კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№47 დაკარგული მილიონი

ლოურენს ბლოკი

  „ლიბერტის“ მილიონის ღირებულების ობლიგაციები დაიკარგა. ეს ფული  გემი „ოლიმპიით“ ლონდონურ-შოტლანდიურმა ბანკმა ნიუ-იორკში გააგზავნა. ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით იმოგზაურებდა ერთი ასეთი გემით. ალბათ, არც დეტექტივი კოული იტყოდა უარს, რომელსაც  საღამოს მშვიდად გატარება არ ეწერა.
  მეგობართან საუბარი მას  ბინის პატრონმა შეაწყვეტინა.
– მისტერ კოული,  თქვენი ნახვა ვიღაც ქალს სურს, მის ესმე ფუქერს.
სასტუმრო ოთახში ახალგაზრდა,  მომხიბლავი ქალიშვილი შემოვიდა. მისმა თაფლისფერმა თვალებმა და უზადო ფიგურამ მაშინვე მოაჯადოვა ორივე მამაკაცი.
– ეს ჩემი მეგობარია, ოფიცერი  სტინგსი, რომელიც წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში მეხმარება, – წარადგინა მოსულთან  მეგობარი კოულიმ.
– ვშიშობ, პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს, ძალიან რთულია, – თქვა ქალმა და სავარძელში ჩაჯდა, – ალბათ, გაზეთებში უკვე წაიკითხეთ, მე მხედველობაში მაქვს გემი „ოლიმპია“ და ობლიგაციების გაქრობა. ალბათ, მკითხავთ, რა მაკავშირებს ისეთ სერიოზულ დაწესებულებასთან, როგორიც ლონდონურ-შოტლანდიური ბანკია. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კი – ყველაფერი. მე ფილიპ რიჯვეიზე ვარ დანიშნული. სწორედ ის აგებდა პასუხს ამ ობლიგაციებზე. მისი ბიძა, მისტერ ვასური – ბანკის ერთ-ერთი გენერალური დირექტორი, დარწმუნებულია, რომ ფილიპს ობლიგაციების შესახებ  ვიღაცასთან წამოსცდა.  ვშიშობ, მისი კარიერა დასრულდება.
– მის ფუქერ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, –  კოულიმ ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა.
– საქმე ისაა, რომ  ბანკს ამერიკაში საკუთარი კრედიტების გაზრდა სურდა და ამისთვის მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. მისტერ ვასურმა, მეტი სანდოობისთვის, ობლიგაციების წასაღებად საკუთარი ნათესავი შეარჩია.. „ოლიმპია“ ლივერპულიდან ოცდასამში გავიდა. ობლიგაციები ფილიპს ბანკის გენერალურმა დირექტორებმა მისტერ ვასურმა და მისტერ შოუმ დილით, გამგზავრების წინ გადასცეს. ობლიგაციები ფილიპის თანდასწრებით გადაითვალეს, კონვერტში ჩადეს, დაბეჭდეს და საკვოიაჟში ჩაკეტეს.
– საკვოიაჟს ჩვეულებრივი საკეტი ჰქონდა?
– არა. მისტერ შოუმ მოითხოვა, რომ მასზე  სპეციალური, ჰასების  საკეტი დაეყენებინათ. ფილიპმა ობლიგაციების შეკვრა საკვოიაჟის ფსკერზე დადო. ის  გემის ნიუ-იორკში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოიპარეს. გემი მაშინვე გაჩხრიკეს, მაგრამ უშედეგოდ. ობლიგაციები, თითქოს აორთქლდა.
ოფიცერ სტინგსს გაეცინა
– აორთქლებულა  ხმამაღალი  ნათქვამია. „ოლიმპიას“ ნავსადგურში შესვლიდან ნახევარ საათში ისინი უკვე გაყიდეს. მგონი, მისტერ რიჯვეი უნდა ვნახოთ.
მისტერ რიჯვეისთან შესახვედრად ტაქსით გაემართნენ.  ქალი დეტექტივთან მის გაუფრთხილებლად წამოსულიყო, ამიტომ ძალიან გაიოცა, როდესაც საცოლესთან ერთად, ორი უცნობი მამაკაცი დაინახა. მის ფუქერმა ყველაფერი აუხსნა. რიჯვეიმ აღტაცება ვერ დამალა.
– რა თქმა უნდა, გამიგია თქვენს შესახებ, მისტერ კოული! – წამოიძახა მან და გამომძიებელს ხელი ჩამოართვა, – იმედი მაქვს, თქვენ მაინც შეძლებთ, ამ საქმეს ნათელი მოჰფინოთ.
