კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№47 იმკურნალეთ კივის დახმარებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მედიკოსებმა კივი, იგივე ჩინური ხურტკმელი, იმ პროდუქტებს შორის დაასახელეს, რომლებიც ონკოლოგიურ და კარდიოვასკულურ დაავადებების რისკს ამცირებენ.
  კივის ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორიცაა: B1, B2, B3, V6, B9, C, E, ასევე,   ორგანულ მჟავებს, შაქარს, ფლავონიდებს. მინერალებიდან კი ის ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინითა და ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი.
  კივი ძალიან კარგია სისხლძარღვებისა და გულის მუშაობისთვის. აქვეითებს არტერიულ წნევას. ნორვეგიელი მეცნიერების კვლევებით დადასტურდა, რომ კივის გამოყენება 15 პროცენტით ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს.
  გრიპის ეპიდემიის დროს ერთი ჭიქა კივის წვენი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
  კივის გამოყენება რეკომენდებულია თირკმელებში კენჭოვანი წარმონაქმნების დროს – ის ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.
  დიაბეტით დაავადებულთათვის კივის მიღება დასაშვებია – მასში შაქარი თითქმის არ არის, ამიტომ ის დიაბეტურ დიეტებში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
  ყოველდღიურ რაციონში კივის ჩართვას ურჩევენ სტრესის, დეპრესიების დროს და ზედმეტი დაძაბულობისას ნერვული სისტემის მდგრადობის რეგულირებისთვის. მისი გამოყენება კარგია სპორტსმენებისთვის, როგორც ნატურალური სტიმულატორი და ენერგიის აღმდგენი საშუალება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
  კივი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს. იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხილი შველის ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმის დროს, ამცირებს ხველებას (ამისთვის დღეში სულ ცოტა 2–3 ცალი კივი უნდა მიიღოთ).
ექიმები ურჩევენ კივის მიღებას გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.
 კივი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – კარგი საშუალებაა სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის. ამისთვის კარგია კივისა და ხაჭოს, იოგურტის ან თაფლის ნაზავი ნიღბის სახით.
  ჩინური ხურტკმელი მისწრებაა საჭმლის მონელების სისტემის პრობლემების დროს, მუცელში სიმძიმის შეგრძნებისას. მიიჩნევენ, რომ მისი მიღება კარგია ჭიების პროფილაქტიკისთვის, თუმცა ეს ფაქტი მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
  კივის კანში ბევრი ანტიოქსიდანტია, ამიტომ ამ ხილს კიბოს, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. რეკომენდებულია კივის კანიანად მიღება, რადგან მის კანში სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე რბილობში. ოღონდ, ბუსუსებისგან უნდა გაიწმინდოს. კივის კანი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა, მასი მიღება რეკომენდებულია დისბაქტერიოზის დროს. კანის დახმარებით ნადგურდება ისეთი მიკრობები, როგორიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.
  კივს მიირთმევენ ცოცხლად ან იყენებენ სხვადასხვა კერძში. გრძელვადიანი შენახვისთვის ის სუბლიმირდება და ინახება. კივისგან კეთდება ტკბილი და გემრიელი მურაბა, კონსერვი, სიროფი და დაშაქრული ხილი.
скачать dle 11.3