კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№47 რაზე ფიქრობენ ქალები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

რაზე  ფიქრობენ
 ქალები

  რაზე ფიქრობენ ქალები – ფულზე, კოცნაზე, ღალატზე, კაცებთან მეგობრობაზე, მათ წვერსა თუ სიმელოტეზე, ასაკსა თუ სოციალურ სტატუსზე? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად მამაკაცებს აინტერესებთ.
  პატრონი კაცის იმიჯი, რომელიც ოჯახს ინახავს და სრულად არის მასზე პასუხისმგებელი, წარსულს ბარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ  ქალების თითქმის 58 პროცენტს არ აინტერესებს, რა შემოსავალი აქვს თვეში მის პარტნიორს, იმ შემთხვევაში, თუ მათი ურთიერთობა ნორმალურია.
  დადგენილია ისიც, რომ ქალების უმრავლესობას წვერგაპარსული კაცები ურჩევნია გაუპარსავს და წვერიანს. სიმელოტე  კი  ქალების მხოლოდ  9 პროცენტს მოსწონს.
  გაგიკვირდებათ, მაგრამ ემანსიპირებულ ქალებსაც კი პარტნიორებად ძლიერი კაცები ურჩევნიათ.
ქალების 60  პროცენტს მიაჩნია, რომ კაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს. სიმაღლეში სასურველ სხვაობად 6-10 სანტიმეტრს ქალების 21 პროცენტი ასახელებს.
   საინტერესო ფაქტია ისიც, რომ  ქალებს ახალგაზრდებზე მეტად უფროსი ასაკის კაცები მოსწონთ, რადგან მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო თვითდაჯერებულები და სანდოები არიან.  დღესაც კი, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ქალების თითქმის ნახევარი   ინიციატივას, პირველ ნაბიჯს კაცისგან ელის. რაც შეეხება ქორწინების შეთავაზებას, ამისთვის ქალები  უფრო მზად არიან.  სადავო არ არის ისიც, რომ ახალი ურთიერთობების სურვილი მამაკაცებს უფრო ხშირად უჩნდებათ. ამას უკავშირდება ხოლმე პარტნიორის ბრალდებები, რომ კაცის დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა და ის მასთან სექსის მიმართ გულგრილია.
* კოცნა  კაცისთვის  მიზნამდე (სექსი ან კონფლიქტის მოგვარება) მისასვლელი გზაა, ქალისთვის კი თავად ეს გზაა მიზანი. ქალებისთვის კოცნა ბევრად უფრო სახალისო და სასიამოვნო პროცესია.
 * ქალების აზრით, კარგად განვითარებული კუნთების მქონე კაცები ნაკლებად პასუხისმგებლიანები არიან.
* ახალგაზრდა და ლამაზი ქალების ლტოლვა უფროსი ასაკის კაცებისადმი მხოლოდ „ჯორჯ კლუნის ეფექტით“ არ აიხსნება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძალა და სოციალური სტატუსი ქალებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. საოცნებო კაცის თვისებებად ძალას და გავლენას ქალების მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს.

მარადიული  კითხვა

  ყველა ქალს აინტერესებს, როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა კაცთან, რომელიც უყვარდა, ახლა კი პრობლემები აქვს.  მათ  რატომღაც  ავიწყდებათ, რომ გაცილებით ადვილია, შესაძლო პრობლემა წინასწარ გამოვიცნოთ და რაც შეიძლება, მალე გადავხედოთ სიტუაციას.  
  უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია, სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრას საკუთარ თავს.  საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია ჰარმონიული ურთიერთობა სხვასთან. ზოგადად, გარშემო მყოფები ისევე გვექცევიან, როგორი დამოკიდებულებაც გვაქვს საკუთარი თავის მიმართ, რის უფლებასაც ვაძლევთ.  უფრო მეტიც,  სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ადამიანებს  მივიზიდავთ.
  როცა  ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, საქმე  იმდენად კაცს არ ეხება, რამდენადაც თვითონ ქალს, უფრო ზუსტად კი — იმას, თუ როგორ კაცებს ირჩევს იგი. დადგენილია, რომ არსებობენ  მამაკაცები, რომელთაც არ შეუძლიათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა.  სანამ ქალი არ გააცნობიერებს, სად უშვებს შეცდომას, მუდამ ერთ ადგილას იტრიალებს. როგორც წესი, ყოველი შემდგომი შემთხვევა წინანდელზე მძიმე აღმოჩნდება ხოლმე.
  რატომღაც, ქალებს, რომლებსაც შეიძლება, იდეალისტები, მაქსიმალისტები, მეტისმეტად რომანტიკული არსებები, იდეალურ  სიყვარულზე მეოცნებენი  ვუწოდოთ, უფრო ხშირად შეუფერებელი კაცები მოსწონთ. რაც მეტის მოლოდინი გაქვს, მით დიდია იმედგაცრუება. შესაძლოა, უზარმაზარი სიყვარულის მოთხოვნილება ნორმალურია, მაგრამ რეალობის აღქმა არ უნდა დაკარგოთ. მამაკაციც ზუსტად ისე უნდა შეაფასოთ, როგორიც სინამდვილეშია. ნურასოდეს მიაწერთ ისეთ თვისებებს, რაც არა აქვს. ნუ მოუგონებთ ყალბ ღირსებებსა და დამსახურებებს.
ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა იცოდეთ, რა მოლოდინები შეიძლება, გქონდეთ პარტნიორისგან.

