კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ უნდა დაიკლოთ წონაში მარტივად თქვენი ზოდიაქოდან გამომდინარე მიდრეკილებების გათვალისწინებით

  ბევრი თვითნებურად იცავს დიეტას, ზღუდავს ამა თუ იმ პროდუქტს საკვებ რაციონში და ამ დროს, არ აკვირდება ასტროლოგიურ მიდრეკილებებს თავისი დაბადების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. არადა, თუ გეცოდინებათ, კვირის რომელ დღესაა კარგი თქვენთვის დიეტის დაწყება და რას უნდა მაიქციოთ ამ დროს ყურადღება, წონაში დაკლებას უმტკივნეულოდ  და ჯანმრთელობის დაუზიანებლად შეძლებთ.
ვერძი – დიეტა დაიწყეთ სამშაბათ დღეს. ერიდეთ ზედმეტ, არაბალანსირებულ და ღამით ჭამას. ყოველდღიურად მიიღეთ C ვიტამინი, ყავის ნაცვლად კი სვით ასკილის ჩაი. კარგია ფაფების ან ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტების დიეტები.
კურო – დაიწყეთ დიეტა პარასკევ დღეს და დიდი ყურადღება მიაქციეთ კვებას. გამორიცხეთ მძიმედ მოსანელებელი პროდუქტები და უარი თქვით მაგარ ჩაიზე ან ყავაზე. თუ გსურთ, წონაში ისე დაიკლოთ, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ, დაიცავით დაბალკალორიული დიეტები.
ტყუპები – დაიწყეთ დიეტა ოთხშაბათ დღეს. თქვენ რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები. შაქარი, თაფლით ჩაანაცვლეთ. თუ გსურთ, მუდამ ფორმაში იყოთ და არც ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნათ, მკაცრ და დაბალკალორიულ დიეტებს ნუ დაიცავთ. ხოლო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
კირჩხიბი – დაიწყეთ დიეტა ორშაბათ დღეს. ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის დაცვისთვის საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმის ფტორიდს. ყველა ულუფა, უნდა იყოს ზომიერი. სწრაფად გახდომაში ყოველდღიურად კეფირის ან ხაჭოს მიღება და ასევე, რეგულარული  ვარჯიში დაგეხმარებათ.
ლომი – დაიწყეთ დიეტა კვირა დღეს. თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით, უჯრედისითა და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მონელების პროცესს და არ ჭამოთ ძილის წინ. თქვენთვის კარგია ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა.
ქალწული – დაიწყეთ დიეტა ოთხშაბათ დღეს. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია რკინის ფოსფატისა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები. წონაში სწრაფად დაკლება თქვენთვის არ შეიძლება. წონის თანდათანობით კორექციისთვის კი გამოიყენეთ დანაწევრებული კვების სისტემა ან სცადეთ ვეგეტარიანელობა.
სასწორი – დაიწყეთ დიეტა პარასკევ დღეს. ნუ მიირთმევთ მლაშე საკვებს.. თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია პროდუქტები ნატრიუმის ფოსფორმჟავის შემცველობით. ხოლო მიკროელემენტები, რომლებიც ყოველი ჭამის დროს უნდა აუცილებლად მიიღოთ, არის სპილენძი და ასევე, E ვიტამინი. თქვენთვის ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტებით დიეტის დაცვა არ შეიძლება.
მორიელი – დაიწყეთ დიეტა სამშაბათ დღეს. მოერიდეთ გვიან ჭამას. დღის განამავლობაში მიირთვით კალციუმის სულფატით მდიდარი საკვები და სვით მინერალური წყალი. კუჭი რომ არ გადატვირთოთ, საკვები დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ, თანაც მცირე ულუფებით.
მშვილდოსანი – დაიწყეთ დიეტა ხუთშაბათ დღეს. თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც შეგიძლიათ, მინერალური წყლებით მიიღოთ. რაციონში კი აუცილებელია იმ პროდუქტების ჩართვა, რომლებიც სილიციუმს შეიცავს.
თხის რქა – დაიწყეთ დიეტა შაბათ დღეს. თქვენს ორგანიზმს, მეტი  ფოსფატი და ფტორი ესაჭიროება. ერთ თეფშში ნახშირწყლებისა და ცილების შერევა არ შეიძლება., გამორიცხეთ დესერტი ჭამის შემდეგ. შაქარი კი ნატურალური თაფლით შეცვალეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიცვათ მკაცრი დიეტა და კლების პროცესში აუცილებლად ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპია.
მერწყული – დაიწყეთ დიეტა შაბათ დღეს. თქვენი ორგანიზმისთვის, აუცილებელია მაგნიუმის ფოსფატი. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები. ყოველი კვება მსუბუქი, მცენარეული ზეთით შეკმაზული ბოსტნეულის სალათით უნდა დაიწყოთ. თქვენთვის რეკომენდებულია, დაბალკალორიული და ნაკლებნახშირწყლებიანი დიეტები.
თევზები – დაიწყეთ დიეტა ხუთშაბათ დღეს. თქვენთვის არასასურველია ზედმეტი, ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. აუცილებლად იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი. გახდომისთვის შეარჩიეთ მხოლოდ დაბალკალორიული მონო-დიეტები.
скачать dle 11.3