კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 შვილები ქმარს დავუტოვე და ბავშვს სხვა კაცისგან ვაჩენ

  ადრეულ ასაკში გავთხოვდი. წლების მერე, როცა შვილები გამიჩნდა, მივხვდი, გათხოვება სიყვარულზე კი არა, ვნებაზე იყო დაყრდნობილი. ჩემი ქმარი საკმაოდ სიმპათიური, ნიჭიერი ადამიანია, ოჯახზე გადაყოლილი, მაგრამ დალაგებულ-დაწყობილი ურთიერთობა არასდროს გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ სულ იმაზე ფიქრობდა, ფული როგორ ეშოვა და ფინანსურად არ გვიჭირდა, სულ კონფლიქტი და კამათი გვქონდა. კიდევ ვამბობ, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზე კი არა, ბავშვურ ვნებაზე იყო აგებული. არც მაშინ ვფიქრობდით დაოჯახებას, მაგრამ ინტიმური კონტაქტი გვქონდა, ორსულად დავრჩი და სხვა გამოსავალი არ იყო. თან, გვეგონა, იმდენად ვიყავით ერთმანეთს შეჩვეული და ისე გვიყვარდა, ყველაფერს ავიტანდით, გადავიტანდით და ცხოვრების ბოლომდე ასე ერთად ვიქნებოდით. მიუხედავად მისი მშობლების წინააღმდეგობისა, მაინც მომიყვანა ცოლად. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ ოჯახი მაინც დაინგრა. თავად არ უნდოდა და ვერც წარმოედგინა, მაგრამ მე აღარ მოვინდომე სიყალბეში ცხოვრება.  ჩემთვის მთავარია სიყვარული და იმის გამო, რომ შვილები მყავს, ვერ ვიცხოვრებდი კაცთან, ვის მიმართაც ამას ვეღარ ვგრძნობდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი ერთი ბიჭი. ჩემი მეუღლისგან რადიკალურად განსხვავებული – რაღაცნაირად აქტიური, ვნებიანი და კონტაქტური. მართალია, სიმპათიური არ არის  – გარეგნულად ჩემი ქმარი მილიონჯერ ჯობია, მაგრამ ხასიათისა და თვისებების გამო შემიყვარდა. ბევრი არ მიფიქრია, ოჯახიდან წამოსვლა და მის გვერდით ცხოვრება გადავწყვიტე. მინდოდა, შვილებიც თან წამეყვანა, მაგრამ ამის უფლებას ქმარი არ მომცემდა და არც მას ჰქონდა იმხელა სახლი, სადაც ჩემი შვილებიანად ვიცხოვრებდით. პირველ ეტაპზე საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს და რომ გავიგე, მისგან ბავშვს ველოდებოდი, ჩავალაგე ბარგი და სახლიდან წავედი. ქმართან საუბარი ვერ გავბედე და ამიტომ, წერილი დავუტოვე, სადაც ყველაფერს ვუხსნიდი. რასაკვირველია, წაიკითხა თუ არა, დამირეკა, მიყვიროდა, მლანძღავდა, შეხვედრას მაიძულებდა, მეუბნებოდა, პირისპირ შემხვდი და პირში მითხარი ეგ ყველაფერიო. შემეშინდა და არ შევხვდი. სახლიდან წამოსულმა ერთადერთი, რაც ვინანე, ის იყო, რომ შვილებს არ მანახვებდა და მათი მონატრება მკლავდა. ეკონომიკურადაც ძალიან გამიჭირდა და თან, ბავშვის მოლოდინში უამრავი ხარჯი დამაწვა კისერზე. ჩემი საყვარელი კი მთხოვს, ხელი გააწერე და კანონიერ ცოლად  მე გამომყევი, ბავშვსაც ველოდებით, ერთმანეთსაც კარგად ვეწყობითო. მაგრამ თავს ვიკავებ. არ მინდა, კიდევ ერთი შეცდომა დავუშვა. თუმცა, ბავშვს რომ გავაჩენ, მერე დავფიქრდები და გადავწყვეტთ ამ ამბავს. მისი მშობლები წინააღმდეგები არიან ჩვენი ერთად ყოფნის. ეუბნებიან: მაგან ქმარ-შვილი მიატოვა და შენ დაგინდობს? ერთ დღესაც ახალ კაცს გაიჩენს, მოგიგდებს მაგ ბავშვს, როგორც ისინი მიყარა და ახალ საყვარელს გაეკიდებაო. კიდევ ვამბობ, არასოდეს ვყოფილვარ კაცებზე გადარეული, უბრალოდ, ქმართან ვნება გაქრა, ეს შემიყვარდა და მასთან მსურს დარჩენილი წლების გატარება. ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის. უბრალოდ, ასე მოხდა და ფიქრადაც კი არ ვუშვებ, რომ ერთ დღესაც, ისევ სხვა შემიყვარდება. არავის ლაპარაკს არ ვაქცევ ყურადღებას, უბრალოდ, მინდა, ბავშვი ჯანმრთელი გაჩნდეს. ერთადერთი საზრუნავი ახლა ჩემი შვილებია, მინდა, ისინიც წამოვიყვანო და ერთად ვიცხოვროთ.
სალი, 26 წლის.
скачать dle 11.3