კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№46 სად „მოსულა“ სხვის ცოლებთან „გულავი“ თემუკა პატარიძისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  24 წლის თემუკა პატარიძე „ახალ შაბათის შოუში“ ისეთ სახალისო პერსონაჟებს ირგებს, ადამიანს რომ გულიანად გაგაცინებს და თავსაც დაგამახსოვრებს. მართალია, ქუთაისიდან ახალჩამოსულს, გზებიც ერეოდა და ბევრჯერ დაკარგულა კიდეც, მაგრამ ახლა, კარგად მოერგო დედაქალაქს. ხოლო, რა დაჰყვა მას ხასიათში იმერულ-რაჭული გენეტიკიდან, რატომ არ ივლის სხვის ცოლებთან და როდის გასინჯა პირველად მარიხუანა, ამას თავად მოგიყვებათ.
  თემუკა პატარიძე: ჩემი პირველი როლი და სახალხოდ გამოსვლა, ბაღში იყო. მეკვლე ვიყავი, რას ვამბობდი, ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ ფოტოს რომ ვაკვირდები, სასაცილოდ კი გამოვიყურებოდი. მერე, სკოლაში მოვიდნენ „მანსანკანიდან“, სკოლის გუნდს აყალიბებდნენ, მივედი, ხუმრობები განვასახიერე და იქ ვთამაშობდი. მერე, ქუთაისის ნაკრებ გუნდშიც ვიყავი და საქართელოს ნაკრებშიც. სწორედ, „მანსანკანიდან“ მოვხვდი, „რუსთავი 2-ში“, თავიდან საცდელი ვადით და მერე, გამოცდა რომ კარგად ჩავაბარე, კი გავხდი თანამშრომელი. ასე რომ, ახლა 24 წლის ვარ, უკვე 9 წელია, ტელეეკრანზე ვჩანვარ და საკმაო სტაჟიც დავაგროვე (იცინის).
– ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილს, არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად დედაქალაქში გადმობარგება და ცხოვრება?
– ქუთაისიდან დედაქალაქში 17 წლის გადმოვედი და დამოუკიდებლად ცხოვრება ცოტა გამიჭირდა. თავიდან მარტო სამსახური და სახლის გზა ვიცოდი და თუ სადმე გადავუხვევდი, ვიკარგებოდი. ვურეკავდი მეგობრებს: მიშველეთ, დავიკარგე, აქა და აქ ვარ და საით წავიდე, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ თუ უკან-მეთქი (იცინის). ახლა, როგორც კი დრო მაქვს, ქუთაისისკენ გავრბივარ და დამცინიან: რით ვერ მოშორდი ამ ქალაქსო (იცინის). თვეში ერთხელ „მარშუტკაში“ ვზივარ და ვფიქრობ, რიკოთზე ხომ არ შევიძინო ბინა (იცინის). მიყვარს ქუთაისი და სულ რიკოთის გზაზე ვარ გაჭიმული, „მარშუტკის“ მძღოლები მცნობენ.
– რა პროფესიის ხარ?
– პროფესია არ მაქვს, უდიპლომო სასიძო ვარ (იცინის). გადავყევი სამსახურს და ვერ მოვახერხე უნივერსიტეტში ჩაბარება. დიპლომი არ მაქვს, მაგრამ ჩემს თავში ახალ გასაქანებს და შესაძლებლობებს სულ ვეძებ და ვპოულობ.
– თემუკა, ვიცი, არ გიყვარს პირად საკითხებზე საუბარი – გეშინია, თვალი არ გეცეს თუ შეყვარებული არ გყავს?
– ეს ერთადერთი თემაა, რომელზეც არ ვსაუბრობ. თუმცა, არც თვალის ცემის  მეშინია და არც ავი ენების.
– ერთხელ მითხარი, კარგი გართობა კარგი დალევა და ქართული სუფრააო... სასმელთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ?
– შემიძლია, ქართულ სუფრასთანაც კარგად გავერთო და ღამის კლუბშიც. პარასკევი, შაბათი და კვირა კლუბური მუსიკისთვის მაქვს გადანახული, სხვა კვირის დღეებში ქართული სუფრა „მოსულა“. შემიძლია, კარგად გავერთო, კარგი სადღეგრძელოც „შემოვარტყა“,  მაგრამ უბრალოდ, ყანწს ვერ ვსვამ.
– კარგი სადღეგრძელო რომ „შემოარტყი“, მერე ისე თუ დაურტყია, რომ წაქცეულხარ?
– წაქცევით, სადღეგრძელოს „შემორტყმის“ გარეშეც წავქცეულვარ (იცინის). ერთხელ, მახსოვს, ნასვამი მივედი სახლში და ბებიაჩემმა კარი რომ გამიღო, მკითხა: მაისური სად არისო? თურმე, შიშველი მივსულვარ (იცინის). ასე რომ, თუ ქუჩაში შიშველი „გაგეჩითეთ“, ან ნასვამი ვარ, ან გადარეული და უნდა მომერიდოთ (იცინის). ისე, ზოგადად, როცა ნასვამი ვარ, თბილი და ტკბილი ვხდები.
