კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№47 რატომ იცავდა ბერია სამშობლოს ღალატის მუხლწაყენებულ ფიზიკოსებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია დაუნდობელი, პირსისხლიანი ჯალათის სახელითაა ცნობილი, ირკვევა, რომ საბჭოთა უშიშროების მარშალს არაერთი, ეგრეთ წოდებული, ანტისაბჭოელი ჰყოლია გადარჩენილი უეჭველ სიკვდილს... პროფესორი იგორ პოპოვი წერს: „ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში მსჯავრდებულთა და დახვრეტილთა აბსოლუტური უმრავლესობა 58-ე მუხლით იყო გასამართლებული, რაც სამშობლოს ღალატს ნიშნავდა. მოგვიანებით, თავად ბერიაც ამ მუხლით გაასამართლეს და სიკვდილიც მიუსაჯეს. მასაც არაერთხელ გამოუყენებია ეს მუხლი მტრების წინააღმდეგ. ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „პირადად იგორ კურჩატოვისგან მსმენია ლავრენტი პავლეს ძე ბერიაზე ბევრი კარგი რამ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კურჩატოვი აღმერთებდა ბერიას, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, საგულდაგულოდ მალავდა ამ ფაქტს. თაყვანისცემის საგანი კი კურჩატოვისთვის ბერია იმიტომ იყო, რომ იგორ ვასილიევიჩის აზრით, რომ არა ბერია, არ იქნებოდა საბჭოთა ატომური ბომბი და არ იარსებებდა საბჭოთა ფიზიკის შესანიშნავი, სახელგანთქმული სკოლა, რომლის შექმნასაც მან დიდად შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ბერია ანტისაბჭოურად განწყობილი ფიზიკოსების ქომაგი იყო და არაერთი უხსნია სიკვდილისგან...“
კურჩატოვი, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული „საბჭოთა ატომური ბომბის მამად“, თავად უწოდებდა ბერიას „ატომური ბომბის მამას“ და მას მრავალმხრივ გენიად მიიჩნევდა. კურჩატოვი დარწმუნებული იყო, რომ ბერიას თვითნაბადი ინჟინერ-მეცნიერის თვისებები ჰქონდა და რომ არა ბერიას სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, მისგან უმაღლესი კატეგორიის ინჟინერი და მეცნიერი დადგებოდაო. კურჩატოვი მოხიბლული იყო ბერიას ადამიანური თვისებებითაც და ხოტბას ასხამდა მას. როი მედვედევი წერს: „კურჩატოვი კიდევ იმიტომ იყო ბერიას მადლიერი, რომ ბერიამ მისი არაერთი ნიჭიერი თანამშრომელი იხსნა ციხისგან. როგორც ცნობილია, საბჭოთა ატომური ბომბი ურალის მთებს მიღმა, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში მზადდებოდა. ბერიამ ფიზიკოსებს ყველა საჭირო პირობა შეუქმნა ცხოვრებისა და მუშაობისთვის. კურჩატოვსა და მის ფიზიკოს ხელქვეითებს კი არაფერს ავალებდა. ფიზიკოსები საკმაოდ თავისუფალი ხალხია და ზოგჯერ თავს უფლებას აძლევდნენ, რომ პირად საუბრებში ზომაზე მეტი გულახდილობა გამოეჩინათ. მაგალითად, ეთქვათ, რომ სტალინი არადემოკრატიული, მკაცრი მმართველი იყო... ასეთ შემთხვევაში ეს ინფორმაცია აუცილებლად მიდიოდა „კომპეტენტური ორგანოების“ (უშიშროების) ყურებამდე და „მოლაყბეს“ 58-ე მუხლით  გასამართლება ელოდა. ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იგორ ტამის ვაჟი, ევგენი ტამი მამამისივით ფიზიკოსი იყო და პარალელურად, ალპინიზმით იყო გატაცებული, თანაც, ძალიან სერიოზულად. ის ექსპედიციებს აწყობდა კავკასიასა და პამირზე და ცნობილ სიმაღლეებს იპყრობდა. ერთ-ერთი კავკასიური ექსპედიციის დროს ევგენი ტამმა და მისმა მეგობრებმა „ელბრუსი“ დალაშქრეს და საბაზო ბანაკში დაბრუნდნენ. საღამოს, ჩაის სმის დროს, კედელზე მიმაგრებული, მძიმე ჩარჩოში ჩასმული სტალინის დიდი სურათი მოულოდნელად ჩამოვარდა და ერთ-ერთ ალპინისტს თავზე დაეცა. ევგენი ტამმა სტალინის სურათი გვერდზე გასწია და გონდაკარგულ მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ხოლო  რომ მოასულიერა, დაშავებული მხარზე მოიკიდა და  ორასიოდე მეტრში მდებარე სამედიცინო პუნქტში მიიყვანა. ორიოდე საათის შემდეგ, უკან რომ დაბრუნდა, ოთახში მას მილიციელები დახვდნენ. ევგენი დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს. შემდეგ 58-ე მუხლით საქმე აღძრეს და თბილისის ციხეში ჩასვეს დაპატიმრების მიზეზი კი ის იყო, რომ ევგენი ტამმა ბელადის პორტრეტი გვერდზე გასწია, არ მოაწესრიგა, ადგილზე არ დააბრუნა და ამისთვის სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური აბსურდი იყო, მაგრამ რეალობას წარმოადგენდა და მომჩივანმა დაწვრილებითი ჩვენება მისცა „ღალატის“ ფაქტზე. ტამი კი, რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ბრალდებას უარყოფდა... ორიოდე დღის მერე აკადემიკოს იგორ ტამს ევგენის მეგობრებმა თავისი შვილის ამბავი აცნობეს. იგორ ტამმა კი თავის მეგობარს, იგორ კურჩატოვს სთხოვა, რომ ბერიასთან ეშუამდგომლა. ბერიამ რომ ეს ამბავი შეიტყო, პირდაპირ ურალიდან „ვეჩეთი“ დაურეკა თბილისში ცეკას პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს და ევგენი ტამის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, რაც მაშინვე შესრულდა...“
ბერიამ იხსნა უეჭველი სიკვდილისგან 1948 წელს 26 წლის ანდრეი სახაროვი, რომელიც საბჭოთა წყალბადის ბომბის შექმნაზე მუშაობდა და მომავალში მისი „მამაც“ გახდა. მანამდე კი, როცა კურჩატოვის „ატომური ჯგუფის“ თანამშრომელი იყო, მარშალმა ჟუკოვმა ის ნესტიან კარცერში გამოამწყვდია. როი მედვედევი წერს: „როდესაც ურალში ატომური ბომბი მზადდებოდა, იმ პერიოდში გიორგი ჟუკოვი ურალის სამხედრო ოლქის სარდალი იყო და ამ სამუშაოების შესახებაც იცოდა. მეტიც, ჟუკოვი მოულოდნელ ინსპექტირებას ახორციელებდა ხოლმე ამ ზესაიდუმლო ობიექტზე, თუმცა, ასეთი რამ ბერიას პრეროგატივა იყო. მაგრამ, მარშალს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და არავინ ეწინააღმდეგებოდა. ერთხელაც, ასეთი ინსპექტირებისას, ჟუკოვმა იუკადრისა, რომ სახაროვმა, რომელიც გამოთვლებს აწარმოებდა, მას შესვლისთანავე ყურადღება არ მიაქცია. შარი მოსდო და დისციპლინის დარღვევისთვის დააკავა. შემდეგ ოლქის ცენტრში წაიყვანა და სველ კარცერში გამოამწყვდია. კურჩატოვს კი განუცხადა – წესრიგი ყველასთვის ერთიაო. ერთი სიტყვით, კურჩატოვი იძულებული გახდა, ბერიასთვის მოსკოვში დაერეკა. ბერია საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა ობიექტზე და ჟუკოვს უთხრა: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის საბოტაჟისთვის მხრებზე თავი არ შეგრჩებაო. ჟუკოვმა სახაროვი გამოუშვა და ამის შემდეგ აღარასდროს ჩარეულა ატომურ პროექტში...“
  ლავრენტი ბერიას ანტისაბჭოელების უპირატეს დამცველობას ვერ დავაბრალებთ, რადგან ეს ტყუილი იქნება და აშკარაა, რომ თუკი ბერია ასეთ რისკზე მიდიოდა, ეს ხალხი სჭირდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ რისკავდა და ეს მას მხოლოდ დადებითად ახასიათებს...“

скачать dle 11.3