კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№46 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მინდა, სახლში მოვაწყო ხატების კუთხე. როგორ უნდა განვალაგო ხატები კედელზე?
პასუხი: ხატების განლაგებისას მართლაც კარგი იქნება, თუ იერარქიას დაიცავთ. სწორედ ასეთი წესია დაცული ტაძრებში. ჯერ უნდა განათავსოთ წმიდა სამების ხატი, შემდგომ – მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესი, მომდევნოდ კი – ღვთისმშობელი მარიამის. ამის შემდეგ შეგიძლიათ განათავსოთ სხვა წმიდანების ხატები. ასე განალაგეთ ხატები სახლში და ილოცეთ, რადგან ხატი სარკმელია ზეციურ სარკმელში საჭვრეტად და მასზე ყოველთვის უნდა ვილოცოთ.
კითხვა: ძალიან ბევრ ხატსა და ტაძარზე შემინიშნავს რუსული და ბერძნული წარწერები. რატომ არის სხვაენოვანი წარწერები ქართულ ტაძრებზე, ჩვენი ეკლესია ხომ ავტოკეფალიურია?
პასუხი: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ღვთის მადლით, ავტოკეფალიურია და საელესიო წარწერებშიც, რა თქმა უნდა, ქართულს ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს უძველესი ქართული დამწერლობით შემკული ხატები და ტაძრები, თუმცა ხატებზე გვხვდება ბერძნული წარწერებიც, რადგან ორი მართლმადიდებლური ქვეყნის – საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ურთიერთობა. ქრისტიანული კულტურა ფართოდ შემოდიოდა საბერძნეთიდან, იქვე მოღვაწეობდნენ ჩვენი წმიდა მამები. რაც შეეხება რუსულ წარწერებს, ისინი საქართველოს რუსეთთან შეერთების დროიდან შემოგვრჩა. ეს შეერთება, მოგეხსენებათ, მძიმე ისტორიულმა ხვედრმა განაპირობა და რა თქმა უნდა, ეკლესიაც ვერ აიცილებდა თავიდან რუსული საპატრიარქოს გავლენას. დღესდღეობით კი ამ წარწერების გადაშლა ვანდალობას დაემსგავსება.
კითხვა: რას ნიშნავს ბოლო ჟამის ადამიანი და როდის დადგება ბოლო ჟამი?
პასუხი: ბოლო ჟამის ადამიანი არის მეორედ მოსვლის წინ დაბადებული და მცხოვრები, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლას ცოცხალი შეეგებება. ბოლო ჟამი როდის დადგება, ეს არავინ იცის. ზოგადად კი, ყ46ოველ ადამიანს საკუთარი ბოლო ჟამი აქვს – თავისი გარდაცვალება და ის სულ უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის.
კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიან ადამიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ყველა უფლის მიერ; მოყვარე უნდა დააყენოს თავისზე წინ. მოთმინებით უნდა აიტანოს სხვისი უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ უნდა შეურაცხყოს; სარგებლობა უნდა მოუტანოს სხვებს სულიერი საუბრებით, ასევე, უნდა ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: ყველა ცოდვილი ერთნაირად დაისჯება მომავალ ცხოვრებაში თუ სასჯელის ფორმაც განსხვავებულია ცოდვათა მიხედვით?
პასუხი: ყოველი ადამიანი იმქვეყნად განისჯება საკუთარი სიმართლისა და საქმეების მიხედვით. უფრო მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც კარგად იცოდა უფლის სიტყვა და არ ასრულებდა. თუმცა, ისინიც დაისჯებიან, ვისაც უნდა სცოდნოდა უფლის მცნებები და არ იცოდა, რადგან არ იზრუნა ამისთვის.
скачать dle 11.3