კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№47 დაბოლილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ეპიზოდი მესამე: მზადყოფნა

  თუმცა წეს-წყობილება შეიცვალა და აწ უკვე სხვა ვარკვლავებს, კერძოდ, დემოკრატიულებს ვსდევთ, როგორც ჩანს, შინაგანი რწმუნებულებები ასე იოლად და სწრაფადაც ვერ იცვლება.
  ჰოდა, რაკი ვერ იცვლება, საბჭოური ანეკდოტის პათოსი (შეძლებ თავმჯდომარეობას, რატომაც არა, „ბორჯომსაც“  დავლევ და მდივანსაც დავასამოთხებო), კვლავაც აქტუალურია.
  ხოლო, ვინაიდან აქტუალურია, „გირჩელმა“ მაქარაშვილმა (აი, ჯარში მხოლოდ უფულოებმა იმსახურონ, ფულიანებმა ფული გადაიხადონო, დეზერტირებმა რწმენა შეიცვალონ და „გირჩული“ „ეკლესიის“ მრევლ-მოღვაწენი შეიქნანო) არ დაგვიმალა, რომ მზადაა, გადაიბაროს ქვეყნის სადავეები და მართოს, როგორც საჭიროა!
  მეორე მხრივ, ბ-ნი ელისაშვილი მოგვიწოდებს გაოცებისკენ (თუმცა იქითაც და აქეთაც გასაოცარი ბევრია), თქვენ წარმოიდგინეთ, მე და ბესელია ერთად ვისხედითო (ანუ თანამოაზრეები ვართ, ისე გაგვაგიჟა დემოკრატიის საფრთხის ქვეშ დადგომამო). აქვე შეგახსენებთ, ელისაშვილი ბესელიას ბრალს სდებდა ზეწოლაში, როდესაც შეწყალების კომისიას თავკაცობდა, ანუ ლოგიკა ასეთია: ბესელია დამნაშავეა (ელისაშვილის ლოგიკით), თუ მის გვერდით არ დგას და უდანაშაულო – თუ მის გვერდითაა.
  აქედან გამომდინარე კი, დიდი ფელინობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჩვენ წინაშე ცოცხლად თამაშდება შედევრი „დაბოლილები“, ეპიზოდი მესამე: „მზადყოფნა“.


скачать dle 11.3