კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რაზე ანერვიულეს სოფო გოგებაშვილი და ჟიურის რომელი წევრის შეფასების ეშინოდა მას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „მასტერშეფის“ ახალი სეზონი დაიწყო და პროექტში არა ერთი ცნობილი სახე გამოჩნდა. მათ შორის არის კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის ულამაზესი მეუღლე – სოფო გოგებაშვილი. სოფო თვითნასწავლი კულინარია. ამ სფეროს ხელი მას შემდეგ მიჰყო, რაც ოჯახი შექმნა და შვილები შეეძინა. როგორც თავად ამბობს, კერძების მომზადება ნიკასაც კარგად გამოსდის და მეუღლისგან ბევრ რჩევას იღებს. სოფო პროექტზე და კულინარიაზე გვესაუბრა.
  p.s. ფოტოები ეკუთვნის ირაკლი პირველს.
სოფო გოგებაშვილი: 3-4 წელია, აქტიურად ვარ სახლურ კულინარიაში ჩართული. ძალიან ხშირად ვაკეთებ ექსპერიმენტებს, მერე ვუღებ ფოტოებს ან ვიდეოს და „ინსტაგრამზე“ ვტვირთავ. ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა კარგად იციან ჩემი შესაძლებლობები და როგორც მეუბნებიან, მოლოდნისაც ხშირად ვაჭარბებ. პროფესიული განათლება ამ სფეროში არ მაქვს, უბრალოდ, მოყვარული კულინარი ვარ, რომელიც სხვების აზრით, გემრიელად ამზადებს. შარშან, როცა „მასტერშეფი“ დაიწყო, ბევრმა მირჩია, რომ მიმეღო მონაწილეობა. მეუბნებოდნენ, აუცილებლად გამოგივა და შეძლებო, მაგრამ პირველ სეზონზე მართლა შემეშინდა და ვერ გავრისკე. მეორე სეზონზე რომ გამოაცხადეს ქასთინგი, უბრალოდ, გავგზავნე ჩემი ანკეტა, დამიკავშირდნენ და მივედი გასაუბრებაზე. მაშინ მივხვდი, რომ სახუმაროდ აღარ მქონდა საქმე და სერიოზულად ჩავები ამ პროექტში. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. „მასტერშეფმა“ ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაწილი დაიკავა  და ყველაფერს სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებ.
როგორც ტელევიზიიდან ჩანდა, პირველად ნერვიულობდი ჟიურის შეფასებაზე.
– ტელევიზიაში როგორც ჩანს, რეალურად ისე არ ყოფილა. მართლა ძალიან მანერვიულეს – დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიგე პასუხი. 10-15 წუთი საერთოდ ხმას არ იღებდნენ და ეს დრო ისე გაიწელა, რომ ემოციებს ვეღარ ვიკავებდი. ზოგადად, არ მიყვარს ჩემი ემოციების ზედმეტად გამოხატვა, მაგრამ იმ შემთხვევაში უზომოდ ვნერვიულობდი. ნამდვილად არ მითამაშია, მართლა მანერვიულეს. მინდოდა პასუხის მოსმენა – მივიღებდი წინსაფარს თუ არა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– „მასტერშეფს“ მკაცრი ჟიური ჰყავს. რომელიმე მათგანის მიმართ თუ გქონდა შიშის განცდა?
– ასე ვერ გამოვყოფ, რადგან ჟიურის სამივე წევრს თავისი მიდგომები აქვს. კონკურსში ცხოვრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა და მსგავსი ტიპის შეფასების მოსმენაც ახალი იყო ჩემთვის. მართლა ვერ წარმომედგინა, რომელს უფრო მოეწონებოდა ან პირიქით. ზოგადად, ლუკა ტექნიკური შეფასებით გამოირჩევა, ამ მხრივ ამახვილებს ხოლმე ყურადღებას, ამიტომ მისგან ველოდებოდი, რომ რამეს მეტყოდა, შესაბამისად, ვღელავდი. თუმცა, არც ისე ცუდი შეფასება მივიღე და ისე გამიხარდა, მართლა გამოვფრინდი სტუდიიდან.  
– ბავშვების რეაქციაც აღსანიშნავია, ძალიან ბედნიერები იყვნენ.
– პროექტში მონაწილეობის მიღება ჩემი შვილების დიდი სურვილი იყო. ჩემზე აქტიურად  უყურებდნენ წინა სეზონს, არც ერთი შოუ არ გამოუტოვებიათ. იმდენად უნდოდათ, რომ დედაც ეხილათ ამ შოუში, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. წინსაფარიც რომ მისცეს, შუა გადაღების დროს დაიწყეს ბრძოლა, რომელი დაიჭერდა ხელში.