– ბოლო დროს, ულვაშები მოუშვი. ეს ახალი იმიჯი შენ შეარჩიე თუ გირჩია ვინმემ?
– სამსახურში მირჩევენ, გაიპარსე წვერიო, მე არ მიყვარს ბოლომდე გაპარსვა და მაინც ვიტოვებ. ამ ბოლო დროს კი  ულვაშები და „ბლანჟე“ მოვირგე. კი მეუბნებიან, ასაკს გმატებსო, მაგრამ ასეთი უსაშველო რა უნდა მომიმატოს წვერმა და ულვაშმა 24 წლის ბიჭს (იცინის).
– სოციალურ ქსელში დაწერე: ხელფასის დღეს ადამიანი საკუთარ თავს რაღაც-რაღაცების უფლებას რომ აძლევ, ეს ჩვევა აუცილებლად დასაძლევიაო. რითი ანებივრებ საკუთარ თავს, რაში გეხარჯება ყველაზე ბევრი ფული და რა გაქვს დასაძლევი?
– ყველაზე ბევრი ფული, საკუთარი თავის სიამოვნებისთვის მეხარჯება და ეს ხდება ხელფასის დღეს. ამ სიამოვნებაში ვგულისმობ რაიმეს შეძენას, გართობას... ზოგადად, არ მენანება ტანსაცმელში ფულის გადახდა, მაგრამ, არც იმაზე ვარ გადარეული, მილანში ვიშოპინგო. „ბრენდებში“ ფულის გადახდას, მირჩევნია, ის ფული მეგობრებთან ერთდ, გართობაში მოვიხმარო.
– სულ სხვის ცოლებთან რომ დადიხარ, ამაზე რას მეტყვი? ქმრების არ გეშინია?
– თუ სხვისი ცოლის ქმარი გიგა ტაბიძეა, მისი მოქნეული მუშტის კი მეშინია, მაგრამ სხვას მოვუხერხებ რამეს (იცინის). გიგას შემორტყმული – მტერს, მე კი არა, სამი თემუკა პატარიძე ვერ გაუძლებს. სკეტჩებში „მოსულა“ სხვის ცოლებთან „გულავი“, თორემ რეალურ ცხოვრებაში – არა. ეს ჩემში არ ზის, ამაში პატიოსანი ვარ და ასეთად დავრჩები.
– ნარკომანის როლსაც გადასარევად ირგებ. რეალურ ცხოვრებაში როგორაა საქმე ამ მხრივ?
–  წამალი ვენებში არ „გამიშვია“ თორემ, არც ვმალავ, მარიხუანის სისტემატიური მომხმარებელი ვიყავი. ახლა აღარ ვეწევი, თუმცა, არ ვარ  წინააღმდეგი. მახსოვს, საფიჩხიაზე, უბანში მომაწევინეს მეგობრებმა 14 წლის ასაკში, დავიბენი, უცნაურობა დამემართა, სასიამოვნოდ „წავიდა“. რომ გითხრათ, გველეშაპები მელანდებოდა და ზვიგენი მელაპარაკებოდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რაღაც უცნაური და სასიამოვნო რომ ხდებოდა ჩემს თავს, ეს მომეწონა.
– მიუხედავად სუსტი აღნაგობისა, სკეტჩებში, სულ ჩხუბისკენ იწევ და „იწელები“...
– ზოგადად, კონფლიქტური არ ვარ. მირჩევნია, სიტყვით მოვაგვარო ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის. ასე რომ, თავს არავის დავაჩაგვრინებ და აუცილებლად გავიწევ, არ აქვს მნიშვნელობა, რა აღნაგობის იქნება ჩემი მოწინააღმდეგე. როცა ნერვები მეშლება, აფექტური ვარ და არაადეკვატური, ამ დროს „ქუთაისურიც“ ირთვება და „გაწელვაც მოსულა“ (იცინის). შეიძლება მომეშალოს ნერვები, ავხტე-დავხტე, ასეთი არაადეკვატური რამდენიმე წუთი ვარ. მერე ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე. თუმცა, ასეთი შემოძახებები ხშირად არ მჭირდება. როცა ძალიან მეშლება ნერვები, ამ დროს სასმელი მშველის, ესაა ერთგვარი თავის შემოძახება და ვმშვიდდები. სხვათა შორის, რაჭულ-იმერული მიქსი ვარ, ამიტომ არც იმერული კუდაბზიკობა მაქვს მოძალებული და რაჭულიც რომ მირევია, ცოტა დოზით შენელებები და სიდინჯეც მახასიათებს.

скачать dle 11.3