– მისტერ რიჯვეი, როგორ გაიგეთ, რომ ობლიგაციები დაიკარგა? – ჰკითხა დეტექტივმა, როცა რიჯვეი ამბის მოყოლას მორჩა.
– ჩემი საკვოიაჟი თაროდან ნახევრად გადმოწეული დამხვდა. საკეტთან კი სულ დაჩხაპნილი იყო.  
– რამდენადაც მე მითხრეს, საკვოიაჟი გასაღებით გააღეს?
– ზუსტად. ქურდმა კლიტე ვერ გატეხა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად მისი გაღება მოახერხა.
– საინტერესოა, – თქვა კოულიმ,  – ძალიან საინტერესო! ჯერ უამრავი დრო იკარგება საკეტის გასატეხად, შემდეგ კი ქურდს, უცებ გასაღები აღმოაჩნდება. ჰასების ყველა საკეტი ხომ უნიკალურია! თუ ამ საქმეს გავხსნით, სწორედ ამ დეტალის დახმარებით. საინტერესოა, ქურდმა მოპარულ ობლიგაციებს რა უქნა, ნაპირზე როგორ ჩავიდა?
– საქმეც მაგაშია! – თქვაა რიჯვეიმ. – ქურდობის შესახებ საბაჟო სამსახურს ვაცნობეთ და ყველა მგზავრი თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ობლიგაციებს ვერც გემზე დამალავდნენ, თუმცა არც დაუმალავთ, ნახევარ საათში, ის  მცირე პარტიებით გაიყიდა.
– „ოლიმპიასთან“ ახლოს ჩქაროსნულ კატარღას ხომ არ ჩაუვლია?
– არა. ამას ვაკონტროლებდი. სამწუხაროდ,  ხალხი უკვე ფიქრობს, რომ მილიონი მე მოვიპარე.
– მაგრამ თქვენც ხომ გაგჩხრიკეს, როდესაც გემიდან ჩამოდიოდით? – დელიკატურად იკითხა კოულიმ
– რა თქმა უნდა.
დეტექტივმა წყვილს მადლობა გადაუხადა და ოფიცერთან ერთად ტრენდილ სტრიტისკენ გაემართა, სადაც ლონდონურ-შოტლანდიური ბანკი მდებარეობდა. კაბინეტში ორივე გენერალური დირექტორი დაუხვდათ.
– თქვენის ნებართვით, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – დაიწყო კოულიმ მისალმების შემდეგ, – მაინტერესებს, ჰასებს საკეტი რომელმა თქვენთაგანმა დაუკვეთა?
– პირადად მე, – თქვა მისტერ შოუმ, – ამ საქმეს ვერცერთ კლერკს ვერ ვანდობდი. ერთი გასაღები ჰქონდა მისტერ რიჯვეის, თითო-თითო – მე და მისტერ ვასურს. გასაღებები სეიფში ინახებოდა, სამწუხაროდ, ფილიპის გამგზავრების დღეს ბრონქიტი დამემართა და სამსახურში ახლა გამოვედი...
დეტექტვმა  რამდენიმე კითხვა კიდევ დასვა.  გაარკვია, რომ მისტერ ვასურის ნათესავს, რიჯვეის ვალი და ფულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემები არ ჰქონია. იგი ბანკის ნდობით აღჭურვილი თანამშრომელი იყო.
– იმედგაცრუებული ვარ, – თქვა კოულიმ,  როდესაც გარეთ გამოვიდნენ, – საქმე ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
– მარტივი? იცი ვინ მოიპარა ობლიგაციები? – გაოცდა ოფიცერი.
– ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი. ნიუ-იორკიდან „ოლიმპიას“ დაბრუნებას დაველოდები.
სამშაბათს როგორც კი ისინი ნავსადგურში მივიდნენ, სადაც ტრანსოკეანური ლაინერი იდგა, კოული ერთბაშად გამოცოცხლდა. მათ სათითაოდ გამოჰკითხეს ოთხი სტიუარდი, ერთი მგზავრის  შესახებ, რომელიც ამ გემით ნიუ-იორკში გაემგზავრა.
– ალბათ, გაინტერესებთ ჯენტლმენი სათვალეებით, – თქვეს მათ, – სრული ინვალიდი, საკუთარი კაიუტიდან ძლივს გამოვიდა.
აღწერილობა მთლიანად ემთხვეოდა მისტერ ვენტნორის. რომელსაც ფილიპ რიჯვეის კაიუტის გვერდით 24-ე კაიუტა ეკავა. თუმცა ოფიცერი  ვერაფრით მიხვდა, საიდან იცოდა  კოულმა  მისტერ ვენტნორის არსებობისა და მისი გარეგნობის შესახებ.
