კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№47 რა გავლენას ახდენენ პლანეტები ადამიანის წარმატებულ ცხოვრებაზე

  ყველა პლანეტას საკუთარი „ხასიათი“ აქვს და სწორედ, ამით ახდენს გავლენას ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის პიროვნულ თვისებებზე. ამიტომ, აუცილებელია იცოდეთ, რომელი პლანეტა გმფარველობთ და გმართავთ და რა გავლენას ახდენს ის თქვენს წარმატება-წარუმატებლობასა და ხასიათზე.
  ვერძი – მფარველი პლანეტა მარსი. ის განიჭებთ ოპტიმიზმს, მოქმედების უნარს და გაძლევთ სასიცოცხლო ენერგიას. თქვენს ხასიათში გამოკვეთავს ფეთქებადობას და სიფიცხეს.
  კურო – მფარველი პლანეტა ვენერა. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, სწორედ, მისგან დაჰყვათ გურმანული თვისებები, კომფორტისადმი სიყვარული და რომანტიკული  ხასიათი.
  ტყუპები – მფარველი პლანეტა მერკური. ააქტიურებს თქვენში სისწრაფეს, მოქნილობასა და მოუსვენარ ხასიათს. ზრუნავს იმაზე, რომ  ინფორმაციის მიღება-გადაცემა-გაზიარება არ გაგიჭირდეთ.  
  კირჩხიბი – მფარველი პლანეტა მთვარე. ააქტიურებს თქვენში შინაგან მიმზიდველობას, ინტუიციას, სასიცოცხლო ენერგეტიკას, ემოციებს და ხშირად, ხასიათების ცვალებადობას უწყობს ხელს.
  ლომი – მფარველი პლანეტა მზე. ის თქვენს ხასიათში ააქტიურებს მიზანდასახულობას, დადებით ენერგეტიკას და კომუნიკაციის უნარს. ცდილობს, ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოხვდეთ და სითბოთი და პოზიტივით აივსოთ გარშემო მყოფებისგან.
  ქალწული – მფარველი პლანეტა მერკური. მისი ხასიათის გავლენით გეძლევათ კარგი ანალიტიკური გონება, წვრილმანებისადმი ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა და შრომისუნარიანობა.
  სასწორი – მფარველი პლანეტა ვენერა. გაჯილდოებთ ვიზუალური მომხიბვლელობით, დახვეწილი გემოვნებით, პოეტურობით, შემოქმედებითი ნიჭითა და ჰარმონიის სიყვარულით.
  მორიელი – მფარველი პლანეტა პლუტონი. მისი ხასიათი, განიჭებთ გასაოცარ გამძლეობასა და სიმამაცეს. გიბიძგებთ ბრძოლისუნარიანობისკენ, რისკის სიყვარულისა და არც თუ ისე იშვიათად, კონფლიქტურობისკენაც.
  მშვილდოსანი – მფარველი პლანეტა იუპიტერი. აძლიერებს თქვენში იღბალს, გმატებთ ოპტიმიზმს, ქარიზმატულობას. ცდილობს, საზოგადოება თქვენ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყოს.
  თხის რქა – მფარველი პლანეტა სატურნი. ააქტიურებს თქვენში დისციპლინას, ასკეტიზმს, შრომისუნარიანობასა და სიმაღლეებისადმი სწრაფვას. მისი ხასიათის გავლენით, გადმოგეცათ სიჯიუტე, ამტანობა და გამძლეობა.
  მერწყული – მფარველი პლანეტა ურანი. მისი გავლენით დაგყვათ ხასიათში ჰუმანურობა და სხარტი აზროვნება. ხშირად, სწორედ მისი მფარველობით ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად ართმევთ თავს.
  თევზები – მფარველი პლანეტა ნეპტუნი. ის თქვენში ააქტიურებს ინტუიციას, მისტიციზმს, შინაგანი სამყაროსადმი უცნაურ მიდგომას. ცდილობს, მკაცრი რეალობისგან დაგიცვათ და ამის გამო, მისი გავლენით, ხშირად თქვენში ფანტაზიის უნარი ძლიერდება.
скачать dle 11.3