კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ოჰ – ეს სკამი!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

პრასი, ანუ ბელადები გვყავს

  მართალია, ბევრი ოფლიც დაიღვარა, ემოცია-ფულიც დაიხარჯა რუსთაველის გამზირზე და პროპორციული არჩევნების ჩატარების იმედიც ჩაგვესახა (თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, ამომრჩეველს პროპორციული სისტემის ბედი აღელვებდეს, ეს ფუფუნება დალხენილი ქვეყნებისთვისაა და არა სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის), მაგრამ, აღმოჩნდა, რომ „მაჟორიტარებმა“ და არა მხოლოდ, „ქართულ ოცნებას“ უგანეს (ან აგანებინეს), ამიტომაც, ბუნებრივია და ამის განჭვრეტას დიდი ნათელმხილველობა არც სჭირდებოდა, პარლამენტის წინ აქცია განახლდა (ვფიქრობ, პირველ ყინვამდე).
მ  თავარი მოტივია, რომ ხალხი მოატყუეს, ანუ დემოკრატია საფრთხეშია! სწორედ ამ ლოზუნგებით გაერთიანდნენ ისეთებიც კი, რომლებიც ადრე ერთმანეთს პოლიტიკურადაც დევნიდნენ და ფიზიკურადაც (ოჰ, ეს სკამი!). ცხადია, მაჟორიტარებს თავისი იმდენი ცოდვა აქვთ, რიონი ვერ განბანს, თუმცა არ მგონია, აი, იმ პოლიტიკოსებმა (ფოტოზე რომ ხედავთ და ფოტოს გარეთაც ბრძანდებიან), არ იცოდნენ, რომ ხალხს საერთოდაც არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა შერეული იქნება, თუ მხოლოდ პროპორციული. და არც ისე გულუბრყვილოები ბრძანდებიან, ვერ თვლიდნენ, ეს ის თემა არაა, ამომრჩეველს რომ ქუჩაში გამოიყვანს, არადა – რევოლუციისთვის მხოლოდ ბელადები არასაკმარისი პირობაა.
  აქედან გამომდინარე კი, ბრმისთვისაც ნათელია, რომ ოპოზიციური ერთობის მოტივი არა ზემოთქმული, არამედ ადგილის მოპოვებაა მომდევნო ხელისუფლებაში (ეს ბუნებრივი სურვილი და ინსტინქტია პოლიტიკურ მარაქაში გარეულისთვის), ხელისუფლებისთვის კი მისთვის სასურველი ვარიანტის გატანა ხელისუფლებაში დარჩენისთვის. თუმცა, რაკი ქართულ პოლიტიკას პოლიტიკის არაფერი სცხია და, ძირითადად, წვრილმანი ვაჭრობაა, ნერვებს ძალიანაც ნუ აიშლით და სიცოცხლეს ნუ მოისწრაფებთ.
ასემც უქმნიათ, ბოლოს კიდეც ჯგუფურად უცეკვიათ.


скачать dle 11.3