კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№47 ჭეშმარიტების გზაზე

ორიგინალური გათბობა
– შვილო ჩემო, – ეუბნებოდა მამიდა ეტეოკლისს, როცა ის სკოლის მოწაფე იყო, – გვიანობამდე კითხულობ, ცეცხლი კი ქრება, გამაღვიძე ხოლმე, რათა ქურა გავახურო და არ გაიყინო.
– მე რაღაც ოინი მოვიფიქრე და სიცივე აღარ მაწუხებს.
– რას აკეთებ? ქურას თავად ანთებ?
– არა, როცა ქურა ქრება, მე კი წასაკითხი ბევრი მაქვს, ასე ვიქცევი: ეზოში გავდივარ და ვსეირნობ მანამ, სანამ ღამის სიცივეს არ მივეჩვევი. სახლში დაბრუნებისას ვგრძნობ, რომ ოთახში ჯერ კიდევ საკმარისად თბილა და კითხვას ვაგრძელებ, როცა ისევ გავითოშები ან ძილი მომერევა, ისევ გავდივარ ქუჩაში... ასე ვიქცევი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ.
საკითხის ცოდნა
უფროს კლასებში სწავლისას ეტეოკლისი უკვე კითხულობდა პაპადიამანტისის რომანს „მკვლელი ქალი“. შეშფოთებულმა მამიდამ უთხრა:
– შვილო ჩემო, ეს რა წიგნებს კითხულობ? მე ცოტა წავიკითხე და შევძრწუნდი!
– მომისმინეთ, მამიდა, – მიუგო მან, – მე სახარებისთვის ვიღვაწებ და მმართებს, ვიკითხო ის, რასაც სხვები კითხულობენ. მათი ცოდნა მჭირდება, რომ ადამიანებს ვესაუბრო და მათ შეკითხვებს ვუპასუხო.
უქორწინებელი
მღვდლის გასაცემი
  ერთ ახალგაზრდა კაცს სურდა, მამა ეპიფანე უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა და უთხრა:.
– თქვენ, უქორწინებელი მღვდლები, კაცობრიობას არაფერს ჰმატებთ – არ გაქვთ ოჯახი, არ გყავთ შვილები... თქვენ უნაყოფო ლეღვის ხეები ხართ, რომლებიც, სახარების თანახმად, უნდა მოჭრან და ცეცხლს მისცენ.
მამა ეპიფანემ მიუგო:
– ძმაო ჩემო, არ გიპასუხებ სახარების ენით, რადგან მას არად აგდებ. შევეხები შენ მიერ უქორწინებელი კლირიკოსის შედარებას უნაყოფო ლეღვთან. როგორც იცი, მსხმოიარე ხეების გარდა არიან უნაყოფონიც, მაგრამ ადამიანისთვის აუცილებელია მათი მერქანი, ფოთლები, მათგან შექმნილი ჩრდილი. თუ ავიღებთ უქორწინებელი კლირიკოსის უნაყოფო ხესთან შენს შედარებას, ჩემთვის სრულიად საკმარისია ერთ-ერთი მათგანი ვიყო... თუნდაც გიგანტური ჭადარი, რომლის ჩრდილსაც თავს აფარებს დაქანცული მგზავრი, რათა დაისვენოს და შემდგომი მოგზაურობისთვის ძალა მოიკრიბოს.
გავიდა ხანი და ამ ახალგაზრდა კაცს დასჭირდა „გიგანტური ჭადარი“. მაინც რა მოხდა? მან სცადა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა და როდესაც, საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდა, გონს მოვიდა და მოიკითხა... „უნაყოფო ლეღვი“. და მამა ეპიფანეც ტელეგრამის მიღებისთანავე, ღამით, ტაქსით გაემგზავრა იმ პროვინციული ქალაქისკენ, სადაც ეს ახალგაზრდა ცხოვრობდა, რათა შემდგომი ცხოვრებისთვის მასში ახალი ძალა შთაებერა.
„მამა ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“


скачать dle 11.3