კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ფეიხოა – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ფეიხოას კანი საკმაოდ სქელი და მწკლარტეა, ხოლო რბილობი – რბილი და წვნიანი. ზოგი მხოლოდ ნაყოფის რბილობს მიირთმევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სწორედ კანშია. კანი შეიძლება გავაშროთ და ჩაიში არომატისთვის დავამატოთ.
  ფეიხოა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში (კომპოტი, მურაბა, ნამცხვრები, დესერტი, სალათები, მარინადი, ღვინო, ნაყენები), კოსმეტოლოგიასა და დამოუკიდებლად, როგორც სამკურნალო საშუალება.
ფეიხოას ნაყოფში არის ვიტამინები C, B1, B2, B3, B5, B6, PP. მიკრო- და მაკროელემენტები: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, ფოლიუმის მჟავა და ეთერზეთები.
  ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტურ პროდუქტებს განეკუთვნება, ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.
  ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. აღსანიშნავია, რომ მისი ნაყოფისდან იოდს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ფეიხოას გამოყენება კარგია, ასევე, მათთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.
ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ დაამატოთ სოდა და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი. ეს ძალიან კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.
  ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური თვისებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტსაც ახდენს.
თუ გადააჭარბეთ ფეიხოას მიღება, ესე იგი, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდება. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
  არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.
ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.
скачать dle 11.3