კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ არ ნიშნავს ეკლესიურობა ქრისტიანულად ცხოვრებას და როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა საკუთარი თავის მკურნალობა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ადამიანებს ხშირად არ გვესმის, რას ნიშნავს ქრისტიანული ხედვა, არც ის, თუ რა არის ეკლესიურობა. ამიტომ ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ქრისტიანს ხედვა ჰგონია თუ როგორი მანქანით დადის სასულიერო პირი, როგორ სახლში ცხოვრობს, რა აცვია. რა თქმა უნდა, ესეც უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ქრისტიანული ხედვა სულ სხვა რამ არის. საქართველოში ადამიანი რომ იღვიძებს, მაშინვე დოლარის ან საწვავის ფასი აინტერესებს. ან ჩართავს ტელევიზორს და უყურებს: ვინ დააპატიმრეს, ვინ გარდაიცვალა. ქრისტიანული ხედვა – ეს წინ ხედვაა, იმედით ხედვა. წინ მე ვიყურები იმედით, მე მაქვს ღმერთის იმედი. როგორც პავლე მოციქული ამბობს: მთავარია რწმენა, იმედი და სიყვარული. ჩვენი იმედი არ არის შემარცხვენელი, რადგან ჩვენ ღმერთის იმედი გვაქვს და არა პოლიტიკოსების, ან რომელიმე პიროვნების. ქრისტიანს თუ ღმერთის იმედი აქვს, ის არის მშვიდი, მოწესრიგებული და ლოცულობს იმედიანად. იმედით აღსავსე ადამიანი ყოველთვის არის მოღიმარი, მშვიდი, მასაც აქვს პრობლემები, მაგრამ მან ეს პრობლემები ღმერთს ჩააბარა. პავლე მოციქული ამბობს: თქვენი საზრუნავი მას დააკისრეთ, რამეთუ ის ზრუნავს თქვენზე. ასეთი დარიგებაც არსებობს: ღმერთს კი არ უნდა შესჩივლოთ თქვენი პრობლემები, პრობლემებს უნდა უთხრათ, რომ ღმერთი გყავთ და ის მოაგვარებს თქვენს პრობლემებს. ამას კი რწმენა სჭირდება.
– თუმცა ადამიანებს უკან ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე წინ.
– ხშირად ვიცით ადამიანებმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში ვართ: ეს ვიყავი, ის ვიყავი, ან ვინმეს განვიკითხავთ – მშობლებს, ნათესავებს, უფრო კარგად ვიცხოვრებდი სხვა ოჯახში, სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავიო და ასე შემდეგ. იშვიათად, ვინმე წარსულს კარგად რომ იხსენებდეს. არადა, მადლიერები უნდა ვიყოთ განვლილი წლების, რადგან ვერც უკან დავიბრუნებთ და ვერც ცხოვრებას გადავახვევთ. ყველაფერი კარგი გვახსოვდეს და უფლის უმადურები არ ვიყოთ, არ ვსაყვედურობდეთ: რატომ მე, რატომ დავიბადე საქართველოში და ასე შემდეგ. ეს დიდი მკრეხელობაა: მადლიერებით უნდა ვიყუროთ უკან და ქვევით სინანულით უნდა დავიხედოთ. ბასილი დიდი შესაქმის განმარტებისას ამბობს: ადამიანი არის ვერტიკალური არსება და მიწას არ უნდა მისჩერებოდეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მიწისგან ვართ შექმნილები და არ უნდა ჩავვარდეთ ამპარტავნებაში. ზევით ახედვა კი საჭიროა ლოცვითა და რწმენით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლო ზეციური იერუსალიმია და სასუფეველი უნდა დავიმკვიდროთ. ზეცაში ოხვრით, წუწუნით კი არ უნდა ვიყუროთ, არამედ ლოცვითა და იმედით. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ: სად ხარ, ღმერთო, რატომ ცხოვრობს ის ჩემზე კარგად, რატომ მიმატოვე, რატომ მაქვს ბანკის ვალი, რატომ მყავს ასეთი მეუღლე და ასე შემდეგ. დღეს, ხშირ შემთხვევაში, არავის არაფერი მოსწონს და ყველა უკმაყოფილოა. როდესაც ქრისტე ქვეყნიერებაზე მოვიდა და ბევრი რელიგიური ადამიანი დაინახა, მათ მიმართა: თქვენ ხართ თეთრად შეფერთქილი საფლავებიო.
