კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№47 სტრესის სიმპტომები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სტრესი არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ფიზიკურ გამღიზიანებლებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს წონასწორობას რაიმე სახით. როდესაც თქვენ გაქვთ საფრთხის შეგრძნება – რეალური თუ წარმოსახვითი,  ორგანიზმში ირთვება თვითდაცითი მექანიზმი, რომელიც ცნობილია ბრძოლის ან გაქცევის რეაქციის სახელით და ეს პასუხია სტრესზე – ორგანიზმის მცდელობა, დაგიცვათ თქვენ. როდესაც ეს მექანიზმი სრულყოფილად მუშაობს, ის გვეხმარება, ვიყოთ ენერგიულები და მობილიზებულები. სახიფათო სიტუაციებში სტრესი გვეხმარება, შევინარჩუნოთ სიცოცხლე, გვაძლევს ენერგიას, დავიცვათ საკუთარი თავი.
  თუ ადამიანში შეიმჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ეს იმის მანიშნებელია, რომ დატვირთვა მის შესაძლებლობებს აჭარებს:
  ფიზიკური სიმპტომები – თავის ტკივილი, წარბების თამაში, ნესტოების თრთოლვა, პირის ან ყელის სიმშრალე, გართულებული ყლაპვა, წყლულები ენაზე, კისრის არეში ტკივილი, თავბრუ, ენის მოკიდება, ტკივილი ზურგის არეში, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, ფაღარათი, საჭმლის მონელების სისტემის მოშლა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, წონის მატება ან კლება, კანზე გამონაყარი, კანის დაავადებები, მკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა, გულისცემის გახშირება, ხშირი შარდვა, ცივი ხელ-ფეხი, ოფლიანობა, უძილობა, ძილიანობა, იმპოტენცია, სქესობრივი აქტივობის დაქვეითება, სისხლის მაღალი წნევა, ქრონიკული დაღლილობა, ჯირკვლების გადიდება, მაღალი მგრძნობელობა ალერგიული დაავადებებზე, ასევე, გრიპსა და გაციებაზე, კანკალი ან ნერვიული ცახცახი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა.
  ემოციური სიმპტომები: გაღიზიანებულობა, ცუდი განწყობა, დათრგუნულობა, უჩვეული აგრესიულობა, კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების გაუარესება, აღგზნებადობა და დაუცხრომლობა, წვრილმანებისადმი ამაღლებული ყურადღება (მეწვრილმანეობა), ღამის კოშმარები, იმპულსური ქცევა, უძლურების შეგრძნება, სხვა ადამიანებისაგან იზოლაცია, ნერვული ქმედებები, დეზორიენტაცია, აზრების თავმოუყრელობა, სიბრაზე, ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, ნევროტული სიმპტომები, პანიკური შეტევები, ტირილი, თვითმკვლელობაზე ფიქრი, კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, სქესობრივი ლტოლვის არქონა, სრული შეშლილობის პერიოდები.
  ქცევის სიმპტომები: კბილების კრაჭუნი, მოღუშულობა, ნერვიული სიცილი, თითებითა და ფეხებით ბაკუნი, ფრჩხილების კვნეტა, სიგარეტის გახშირებული მოწევა, წამლების ბოროტად გამოყენება, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, საჭმლის უზომო მიღება ან, პირიქით, უზომო დიეტა, ბოლთის ცემა, საქმეების ხშირი გადადება, საკუთარი გარეგნობისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ქცევის უცაბედი ცვლილება, მუდმივად დაგვიანება ან გაცდენა.
სტრესის დამოუკიდებლად დაძლევა შესაძლებელია. პირველ რიგში, საჭიროა მდგომარეობის გაანალიზება და მიზეზის პოვნა, შემდეგ – ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებისა და ქცევის გააზრება და უკუგდება. გამორიცხეთ სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები, დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღება. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, სწორი ძილი, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება, ოჯახთან, მეგობრებთან ახლო ურთიერთობა,  ახალი ინტერესები, მუსიკა, წიგნის კითხვა, ცურვა, აბაზანის მიღება, თეატრი.
скачать dle 11.3