კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№47 მედვიზიტ გლობალი – სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის

  სამედიცინო ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთ ახლადფეხადგმულ ბიზნესად მიიჩნევა, მით უფრო დღეს არსებული საკანონმდებლო გამოწვევებისა და რეგულაციების ფონზე. ამის მიუხედავად, ორმა ქალბატონმა სულ რამდენიმე წელიწადია, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებას მიჰყო ხელი და  უკვე მოახერხა ბიზნესის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის ფონდის  რჩეულად  დასახელებულიყო. სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების პარალელურად, განსაკუთრებული შედეგები ინ-ვიტრო განაყოფიერების კუთხით ფიქსირდება. „მედვიზიტ გლობალი“, საკუთარი სუროგაციის ცენტრის წყალობით, წამყვან ინ-ვიტრო კლინიკებთან თანამშრომლობს  და მზარდი წარმატებები და შედეგები აქვს.
  თამუნა გაბუნია (ექიმი, ჯანდაცვის მაგისტრი, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი): 3 წელია, რაც ბაზარზე ვართ და უნდა ითქვას, უკვე საკმაო წარმატებებს მივაღწიეთ. მე და ჩემს პარტნიორს, მათუთა ბჟალავას მოგვივიდა იდეა, ჩვენი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, ჩამოგვეყვანა  საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ და დაგვეარსებინა „მედვიზიტ გლობალი“.  ჩვენი კომპანია არსებითად, დაკავებულია ორი წამყვანი  მიმართულებით: ეს გახლავთ სამედიცინო ტურიზმი და ხელოვნური განაყოფიერება. ფაქტობრივად, ნაწილობრივ ორივე მიმართულება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ ჩამოგვყავს პაციენტები უცხოეთიდან, რომლებსაც,  სამედიცინო მომსახურების გაწევის პარალელურად, ვთავაზობთ 
ჩვენი  ქვეყნის ტურისტულ  სერვისს, მოგზაურობას, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მათ განთავსებას სასტუმროში და ასე შემდეგ. მოკლედ, სრულ სერვისს ვუწევთ.
– ვიდრე სამედიცინო ტურიზმის პერიპეტიებზე გადავალთ, უფრო ვრცლად სუროგაციის ცენტრზეც გვესაუბრეთ..
– „მედვიზიტ გლობალი“ დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წყვილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ მშობლები, მაგრამ გარკვეული პრობლემები აქვთ, ვეხმარებით მათთვის სასურველი სუროგატი დედის და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში. გარდა ამისა, პოტენციურ
მშობლებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ისარგებლონ დონორთა გაყინული სპერმისა და კვერხუჯრედების ბანკით. აღნიშნული ბიოლოგიური მასალის მიღება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, რაც პაციენტებს თავიდან აარიდებს ლოდინის პროცესს. პაციენტი, ასევე, დაზღვეულია შერჩეული დონორის მიერ დონაციაზე უარის თქმისგან (უცაბედი პირადი ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე).
  ქალებს, რომელთაც არ სურთ, ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები, ვთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე, შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე. ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამით კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.
– რას სთავაზობთ წყვილებს, რომლებიც მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?
– ჩვენი კომპანიისთვის ქართველი პოტენციური მშობელი პრიორიტეტია. „მედვიზიტ გლობალი“ სრულიად ინოვაციურ სერვისს სთავაზობს პაციენტებს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სტანდარტული პროგრამებისგან, რასაც დღემდე სთავაზობდნენ საქართველოში. კონკრეტული ფიქსირებული თანხის ფარგლებში, წყვილს, რომელიც საჭიროებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, შეუძლია მიიღოს გარანტირებული შედეგი.
– რას ნიშნავს გარანტირებული პროგრამა?
– „გარანტი პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტი იღებს ულიმიტო რაოდენობის ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურას სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით, სანამ ბავშვი არ დაიბადება.
– ძირითადად, რომელი  სამედიცინო მიმართულებებით ინტერესდებიან უცხოელი პაციენტები?
