კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ხასიათი ცხვირის ფორმით

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ამბობენ, რომ ადამიანის გარეგნობაში ნებისმიერი დეტალი – დაწყებული წარბის რკალით, დასრულებული ფეხის თითების ფორმით – ანუ,   ფიზიკური მახასიათებლები,  რომლებიც თითოეულ პიროვნებას  განსაკუთრებულსა და უნიკალურს ხდის, ბევრს გვიამბობს  მის ხასიათზე.
  გაინტერესებთ, ცხვირის ფორმის მიხედვით განსაზღვროთ თქვენი პიროვნული თვისებები? ყურადღებით დახედეთ შემოთავაზებულ სურათს და აირჩიეთ ის ცხვირი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს თქვენსას. არ იჩქაროთ. ამოირჩიეთ და შემდეგ წაიკითხეთ თითოეული ცხვირის დახასიათება.
1. ნუბიური ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონეები ძალიან ორიგინალურები,  ცნობისმოყვარეები და ემოციურები არიან. ოპტიმისტები  და ყოველთვის გახსნილები  რაღაც ახლისთვის.  საზოგადოებაში გამოირჩევიან მოკრძალებით. მაგრამ აზრის ჩამოყალიბების მათეული მანერა, ყველას აღაფრთოვანებს.
2. ბერძნული ცხვირი
ასეთი ცხვირი მისი მფლობელის წინდახედულობასა და პრაქტიკულობაზე მეტყველებს. საოცრად ერთგულები არიან.  არ უყვართ ჭორაობა და საერთოდ არ უჭირთ სხვების საიდუმლოს შენახვა. მაგრამ ადამიანების ნდობა უჭირთ  და მათთვის გულის გადაშლა  ეძნელებათ.    
3. კაუჭა ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონენი თავდაჯერებულები არიან. უყვართ ფიქრი.  გააფთრებით იცავენ საკუთარ მოსაზრებებს და ადვილად მიდიან რისკზე.  ეს მათ  სხვებისგან გამოარჩევთ.  
4. თაღისებური ცხვირი
ასეთი ცხვირის ადამიანები  შესანიშნავი მმართველები არიან. აქტიურები, ორგანიზებულები და საქმეში ძალიან ეფექტურები, ზოგჯერ კი – მისაბაძად სამაგალითონი. ძალიან დიდ დროს უთმობენ კარიერას, გადამეტებულად ზრუნავენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. ვერ იტანენ ღალატს.  შეუძლიათ, ბევრი პრობლემა შეუქმნან იმას, ვინც მათ მოტყუებას შეეცდება.
5. მოკლე და თხელი  ცხვირი
 ძალიან შრომისმოყვარეები და პროდუქტიულები  არიან. უყვართ დროის მაქსიმალურად  და სასარგებლოდ გამოყენება. სწორედ ეს თვისებები ეხმარებათ  მათ, მიიღონ სასურველი.
6. სწორი, კლასიკური ცხვირი
შესანიშნავად მართავენ საკუთარ ემოციებს. კარგად ერკვევიან სხვა ადამიანების გრძნობებში. ძალიან  მომთმენნი, მშვიდი  და  კომუნიკაბელურები არიან. ვერ იტანენ პროვოკაციას. წონასწორობას მხოლოდ მაშინ კარგავენ, როცა საქმე ახლობლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.
7. კეხიანი ცხვირი
ემოციურები და მგრძნობიარენი არიან. მათი წყენინება ძალიან იოლია. არ უყვართ წუწუნი საკუთარ განცდებსა და პრობლემებზე.  ტკივილს ღიმილის მიღმა მალავენ და ყოველთვის მზად არიან  სხვებისთვის დახმარების გასაწევად. თანაც ყოველგვარი ანგარების გარეშე.
8. მოღუნული ცხვირი
ასეთებთან  ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.  სიტუაციას მსუბუქად აფასებენ. მოსმენის შესანიშნავი უნარი აქვთ. არასდროს აფასებენ წიგნს ყდის მიხედვით, ანუ ადამიანებს –  გარეგნობით.  მათგან  კარგი მეგობრები და ერთგული პარტნიორები გამოდიან, რადგან  ყოველთვის ფიქრობენ  სხვების გრძნობებზე.


скачать dle 11.3