– ჩვენც ასეთები ვართ შინაგანად?
– კი, უმრავლესობა ასეთები ვართ. გარეგნულად მოწესირგებულები და შინაგანად სხვანაირები. სხვა კი არ უნდა შევიცნოთ, სხვის ცხოვრებაში კი არ უნდა ჩავყოთ თავი, სჯობს ჩვენს ცოდვებს მივხედოთ, იმდენად ვყარვართ შიგნიდან. სასულიერო პირები, პოლიტიკოსები სხვებს აკრიტიკებენ, არადა, იმდენი პრობლემაა ჩვენში, რომ ხმა არ უნდა ამოგვეღებოდეს, არავისზე არაფერს ვლაპარაკობდეთ. როცა ადამიანი სხვაზე საუბრობს, ვითომ ამხელს: მე სიმართლის მედროშე ვარ... მოდი, საკუთარ თავს ვუთხრათ ეს სიმართლე. როცა სიყვარული იკარგება, მერე იწყება სიმართლე, რადგან სიყვარულის დაკარგვის შემდეგ არავინ და არაფერი მომწონს. ამიტომ გარშემო სიყვარულით იყურეთ და არა გამადიდებელი შუშით. დედამიწა უკვე შეირყა ამდენი ბოროტებით, მრისხანებით, სიძულვილით. ვიცით, რომ მრავალი პრობლემაა, მრავალი სნეულება გვაწუხებს, მაგრამ ჩვენ ხომ გვყავს ღმერთი. იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, ერთმანეთს დაბოღმილები სწერენ, ისეთ სტატუსებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, გული გაგისკდება. ბევრი ადამიანია დღეს თავისი სიტყვით, გამოხედვით მკვლელი, ამას მივხვდებით, როცა ჩვენს გონებაში, გულში ჩავიხედავთ, დავინახავთ რას ვფიქრობთ, რას განვიცდით. ამიტომ ჯობია საკუთარი თავი განვკურნოთ და მერე გადავიდეთ სხვის განკურნებაზე, ქრისტიანული ხედვებით ვიცხოვროთ.
– რატომ ვერ ვიხედებით საკუთარ თავში და პირიქით, სხვების თვალთვალი უფრო გვიყვარს, თან, სულ ვიკვეხნით, რომ დიდი ხანია, ეკლესიაში დავდივართ, კარგი მლოცველები ვართ, ეს მამაო ჩემი მოძღვარია და ასე შემდეგ.
– ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. ვიღაცას ჰგონია, რომ ეკლესიურია ის ადამიანი, რომელიც დილით წირვაზე მოდის, საღამოს ლოცვაზე, სანთელს ანთებს, მოძღვარი ჰყავს, რომელთანაც ინტიმური ფოტოები აქვს გადაღებული, ძალიან ახლოს არის. სინამდვილეში, ეს რელიგიური ადამიანია. ეკლესიური ადამიანი კი ქრისტიანია, რომელიც მიხვდა, რომ ძალიან ცოდვილია და იწყებს მკურნალობას. ეკლესიურობა ჩვენში ხშირად არ ნიშნავს ქრისტიანულ ცხოვრებას. ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, ქრისტეს მიბაძვა. ამბობენ ხოლმე: სასულიერო პირია და რეებს ლაპარაკობსო. მერე რა, რომ სასულიერო პირია, სასულიერო პირობა ჯვრის ჩამოკიდება, ანაფორითა და ხარისხებით სიარული კი არ არის. სასულიერო პირი არის სამაგალითო პიროვნება, მაგრამ რამდენი უღირსი სასულიერო პირი, იერარქი არსებობდა. ასე რომ, ჩვენი მაგალითი არის ქრისტე, მასზე უნდა გვქონდეს სწორება და არა რომელიმე სასულიერო პირზე. შეიძლება, არ მოგვწონდეს მამა გიორგი, ან რომელიმე ეპისკოპოსი, ან, თუნდაც, ილია მეორე. კათოლიკოს-პატრიარქი არ არის ეტალონი, ის მაგალითია მთელი ცხოვრების განმავლობაში, მასაც ხომ შეიძლება რამე შეეშალოს და ეშლებოდა კიდეც. მაგრამ შეიანანა და ახლა ამ ასაკში პატრიარქის კრიტიკა რომ დავიწყოთ, ძალიან ცუდად დავამთავრებთ.

скачать dle 11.3