კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№46 ბავშვები ღმერთს ეკუთვნიან

ერთმა დედაკაცმა აღსარებაზე მამა ეპიფანეს უთხრა:
– ძალიან განვიცდი ჩემი შვილების გამო, რაიმე ცუდი არ დაემართოთ. გამუდმებით ამაზე ვფიქრობ.
მამა ეპიფანემ მკაცრად უპასუხა:
– ვინ გითხრა, რომ შვილები შენი საკუთრებაა? ისინი ღმერთს ეკუთვნიან! ეს მან ჩაგაბარა თავისი ცხოვარნი, რათა გაუფრთხილდე მათ!
***
მამა ეპიფანეს ჰკითხეს:
– სად არის ღმერთის სიყვარელი მაშინ, როცა ჩვილების სიკვდილს უშვებს?
– ღმერთი მხოლოდ ავალებს მშობლებს თავისი შვილების აღზრდას. ბავშვები მშობლებს კი არა, ღმერთს ეკუთვნიან. როგორ ექცევა მწყემსი ჭირვეულ ბატკანს, რომელსაც სადგომში შესვლა არ სურს? მას იგი ხელში აყვანილი მიჰყავს შინ. ჩვილთა სიკვდილის დროს უფალიც ამგვარად იქცევა.
***
მამა ეპიფანეს გამორჩეულად უყვარდა ის ბავშვები, რომელთაგანაც აღსარებას იღებდა და რომლებიც ნამდვილად ეკლესიურად ცხოვრობდნენ. იგი ხშირად იცავდა მათ მშობლების მეტისმეტი სიმკაცრისგან. რასაკვირველია, ამ ბავშვებსაც ჰქონდათ პრობლემები, სისუსტეები, დაცემები. ბერი ზოგჯერ მათაც ტუქსავდა, მაგრამ ამას ყოველთვის ახლდა მწყემსის ზრუნვა, თანაგრძნობა და სახარებისეული მსჯელობები.
***
მამა ეპიფანე მკაცრად ექცეოდა იმ მშობლებს, რომლებიც თავს აბეზრებდნენ თავიანთი შვილების ნაკლსა თუ სხვადასხვა უმნიშვნელო ცელქობაზე ჩივილით:
– თქვენ გმართებთ, მუხლებზე დაჩოქილებმა მადლიერების ცრემლებით განადიდოთ და პატივი მიაგოთ ღმერთს, რომელმაც ასეთი შვილები გაჩუქათ. ისე რომ გქონდეთ საქმე, როგორც ზოგიერთს, სხვანაირად დაიწყებდით ლაპარაკს!
როდესაც მშობელთაგან რომელიმე დაიჩივლებდა, რომ რთული და მოუსვენარი შვილები ჰყავს, მამა ეპიფანე ეუბნებოდა:
– განა გინახავს სადღეისოდ თუნდაც ერთი წყნარი და დამჯერი ბავშვი? რა, გინდა, შენი იყოს გამონაკლისი?!
თუ მშობლები წუწუნს გააგრძელებდნენ, ბერი დაემუქრებოდა ხოლმე:
– არ შეწყვეტთ ჩივილს და ეპიტიმიას დაგადებთ – დღეში ორასჯერ მოიდრიკოთ მუხლი. თქვენი უმადურობისთვის ეს სრულიად საკმარისი სასჯელი იქნება.
აქვე გეტყვით, თუ რას ეუბნებოდა მშობლებს, რომლებიც ყოველი წვრილმანის გამო დრტვინავდნენ თავიანთ შვილებზე. მაგალითად, ერთ დედას ასე უთხრა:
– გინდათ, ანგელოზები გააჩინოთ?! ბავშვები იბადებიან!
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“

скачать dle 11.3