კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№46 როგორ უნდა გა?აქროთ გამონაყარი სახეზე

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სახეზე გამონაყრის და პრობლემური კანის მკურნალობა ორთქლის აბაზანებითა და შინაური რეცეპტით მომზადებული სპეციალური ნიღბებით უსაფრთხო და მარტივია. თუ აკნეს უჩივით, გამონაყარი დისკომფორტს გიქმნით, სცადეთ ეს გამოცდილი მეთოდები სახლის პირობებში და პრობლემასაც დაივიწყებთ.
  ორთქლი ხსნის ფორებს, არბილებს და წმენდს კანს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. კვირაში ერთხელ აადუღეთ 2 ლიტრი წყალი. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ სამკურნალო მცენარეები ან მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. ცხიმიანი კანისთვის კარგია ლავანდა, მწვანე ჩაი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის თხელი ნაჭერი, გვირილა და პიტნა.  მშრალი კანისთვის კი – ლავანდა, გვირილა, ვარდის ზეთი და მწვანე ჩაი. მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ გვირილა და ლავანდა. კომბინირებული და ნორმალური კანისთვის – ლავანდა, მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. როდესაც თქვენი კანის ტიპისთვის მცენარეებს შეარჩევთ, ჩაყარეთ ისინი ცხელ წყალში და 2 წუთით გააჩერეთ. გადაიტანეთ თასში და დაელოდეთ, რომ წყალი ცოტა გაგრილდეს, ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ ისე, რომ ორთქლი პირდაპირ სახეს მოხვდეს. ასე დაიორთქლეთ სახე 10 წუთის განმავლობაში და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ორთქლით გაწმენდილ სახეზე, წაისვით ნიღაბი, რომელსაც მარტივად, სახლში დაამზადებთ. გაითვალისწინეთ, ორთქლი ფორებს ხსნის და საჭიროა, ისინი დაიხუროს. ამისთვის, სახე ჯერ ნელ-თბილი ან ცივი წყლით დაიბანეთ და შემდეგ, ნიღაბი დაიდეთ.
  ლიმონის, კვერცხისა და თაფლის ნიღაბი: 1 კვერცხს დაამატეთ, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფეთ, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 10 წუთით გაიჩერეთ.
ვაშლისა და ხაჭოს ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 1 ცალი გახეხილი ვაშლი კარგად აურიეთ, შეიზილეთ სახეზე და 20 წუთით გაიჩერეთ.
იოგურტის ნიღაბი: იოგურტის სქელი ფენა სახეზე შეიზილეთ და დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში.
თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეთში შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთით გაიჩერეთ.
კვერცხის გულის ნიღაბი: 1 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძეში შეურიეთ და სახეზე შეიზილეთ. სანამ მასა სახეზე კარგად არ შეგახმებათ, არ ჩამოიბანოთ.
თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, 10-15 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის ცილის ნიღაბი: 3 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ. პირველი ფენის დადებამდე სახე დაისველეთ თბილი წყლით, ყოველი მომდევნო ფენა დაიმატეთ მაშინ, როდესაც წინა კარგად გაშრება. 4-5 ფენის წასმის შემდეგ, სახე კარგად ჩამოიბანეთ. კვერცხის ცილა ამცირებს აკნეს, აღადგენს კანის დაზიანებულ უბნებსა და მოუშუშებელ ნაწიბურებს.
მაწვნისა და თაფლის ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი მაწონი და 1 სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. მასთან ერთად სახიდან მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს.
როდესაც პროცედურას ჩაიტარებთ, საჭიროა კანის დატენიანება. ამიტომ, აუცილებლად გადაისვით სახის კანზე ის მკვებავი საცხი, რომელიც თქვენი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.
скачать dle 11.3