კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: წლებია, ვიპარსავ ინტიმურ ზონას. ვხმარობ ლოსიონებსაც. თუმცა, ამ ბოლო დროს შევნიშნე, რომ ბიკინის ზონაზე განაპარსი ადგილები გაღიზიანებულია. რას მირჩევთ? შეიძლება, ეს ლოსიონის ბრალი იყოს? თუ არსებობს რაიმე ალტერნატივა, რომ ის ჩავანაცვლო?
პასუხი: თუ ბიკინის ზონას იპარსავთ, ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ სტრინგებს, ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე. პარსვის პროცესში კანი იღებს სტრესს, ამიტომ, მიეცით მას ცოტაოდენი დასვენების საშუალება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად არ მოგედებათ და კანს არ გაგიღიზიანებთ. პარსვის შემდეგ, წასასმელი ლოსიონი კი ყურადღებით შეარჩიეთ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ზოგადად, ლოსიონის ნაცვლად შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით. ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.
კითხვა: თავს ყოველდღიურად ვიბან და ვხმარობ დიდი რაოდენობით შამპუნს. მითხრეს, რომ ეს თმისთვის საზიანოა და სიმართლეა?
პასუხი: თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ ვიხმარო თმის კონდენციონერი – მხოლოდ თმაზე შევიზილო თუ ძირებშიც?
პასუხი: თმის კონდენციონერი არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ მას მბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. მთავარია, კონდენციონერი თმის ძირებში არ შეიზილოთ.
მოამზადა
ანი რევიამ
скачать dle 11.3