კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№46 კოტე მათითაშვილი: სამსახურიდან გავქცეულვარ, ჩავხუტებივარ ჩემს მეუღლეს და დავბრუნებულვარ უკან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: კონსტანტინე.
გვარი: მათითაშვილი.
პროფესია: პლასტიკური ქირურგი.
– ბავშვობის მოგონება...
– ბავშვობიდან ყველაზე მეტად მახსენდება ის, რომ ბევრი სკოლა გამოვიცვალე და უამრავი მეგობარი შევიძინე. დავიწყე პირველი ექსპერიმენტულით, მერე 51-ესა და 55-ეში ვსწავლობდი, ხოლო ბოლოს ღამის სკოლაში აღმოვჩნდი. საცხოვრებელ ლოკაციას ვიცვლიდით ხშირად და ტერიტორიულად ახლოს რომელი სკოლაც იყო, იქ ვაგრძელებდი სწავლას. დავიბადე საბჭოთა კავშირში, მეკეთა ის პიონერის ყელსახვევიც, თუმცა, საბედნიეროდ, საბჭოთა კავშირის მენტალობა ჩემგან შორს არის.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– მოვლენათა თანხვედრამ. ჩემს ძმას პატარა ასაკში დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და მისმა ექიმმა დამტოვა შთაბეჭდილებების ქვეშ.  ეს ადამიანი გახლდათ ვლადმიერ ვოლობუევი, ძალიან კარგი ქირურგი. მაშინ 9 წლის ვიყავი და პაციენტისადმი მისი დამოკიდებულება, მისი ადამიანური ურთიერთობა ჩამრჩა გონებაში. ისე, ოჯახში არავინ  მყავს ექიმი, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე.
– პროფესიული ჩვევა თუ გაქვთ?
– ადრე მიყვარს სამსახურში მოსვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიყვარს ჩემი პროფესია.  ასე გაცილებით ბევრ რამეს ვახერხებ. და კიდევ – პალატაში ან საოპერაციოში შესვლამდე სამედიცინო ფორმას არ ვიცვამ. ეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში და წესს არ ვარღვევ.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას და პროფესიონალიზმს. არ მიყვარს ამპარტავანი, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, გაუნათლებელი ადამიანები. თავისი ჟინიანი ხასიათით, ჯიბრისა და უცოდინრობის ფონზე უნდათ ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა.
– მეშინია...
– ძაღლების, თუმცა სახლში პატარა ძაღლი მყავს. მართლა ფობია მაქვს. ერთი-ორჯერ ბავშვობაში გამომეკიდნენ და გონებაში ჩამრჩა. ძაღლი რომ უბარალოდ გამომეკიდოს და დამიყეფოს, ცივი ოფლი მასხამს. ზომას არ აქვს მნიშვნელობა, ყველასი მეშინია. შიში სხვა რამეა, რომელსაც ვერ განსაზღვრავ. ხოლო ემოციურ დონეზე არ მიყვარს მარტოობა, ვერ ვიტან, მეზიზღება.
– მაღიზიანებს...
– უცოდინრობა, უტაქტობა და უსაქციელობა, როცა სხვას ზიანს აყენებენ, არ იცის, როგორ სცეს პატივი სხვას და სად რა გააკეთოს, ძალიან მაღიზიანებს. იმდენად ბევრია ასეთი შემთხვევა, რომ სივრცეში მოძრაობა აუტანელი გახდა.
– ბედისწერის გჯერათ?