– მითხარით გეთაყვა, – მიმართა მან ერთ-ერთ სტიუარდს, – ეს ჯენტლმენი ნიუ-იორკში პირველი ხომ არ ჩავიდა გემიდან?
 – არა, სერ. პირიქით, ის ერთ-ერთი ბოლო ჩავიდა.
იმედგაცრუებულმა სტინგსმა შეამჩნია, რომ კოული მასზე ხალისობდა.
– გატყობ, ცნობისმოყვარეობით კვდები. კარგი, დავიწყოთ თავიდან.  მაშ ასე, დაბეჭდილი შეკვრა დაკეტილი საკვოიაჟიდან გაქრა. ეჭვი არ არის, რომ ფულის ნაპირზე ჩატანა შეუძლებელი იყო. დარჩა ორი ვარიანტი: შეკვრა ან გემზე დამალეს, რაც ძალიან რთული იქნებოდა ან წყალში გადააგდეს.
– აა! გადააგდეს  ტივტივამიბმული!
– არა. ყოველგვარი ტივტივას გარეშე.
სტინგსი გაოცდა.
– თუ ობლიგაციების შეკვრა წყალში გადააგდეს და ის ჩაიძირა, მაშინ ნიუ-იორკში, როგორღა გაყიდეს?
– ამიტომ გამოდის, რომ ობლიგაციების შეკვრა წყალში არ გადაუგდიათ. ხვდები, საითაც მივდივართ? თუ კონვერტი წყალში გადააგდეს და ობლიგაციები ნიუ-იორკში იყიდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ  ობლიგაციები კონვერტში არც ყოფილა. განა გვაქვს რაიმე საბუთი, იმის დასადასტურებლად, რომ ობლიგაციები კონვერტში ნამდვილად იყო? გაგახსენებ, რომ მისტერ რიჯვეის, მას შემდეგ რაც გადასცეს, შეკვრა ერთხელაც არ გაუხსნია. ობლიგაციები ბოლოს კაბინეტში ნახეს, 23-ში, დილით. შემდეგ ისინი უკვე ნიუ-იორკში გამოჩნდა. თუ დავუშვებთ, რომ ისინი საერთოდ არ იყო „ოლიმპიას“ გემბანზე,  მაშ, როგორ მოხვდა ნიუ-იორკში? – სხვა გემით. მე გავარკვიე, რომ გემი „ჯაიგენტიკი“ საუთჰემტონიდან იმავე დღეს გავიდა, მაგრამ მისი სიჩქარე გაცილებით მეტია, ვიდრე „ოლიმპიასი“. თუ ობლიგაციებს „ჯაიგენტიკით“ გააგზავნიდნენ, ისინი ნიუ-იორკში „ოლიმპიაზე“ ერთი დღით ადრე აღმოჩნდებოდა. აი, მთელი გამოცანაც. დაბეჭდილი კონვერტი ფალსიფიკაცია იყო და ეს ბანკში გაკეთდა. მეორე პაკეტით პირველის შეცვლა სამ ადამიანს შეეძლო – რიჯვეის ან რომელიმე დირექტორს. შემდეგ ობლიგაციები ნიუ-იორკში პარტნიორს გაუგზავნეს და დაავალეს „ოლიმპიას“ ჩამოსვლიდან ნახევარ საათში გაეყიდა. ვიღაცას „ოლიმპიაზე“ ქურდობის ინსცენირებაც უნდა მოეწყო. რიჯვეის პაკეტი რომ გაეხსნა და იქ ვერაფერი ეპოვა, ეჭვს უკვე ლონდონზე მიიტანდნენ. ადამიანმა, რომელიც რიჯვეის მეზობელ კაიუტაში ცხოვრობდა, საკეტის გატეხვა გაითამაშა, სინამდვილეში კი  ის სათადარიგო გასაღებით გააღო და კონვერტი წყალში გადააგდო. დაელოდა, ვიდრე გემიდან ყველა არ ჩავიდა,  შემდეგ კი ლონდონში დაბრუნდა.
– მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი?
– ის, ვისაც სათადარიგო გასაღები ჰქონდა, ის ვინც საკეტი შეუკვეთა, ის ვინც სულაც არ ყოფილა ავად ბრონქიტით – მისტერ შოუ! დიახ, მილიონი სწორედ მის ჯიბეში უნდა მოვძებნოთ. დაურეკავთ იმ საწყალ რიჯვეის, თუ ესეც მე გავაკეთო?!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3