– ძალიან მაღალია მოთხოვნა ხელოვნური განაყოფიერების სერვისზე. ასევე, პლასტიკურ ქირურგიაზე. ჩვენთან ხარისხიც მაღალია და ინტერესიც – უფრო მზარდი, რადგან სამედიცინო მომსახურების პარალელურად, ისინი ათვალიერებენ ქვეყანას. არცთუ მცირე დროით უწევთ ჩამოსვლა და ამიტომაც  ამ პროცესს დასვენებაც და მოგზაურობაც ერთვის.  ვთანამშრომლობთ ყველა წამყვან კლინიკასთან. გვაქვს წარმატების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. გვყავს უცხოელი პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ასევე, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. ვმუშაობთ სრული დატვირთვით და საბოლოო ჯამში, ეს კმაყოფილს ტოვებს როგორც ჩვენს უცხოელ ტურისტებსა და დამკვეთებს, ისე ქართულ სამედიცინო სეგმენტსა და პერსონალს.
– გარდა ხელოვნური განაყოფიერების სამედიცინო სერვისისა, კიდევ რომელი  სფეროებით ინტერესდებიან უცხოელები?
– ეს გახლავთ სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ბარიატრია და ასე შემდეგ. ჩვენს პაციენტებს ძალიან ბევრი მიმართულებით ვეხმარებით, რომ მათ სრულფასოვანი მომსახურება მიიღონ. პლასტიკური ქირურგიის თითქმის ყველა სეგმენტი არის ათვისებული, ისევე როგორც ბარიატრიული ოპერაციები, სტომატოლოგიური  სეგმენტი,  ზოგადი ქირურგიის გარკვეული მიმართულებები და  სხვა.
  მათუთა ბჟალავა (ექიმი, ჯანდაცვის მაგისტრი, კომპანიის თანადამფუძნებელი): ჩვენი უცხოელი პაციენტები საქართველოში სამედიცინო ინტერესებისთვის, ბუნებრივია, ერთი და ორი დღით არ ჩამოდიან. ხანდახან აქ თვეობითაც რჩებიან, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი ქვეყნის სერიოზული ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, მათთვის ტურისტული მომსახურებაც შეგვეთავაზებინა – წაგვეყვანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, დაეთვალიერებინათ და გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოს,  ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორს, დღევანდელობას... ეს ყველაფერი შედის იმ ბიზნესპაკეტში, რომელსაც ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ და რომელიც სამედიცინო სერვისთან ერთადაა განაწილებული.  შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სერვისთან ერთად, ის ისვენებს, ეცნობა ქართულ კულტურას, მოგზაურობს. ეს კი ორმაგად სასიამოვნოა და ხელსაყრელი მათთვის.  
– როგორ შეაფასებდით სახელმწიფო რეგულაციებს და  რა არის აუცილებელი ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებისთვის, მით უფრო, რომ თქვენ სამედიცინო ტურიზმის სფეროში გაწეული მუშაობისთვის  დაჯილდოვდით და თქვენი აზრი კომპეტენტურია ამ სფეროს განვითარებაში.
– გეთანხმებით, ამ მიმართულებით ბევრი რამაა გასაკეთებელი. წარმოიდგინეთ, ჩვენი პაციენტების ვიზიტისას არა მხოლოდ ქართული სამედიცინო სერვისის მომსახურებაა ჩართული ანუ კლინიკები და მედსერვისი იღებენ შემოსავალს, ფინანსები ტურისტულ სეგმენტშიც  შემოედინება. პლუს, საქმდებიან ადამიანები, ძიძის, დამხმარე ქალის, მძღოლისა და სხვადასხვა პოზიციებზე. თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ ჩვენ, ამ ბიზნესსეგმენტის წარმომადგენლებს, მოგვეცეს უფრო მეტი  საკანონმდებლო ხელშეწყობა და საგადასახადო შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი დარგის წარმატების კიდევ უფრო დიდი საწინდარი იქნება, არამედ ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას და  ფინანსების შემოდინებას საქართველოში.
დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. საკონტაქტო ტელ: 599 56 67 61.
ვებ-გვერდი: www.medvisitglobal.com
კონსულტაცია უფასოა.
скачать dle 11.3