– მჯერა და მიმაჩნია, რომ ინტუიცია მაქვს. მას ხსნიან, როგორც ჩვენი გონების შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაღიარებთ, თუმცა,  გონებას უფრო მეტი ძალა აქვს და წინასწარ განჭვრეტს კონკრეტულ მოვლენას. ინტუიციისა და ბედისწერის მჯერა, შემთხვევების – არა. უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერი რაღაცაზეა მიბმული, ყველა ქმედებას ახლავს თავისი შედეგი: ცუდს – ცუდი, კარგს – ყოველთვის დადებითი.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმრებს უფრო  დეჟავუ-ჟამევიუს მაგვარ ხედვებს ვარქმევ, როცა წინასწარ ასწრებს მოვლენა ფაქტს ან პირიქით. დამსიზმრებია 10-15 წლის წინ უნახავი ადამიანი, რომელთანაც არანაირი კონტაქტი აღარ მქონია და უცებ ამ ადამიანს დაურეკავს ან ჩემთან მოსულა. ერთი თვის წინაც მქონდა მსგავსი შემთხვევა და ცოტა გაოგნებული დავდიოდი. ასეთი რაღაცების ცოტა მეშინია. მსგავსი რამ მართლა არსებობს, უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს მისი დანახვის ნიჭი ან გვქონდა და დავკარგეთ. შესაძლებელია, ჯერ ვერ განვვითარდით იქამდე, რომ სხეული ტვინით ვმართოთ. ამიტომ ამ ყველაფერს, წინასწარ ხედვას სიზმრებს ვარქმევთ, თუმცა ფაქტია, ვერ ამოგვიხსნია რა არის.
– შეგშურებიათ?
– რა თქმა უნდა, ყველას გვშურს. კარგია, რომ ადამიანი კარგადაა და მეც მინდა, კარგად ვიყო. ეს უფრო მოტივაციაა და არა შური. ისე არა – რატომ  არის კონკრეტულად ეს ადამიანი კარგად და მე – არა. ასე შორს ვერ წახვალ. შური აბერებს, ახმობს და საკუთარ თავს წამლავს. ეს შეგრძნებები არ მაქვს.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
–  პირდაპირ არა, რადგან არ მრჩება გულში სიბოროტე. მე არ გადამიხდია, ცხოვრებას გაუკეთებია ისე, რომ მერე გამიგია და გამცინებია.
– მაოცებს...
– ის, რომ ქვეყანა ძალიან ნელა ვითარდება და ჩვენი ტრადიციები და პროგრესი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. მაოცებს ის, რომ კინოპრემიერის გამო, რომელიც ელემენტარული კინოფილმია, ათასი კომბლიანი ადამიანი დარბოდა მის ჩასაშლელად – გამოქვაბულის დონეა, ქვით მორბენალი ხალხი მგონია. არ ვკონკრეტდები, უბრალოდ, ეს უსაქციელობა მაოცებს. ჩვენ ამ ტრადიციებს გამოვეკიდეთ, მაგრამ ტრადიცია, ჩემი აზრით, მშობლების იძულებით შეტენილი რაღაც ცნობიერებაა ადამიანის გონებაში, რომელსაც ჩვენვე  ვარქმევთ ტრადიციას. ტრადიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ პროგრესი არ უნდა უავრყოთ. პროგრესი არის უფრო სწრაფი მანქანა, აერონავიგაციით სარგებლობა, ტელეფონი და ასე შემდეგ. თუ ეს არ გვინდა, მაშინ გადავყაროთ
ყველაფერი, მივიფაროთ ფოთლები და ვდევნოთ სხვა ორიენტაციის ადამიანები. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ვერ ვითარდებიან, არ უნდათ, არ ხედავენ, არ მოგზაურობენ, არ კითხულობენ... ასე მგონია, ჩარჩენილები, გაჩერებულები არიან და მხოლოდ ერთი საათით ცხოვრობენ, ისიც იმაზე ფიქრით ამ კონკრეტულ ერთ საათში 10 ან 1 000 ლარი იშოვონ.
– რას ეძებთ?
– კარგ სამსახურს, სადაც მეტი შემოსავალი მექნება და ნაკლებ დროს დავხარჯავ. სამსახური ახლაც კარგი მაქვს, მაგრამ ცხოვრება ძალიან მალე გადის და სამსახურში გატარებული დრო ცხოვრების უდიდესი ნაწილია. შესაბამისად, ოჯახთან, საკუთარ თავთან, მეუღლესთან დარჩენის დრო აღარ გრჩება. თუ ამ საკითხს იუმორით შევხედავთ, ასე განვიხილავ.
– ვემალები...
