწყინვალე აკადემიური განათლება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების დემონსტრირების საწინდარია.
  „ბითიმ“ მომსახურება გაუწია როგორც ბიუჯეტით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებს (როგორიცაა „მსოფლიო ბანკი“, „აზიის განვითარების ბანკი“, „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB), ფონდი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“  და ასე შემდეგ), რისთვისაც „ბითი“ უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს საგზაო სფეროში მოღვაწე უცხოელ კოლეგებთან, როგორც უცხოურ ფირმებთან, ასევე, დამოუკიდებელ უცხოელ ინჟინრებთან. შედეგად „ბითი“ საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის ერთ-ერთი პიონერია.
  „ბითის“ ფინანსური მმართველი – თემურ თოდრაძე  და კომპანიის ინჟინერი – ბიქტორ კოპალიანი გვესაუბრა პროექტირების პროცესსა და  იმ გუნდზე, ვინც „ბითის“ სახელით ქმნის წარმატებულ პროექტებს.
* „ბითი“
  შპს „საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია ბითიმ“ 2005 წელს ძალიან პატარა პროექტებით დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა ავედით ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტირება.
  ჩვენი საქმიანობა მოიცავს საავტომობილო გზებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, იქნება ეს არსებული გზების რეაბილიტაცია-გაუმჯობესება თუ ახალი გზების მშენებლობა. ამ საქმიანობის ფარგლებში გვიწევს გზის მიმართულებების შერჩევა, რამდენიმე ვარიანტის გათვალისწინებით; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, რის საფუძველზეც ხდება მათთვის დეტალური პროექტის მომზადება. ვაპროექტებთ როგორც  გზებს, ისე ხიდებს, გვირაბებს, ხელოვნურ ნაგებობებს, კედლებს, მილებს, დრენაჟებს.
  საპროექტო საქმიანობის წარმოების დროს ხშირად ვმონაწილეობთ უცხოურ კომპანიებთან ერთად, გერმანელებთან, კორეელებთან, კანადელებთან და ასე შემდეგ.
* პროექტირების პროცესი
  პროექტირება იწყება დამკვეთისგან დავალების მიღებით, რის საფუძველზეც კეთდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (ახალი გზის შემთხვევაში) და შემდეგ უკვე დეტალური პროექტი. სხვადასხვა ალტერნატივებიდან აირჩევა საუკეთესო. ვატარებთ მრავალკრიტერიუმიან ანალიზს. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ  გზის გასწვრივ ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა,  რაზე იმოქმედებს და როგორი იქნება ახალი გზის საბოლოო მიმართულება. დეტალური პროექტირების შემთხევაში, პირველი ნაბიჯია საველე საკვლევი და საძიებო სამუშაოები (ტოპოგრაფიული აზომვები, გეოტექნიკური კვლევები გრუნტის მახასიათებლების დასადგენად, არსებული ნაგებობების ინვენტარიზაცია სარემონტო/სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესამუშავებლად  და დასადგენად, ზოგ შემთხვევებში – სატრანსპორტო ნაკადის გამოკვლევა და ასე შემდეგ), რის  საფუძველზეც იწყება დაპროექტების პროცესი საქართველოში მოქმედი სტანდარტების სრული დაცვით. არსებული გზის რეაბილიტაციის შემთხვევაში ვცდილობთ არსებული ვითარების მაქსიმალურად გაუმჯობესებას იმ კრიტერიუმებამდე, რაც უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს დღევანდელი და სამომავლო (პროგნოზირებული) ვითარებიდან გამომდინარე. უმნიშვნელოვანესია გზების უსაფრთხოება, ამისათვის საგზაო უსაფრთხოების აუდიტის საფუძველზე კეთდება სპეციალური პროექტი.
  ხშირად როგორც ახალი, ასევე სარეაბილიტაციო გზაც გადის კერძო საკუთრებაზე, ჩვენს მოვალეობაში შედის განსახლების გეგმის მომზადებაც. აუცილებლად კეთდება გარემოზე ზემოქმედების ანალიზი ან გეგმა. გვიწევს საკმაოდ ვრცელი სპექტრისა და ძვირად ღირებული საკვლევაძიებო სამუშაოების წარმოება, რის გარეშეც სრულყოფილი პროექტის მომზადება შეუძლებელია.
* საზედამხედველო სამუშაოები
  ჩვენი საქმიანობის მეორე მიმართულებაა  სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. ძირითადად, ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სადაც სამშენებლო პროცესი საერთაშორისო საინჟინრო ფედერაციის (FIDIC) დოკუმენტაციებით რეგულირდება. ზედამხედველობით სამუშაოებს, ძირითადად, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ვაწარმოებთ. ამ მიმართულებით დღესაც გვაქვს რამდენიმე პროექტი.
* „ბითის“ გუნდი
  ჩვენს სფეროში სერიოზული კონკურენციაა და დღეს საქართველოში ძალიან მწვავედ იგრძნობა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, „ბითი“ ახერხებს ახალგზარდა კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვას. ყველას ვაძლევთ შანსს. მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს მას, ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს ეძლევათ როგორც რიგით თანამშრომლად მუშაობის, ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში წამყვან თანამდებობებზე მოღვაწეობის შანსი. ყველაფერი შესაძლებლობების გამოვლენაზეა დამოკიდებული.
  ჩვენი გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული, მათ ნაწილს განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ნაწილს კი – უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში. ყველა თავისუფლად ფლობს უცხო ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის,  რამდენადაც ხშირად გვიწევს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა.
  თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში მოწინავე რიგებში ვართ. ჩვენ მიერ საპროექტო საქმიანობისთვის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო სტანდარტებზეა აწყობილი, თუმცა, რა თქმა უნდა,  ვიყენებთ ყოფილი საბჭოთა კავშირის სტანდარტებსაც, რაც საქართველოში დაშვებულია.
скачать dle 11.3