კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: როგორ წარიმართება 1987 წლის 10 ივნისს დაბადებული მამაკაცისა და 1995 წლის 8 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?
პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. მათ შორის ხასიათში დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში იზიდავს მისი გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოს ორივემ, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის კავშირში, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტი ექნებათ. ასე რომ, თვის მიხედვით, ურთიერთობა არასასურველია, წლის მიხედვით კი – კარგი. ხუთბალიანი სისტემით მათი ურთიერთობა შეიძლება, სამიანზე შევაფასოთ. კიდევ ვამბობ, თუ კომპრომისებზე არ წავლენ, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური, ეს ორივემ უნდა გაითვალისწინოს.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით, დილის 8 საათზე. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი – პედიატრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატების მომტანია.
კითხვა: ჩემი ქალიშვილი 2008 წლის 11 ოქტომბერს, 20 საათსა და 40 წუთზე დაიბადა. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები? ასევე, რომელ ნიშანთან ექნება ბედნიერი ქორწინება?
პასუხი: თქვენი გოგონას კარმული მისიაა: იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, იყოს უშიშარი. გამოავლინოს სიკეთე. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი მისაღებია სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპები, მერწყული. პროფესიებიდან კარგი და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია.
скачать dle 11.3