– ადამიანებს, ვისაც  ჩემი ვალი აქვთ. არ მიყვარს, რაღაცა გავცე და მერე უხერხულად ვაგრძნობინო თავი იმ პიროვნებას.
– რაზე ოცნებობთ?
–  ვალები რომ არ მქონდეს. როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, მეც მაქვს ვალები – ბანკის ვალები და პასუხისმგებლობები. ვალის გარეშე ბევრად უფრო კომფორტულად ვიცხოვრებდი.  
– სიყვარული – ეს არის?
– ერთი მიმართულებით და არა ერთმანეთის თვალებში ყურება. ეს ჩემი სიტყვები არაა, თუმცა აბსოლუტურად ვეთანხმები. როდესაც ორი ადამიანი ერთი მიმართულებით იყურება, მაშინ ყველაფერს გაიტანენ, მოითმენენ, დაუთმობენ და ის სიყვარულიც გაათმაგდება, გაასმაგდება. როცა თვალებში უყურებენ, მაგრამ აქეთ და იქით მაინც თავისას ექაჩებიან, ბევრი არაფერი გამოუვათ. სიყვარული, ეს არის დიდი დათმობის ნიჭი. როცა გიყვარდება, ძალიან მაგარია, მაგრამ მერე მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
– სიყვარულს წესები აქვს?
–  სიყვარული ეს არის ბუნტი ორგანიზმში, როცა  მეორე ორგანიზმს შენ ახლოს აღიქვამ. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა. თუ ამ წესებს მინიმალურად მოვუფრთხილდებით, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ერთმანეთის გარეშე ეგ ორი რამე არ არსებობს. თუმცა ვნება ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ერთწუთიანი, ერთწამიანი, 15-წუთიანი და დამთავრდეს სრულიად ერთი ჭიქის მიჭახუნებით ან გაღვივდეს ფიზიკურ ურთიერთობებში. არ არის ერთი და იგივე, თუმცა, სიყვარულის დიდი ნაწილი არის ყოველდღიური ვნება პარტნიორისადმი. ერთამანეთის შემავსებელია. სიყვარული ფუნდამენტური გაგებაა, ვნება კი – იმპულსური, აგრესიული, ემოციური მდგომარეობა.
– ქალს ალამაზებს...
– თავის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ქირურგიასა და მედიციანას არ ვგულისხმობ. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, თუ პლასტიკური ქირურგი ხარ, ყველას ამ კუთხით აანალიზებ. ღმერთმა დამიფაროს, დავდიოდე და ადამიანზე ვფიქრობდე, ვის რას გავუკეთებ. პლასტიკური ქირურგი ქალის ცხვირზე, ძუძუზე და მუცელზე არ ფიქრობს. არც ისე ეგონოს ვინმეს, რომ პლასტიკურ ქირურგს სულ გალამაზებული ქალები ელანდება, პირიქით, ზედმეტი ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ქალს ალამაზებს კარგი მამაკაცი, მისი შვილები და ოჯახური სითბო და სიმყუდროვე, რომელსაც თავად ქმნის. მთავარი შინაგანი პრინციპია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– არავითარ შემთხვევაში. სუსტ კაცებს ეშინიათ. ქალი ძლიერიც უნდა იყოს, შემდგარიც, ლამაზიც, გამტანიც და მებრძოლიც. კაცი ქალის ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდეს, ეს მძულს. ვერ ვიტან „ჩამოკიდებულ მამაკაცებს“. ჩვენს ქვეყანაში ასეთი უამრავია და თითოეული მათგანი თავის თავს „აპრავებს“. თუ ადამიანს შრომა გინდა, იპოვი საშუალებას, თუ არა, მაშინ  – მიზეზს.
– სიგიჟე, რომელიც სიყვარულის გამო ჩაგიდენიათ...
– სამსახურიდან გავქცეულვარ, ჩავხუტებივარ ჩემს მეუღლეს და დავბრუნებულვარ. ჩემთვის ეს სიგიჟეა. დილის 6 საათზე სამი ქოთანი ყვავილი შემიძენია და აივანზე დამიხვედრებია.

скачать dle 11.3