კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რისთვის მოითხოვა კონსტანტინე გამსახურდიამ საფრანგეთში ქართული და ფრანგული ღვინოები

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

კონსტანტინე გამსახურდია და გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს რესტორანში შევიდნენ სადილისთვის. შეკვეთა ბატონმა კონსტანტინემ ითავა და მენიუ გულდასმით გადაიკითხა. მან ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი. ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა. რემარკს უნდოდა ეკითხა, თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია, მაგრამ ბატონი კონსტანტინე მიუხვდა და უმალ წამოიწყო სხვა თემაზე საუბარი. სადილად მიირთვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო ხვანჭკარა, რომლის ფასი ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა. თუმცა მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირად ღირებული ღვინოებიც. ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს. როდესაც სადილი დაასრულეს და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა, გამსახურდიამ დამატებით, ყველაზე ძვირად ღირებული ერთი ბოთლი ღვინო მოითხოვა და იმისი ფულიც სასწრაფოდ გადაიხადა. როდესაც ოფიციანტმა დაკვეთა მოუტანა, კონსტანტინემ სთხოვა, მას ხელის გადაბანაში დახმარებოდა. კონსტანტინემ ხელები იმ ღვინით დაიბანა. ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი კი გაოცებული უყურებდნენ. ხოლო მარია რემარკმა, რომელმაც ამოიცნო ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი, ხელი ჩამოართვა და მეგობრულად გადაეხვია.



скачать dle 11.3