ხრიკები   ბედნიერი
 ურთიერთობისთვის

  ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გვხვდება. ხანდახან ძალიან გვინდა, რომ მათ მოსაგვარებლად  ჯადოსნური ღილაკი არსებობდეს.  ბუნებრივია, ასეთი ღილაკი არ არსებობს, მაგრამ  შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფსიქოლოგიური ხერხები, რითაც არა მარტო ადვილად მოაგვარებთ ადამიანებთან ურთიერთობას, არამედ ცხოვრებასაც გაიმარტივებთ, უფრო მეტიც, ის შეიძლება, ჰარმონიული და სასიამოვნო გახდეს.
* თუ გსურთ, მეუღლისგან მხარდაჭერა მოიპოვოთ, სთხოვეთ მას უმნიშვნელო დახმარება დღეს, ხვალ, მომავალშიც. ნუ დაელოდებით, თავად როდის მიხვდება, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.   ამას თხოვნის ეფექტი ჰქვია.
* თუ მეუღლესთან  მეტი  სიახლოვე გინდათ, სთხოვეთ რაიმე წვრილმანი, მაგალითად, მაისური. ასევე, შეგიძლიათ, ჰკითხოთ აზრი რაიმე მნიშვნელოვანთან დაკავშირებით, ეს მომავალში თქვენი კარგი ურთიერთობის მიზეზი გახდება.
* კვლევების თანახმად, როდესაც გაღიზიანებული ხართ, კარგია საღეჭი რეზინის დაღეჭვა. ეს კარგი რჩევაა. ამის ბევრი ახსნა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ გაღიზიანების დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც მალე განეიტრალდება საღეჭი რეზინის ღეჭვით. ამ დროს სისხლი იწყებს თავისუფლად მოძრაობას და თანაბრად მიეწოდება თავის ტვინს – ადამიანი მალევე წყნარდება.
* უთხარით  თქვენი საიდუმლო საყვარელ  ადამიანს.  ეს კარგი ხერხია ურთიერთობის ასაწყობად.  ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ ენდობით, გაფასებთ და მნიშვნელოვნად მიიჩნევთ, ინფორმაცია მასაც გაანდოთ.
* თუ გინდათ, საყვარელ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ ან რაიმეზე დაითანხმოთ, აუცილებელია, სწორად დაუსვათ შეკითხვა. კი არ ჰკითხოთ, გააკეთებს თუ არა ამას, არამედ შესთავაზეთ ორი ვარიანტი – მიეცით ალტერნატივა.
* პატარა შეცდომის დაშვება სასარგებლოა. რატომღაც  ხშირად  ვცდილობთ, სხვის თვალში იდეალურები გამოვჩნდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, სჯობს,  ვიყოთ ის, რაც ვართ.
* უთხარით კომპლიმენტები ყოველდღიურად, ეს აუცილებელია განწყობისათვის და არ უნდა დაგავიწყდეთ მაშინაც კი, როცა საშინელ ხასიათზე ხართ. ამით მას კარგ განწყობას შეუქმნით, დადებითი ენერგია კი უკან დაგიბრუნდებათ.
* და რაც მთავარია, ხშირად გაუღიმეთ.

скачать dle 11.3