კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№47 ვაჭრობის ობიექტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რასაც ვერ იყიდი ფულით
  სანამ, სახელდობრ, ჩვენს ქვეყანაში კვლავ ძალაუფლების სადავეების იქით – დასატოვებლად, აქეთ კი – ხელში ჩასაგდებად იღვწიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი (არათუ ერთმანეთის ოპონენტები, ლამისაა მოსისხლეები) და მოქმედი პოლიტიკოსები, ჩვენ გარშემო პოლიტიკოსები მსხვილად თამაშობენ.
მას შემდეგ, რაც აშშ-სა და თურქეთს შორის შავი კატების მთელი ბანდა გარბი-გამორბის (და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანომ თვით სომხების გენოციდიც აღიარა), ხოლო თურქეთსა და რუსეთს შორის არც მთლად უგულო მტლაშა-მტლუშია (ფაქტობრივად, ანტიდასავლური კოალიციის წევრები არიან და ერთობლივ სამხედრო ოპერაციებსაც ატარებენ და ეკონომიკურ პროექტებსაც), პრეზიდენტი ერდოღანი პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად გაეუშურა.
  რატომ? რადგან თურქეთის პირველკაცმა ზღვარზე ითამაშა და სავაჭროდ სარფიანი ნიადაგიც შეიქმნა, ამიტომაც აშშ-ელმა კოლეგამ მას 100-მილიარდიანი შეთანხმებაც შესთავაზა და რუსული „ეს 400-ს“ შეძენის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ვარიანტებიც.
  ცხადია, აშშ-თურქეთის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ არათუ პოლიტიკურ ვაჭრობას ვერ ვახერხებთ (ანუ მეწვრილმანეები ვართ), არამედ სხვების ვაჭრობაში გასაყიდის როლს ვერ ვცდებით.




скачать dle 11.3