– ნიკა რამდენად ჩართულია ამ ამბებში?
– შეიძლება, არც დამიჯეროთ იმდენადაა ჩართული. იდეებითაც კი მეხმარება. ნებისმიერი ექსპერიმენტი იქნება თუ სხვა, ყველაფერში პირველი დეგუსტატორი ნიკაა. თუ მისი შეფასება დადებითია, უკვე ვიცი, რომ ამ რეცეპტს პროექტში გამოვიყენებ. ჯერჯერობით მის თითოეულ შენიშნვას, თითოეულ რჩევასა და თითოეულ დეტალს ვითვალისწინებ და ჩემი საქმეც კარგად მიდის (იცინის).
– ნიკასაც ჰქონდა სურვილი, რომ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?
– რომ გითხრათ, ძალიან აღფრთოვანდა ამ იდეით-მეთქი, არა, რადგან იცის, რომ ეს დიდი სტრესია და არ არის მარტივი. თან, კარგად მიცნობს, თუ არ ვნერვიულობ და კარგი განწყობა მაქვს, იდეალურად გამომდის ყველაფერი. „მასტერშეფში“ კი სტრესის ქვეშ ხდება კერძის მომზადება – დრო შეზღუდული გაქვს, ცალკე კამერებზე გიწევს მუშაობა, პლუს, შეფასება და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიურადაც ძალიან უნდა იყო მომზადებული. ნიკას დავენანე ან შევეცოდე, არ ვიცი. ბოლოს საქმე-საქმეზე რომ მიდგა, მითხრა: იქნებ არ გინდა? მზად ხარ ამ ნერვიულობისთვისო? იმდენად ვიყავი აზარტში ჩართული, რომ უკან ნამდვილად ვეღარ დავიხევდი. უფრო იმიტომ ვერ დავიხევდი, რომ ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში, ყველასგან მესმის: გგულშემატკივრობთ, შენი იმედი გვაქვს... უკვე შინაგანად მეც გამჯიდა, რომ ხალხს უნდა გავუმართლო იმედები. მათი გვერდში დგომის გამო მინდა, რომ ნახევარფინალამდე მაინც მივაღწიო. გამოცდილი და კვალიფიცირებული კონკურენტები მყავს. მე, როგორც სახლის კულინარმა, არ ვიცი რამდენად გავუწევ  მათ კონკურენციას, ჩემს მაქსიმუმს კი ნამდვილად გავაკეთებ.
– როგორი დამოკიდებულება გქონდა, ზოგადად, კულინარიასთან?
– სულ დაკავებული ვიყავი და ვერ ვიცლიდი ამ საქმისთვის. ჯერ პატარა გავთხოვდი, მანამდე კი აქტიურად ვცეკვავდი და ფიზიკურად სახლში არ ვიყავი. უკვე ოჯახი რომ შევქმენი, ბავშვები შემეძინა, თან ნიკა სპორტსმენია და მას სხვანაირად კვება სჭირდება, გადავწყვიტე, ამ სფეროში გავრკვეულიყავი. მერე ჩამითრია ამ ყველაფერმა, ინტერსი გამიჩნდა და დავიწყე ახალი კერძების დაგემოვნება. ნიკა გურმანია, ყველა ქვეყნის კულინარია იცის და მისგანაც ბევრი ვისწავლე. მგონია, რომ  ნებისმიერი საქმე, რომელსაც გულითა და სიყვარულით გააკეთებ, აუცილებლად გამოგივა. არ მჯერა, რომ ქალს არ გამოსდის კერძების მომზადება, არ არსებობს ეგეთი ქალი. ქალი, რომელსაც უყვარს საჭმელი, აუცილებლად გემრიელ კერძს მოამზადებს.
– თავად ნიკა როგორი კულინარია?
– ძალიან კარგი კულინარია, კაცის პირობაზე, იდეალურად ამზადებს. კერძებს, ძირითადად, ერთად ვამზადებთ ხოლმე. ამ ბოლო დროს ხინკალი ავიკვიატეთ, გარეთ აღარ მივირთმევთ და სახლში ვამზადებთ. გამორიცხულია, სამზარეულოში შევიდე ხინკლის მოსამზადებლად და ნიკა არ შემომყვეს. ყველანაირად მეხმარება, ცომს მიბრტყელებს და ასე შემდეგ. რაღაც ექსპერიმენტებსაც კი ატარებს. ეს ჩვენთვის განტვირთვაა, თან, სახალისო და სასიამოვნო პროცესია.  

скачать dle 11.3